fbpx

ფინტექის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

fintech-in-life

ფინტექის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში

ყველაზე ცნობილ ფინტექ სტარტაპებს ერთი და იგივე მახასიათებელი აქვთ: ისინი შექმნილი არიან იმისთვის, რომ იყვნენ ბევრად უკეთესები, ვიდრე ტრადიციული ფინანსური სერვისების პროვაიდერები, ანუ ბანკები. იყვნენ უფრო მოქნილები, ემსახურებოდნენ მოსახლეობის კონკრეტულ სეგმენტებს და უზრუნველყონ უფრო სწრაფი და უკეთესი სერვისი.


მაგალითად,
Affirm ცდილობს საკრედიტო ბარათების კომპანიების გამორიცხვას ონლაინ შოპინგის პროცესისგან. ის ამას აკეთებს მომენტალური მოკლევადიანი სესხის შეთავაზებით, კონკრეტული პროდუქტის შესაძენად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპროცენტო მაჩვენებლები საშუალოზე მაღალი აქვს Affirm-ს, ის ინარჩუნებს ბაზარზე ზრდის ტემპს, იმიტომ, რომ ის აძლევს მომხმარებლებს საშუალებას დაბალი საკრედიტო მაჩვენებლების მიუხედავად, შეიძინონ სასურველი ნივთი და ნელ-ნელა, გაიუმჯობესონ კიდეც საკრედიტო მაჩვენებლები. ამ ინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშეა Klarna-ც.

ანალოგიურად, Better ცდილობს გაამარტივოს სახლის იპოთეკური სესხის გაცემის პროცესი და სრულად ციფრული შეთავაზებით, წინასწარ დამტკიცებული სესხი შესთავაზოს მომხმარებლებს, 24 საათში.

GreenSky აწვდის ტექნოლოგიებს ბანკებსა და სავაჭრო ობიექტებს, რათა რელევანტური სესხები შესთავაზონ მომხმარებლებს სახლის რემონტისთვის, კეთილმოწყობის და სხვა მიზნებისთვის.

მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ კრედიტი ან აქვთ ცუდი საკრეტიდო ისტორია, Tala სთავაზობს მიკროსესხებს მათი სმარტფონის დატის სიღმისეულად გამოკვლევით. ისინი რა თქმა უნდა აკვირდებიან მომხმარებლების ტრანზაქციების ისტორიასაც. თუმცა ასევე აკვირდებიან ერთი შეხედვით არარელევანტურ ინფორმაციას. მაგალითად, რა მობილურ თამაშებს იყენებს მომხმარებელი. Tala ცდილობს აღმოაჩინოს სესხის შეთავაზების განსხვავებული გზები და ამით კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ ფინანსურ კომპანიებს.

მოკლედ, თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ იყო თქვენი ფინანსური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტი ასეთი უსიამოვნო ან ფიქრობთ, რომ ბანკის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი არ იყო თქვენთვის სათანადო, დიდი ალბათობით ფინტექს აქვს თქვენთვის გამოსავალი. მაგალითად, ფინტექი ცდილობს უპასუხოს კითხვებს, როგორიცაა: “რატომ არის ჩემი საკრედიტო ქულა ასეთი ჩახლართული და როგორ გამოიყენება ის ჩემი კრედიტუნარიანობის შესაფასებლად?”

კომპანია Upstart-ს სურს საკრედიტო ქულის დათვლის მეთოდი შეცვალოს და გაითვალისწინოს ბევრად მეტი მონაცემი, მომხმარებლის კრედიტუნარიანობის დასადგენად. მომხმარებლების ფინანსურ ისტორიასთან ერთად, კომპანია იყენებს მათი დასაქმების ისტორიას, განათლებას და ასევე იმას, იცის თუ არა მომხმარებელმა საკუთარი სავარაუდო საკრედიტო ქულა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა. ტრადიციულმა ბანკებმა შეძლეს ადაპტირება და მომხმარებლებს შესთავაზეს სრულად ციფრული მომსახურება, როგორც სესხების, ისე ბარათების, გზავნილების და სხვა საბანკო სერვისების ჭრილში.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ღია ბანკინგის დანერგვის სამუშაოები, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ერთ სივრცეში ჰქონდეთ სრული სურათი საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე და ნებისმიერ ბანკში არსებული ფინანსური მონაცემები გააერთიანოს ერთ ინტერნეტ ბანკში, ერთ მობილბანკში.

ასევე, ჩვენს ქვეყანაშიც შეიქმნა რამდენიმე წარმატებული Fintech კომპანია შეიქმნა – Payze, Kernel, ა.შ. Მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ძველ სტატიებში იპოვოთ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post