fbpx

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.  ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს Startup Grind-ის ტრადიციული შეხვედრების მომდევნო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება.

ტრადიციულ პანელზე Phubber App-ის დამფუძნებლები: ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სტარტაპის ზრდას, მის საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

„საქართველოს მსგავს პატარა ბაზარზე სტარტაპის შექმნა თავისთავად მოიაზრებს საერთაშორისო მასშტაბებზე ფოკუსირებას. ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ჩვენი სტუმრები ამ რთული, მაგრამ საინტერესო პროცესის შუაგულში არიან. მათ რეგიონში მიმდინარე ომისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად შეძლეს წარმატების მოპოვება“, – აცხადებენ Startup Grind-ში.

ინფორმაციისთვის, Pubber App პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. აქ შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორადი ნივთების აღმოჩენა. სტარტაპი 2019 წელს დაარსდა და 500 Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.

500 Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ფაბერმა შეძლო უკრაინის ბაზრის ათვისება. კომპანიის შემდეგი მიზანი ყაზახეთი და უზბეკეთია.

ყველაფერი, რაც 500 Georgia-ს შესახებ უნდა იცოდე

500-startups

წინა სტატიებში უკვე გიამბეთ, თუ რა ეტაპების გავლა უწევთ 500 Georgia-ს პროგრამის მონაწილეებს. ამ სტატიაში კი გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც დამატებით უნდა იცოდეთ – ვის შეუძლია რეგისტრაცია, რა მოცულობის ინვესტიციას უნდა ელოდოთ და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post