fbpx

Twitter ამატებს TikTok-ის მსგავსი ვიდეოს ახალ ფუნქციას

Twitter ამატებს TikTok-ის მსგავსი ვიდეოს ახალ ფუნქციას

Twitter ამატებს ახალ ფუნქციებს, რათა მომხმარებლებს ვიდეოების ყურება და აღმოჩენა გაუადვილოს თავის პლატფორმაზე – განაცხადა სოციალურმა ქსელმა ცოტა ხნის წინ. ყველაზე მთავარი ფუნქცია კი ისაა, რომ ტვიტერზე ამიერიდან TikTok-ის მსგავს ვიდეოებს ვიხილავთ.

უახლოეს დღეებში iOS-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, მსგავს ვიდეოებს უყურონ. როგორც კი დაასრულებთ ვიდეოს ყურებას, რომელზეც დააწკაპუნეთ, შეძლებთ, ზემოთ არსებულ შემოთავაზებულ ვიდეოებზე გადახვიდეთ.

Twitter ამბობს, რომ ახალი ფუნქციის მიზანია, გაუადვილოს მომხმარებლებს საინტერესო ვიდეოების აღმოჩენა. სოციალურ ქსელს არ უთქვამს, როდის გამოვა ეს ფუნქცია Android-ის მომხმარებლებზე.

გარდა ამისა, Twitter იწყებს ახალ ვიდეო კარუსელს თავის Explore ჩანართში. მომხმარებლები იხილავენ ახალ კატეგორიას „ვიდეოები თქვენთვის“, რომელიც აჩვენებს პოპულარულ და ტრენდულ ვიდეოებს, რომლებიც აპი ფიქრობს, რომ დაგაინტერესებთ.

Twitter-მა დაიწყო TikTok-ის მსგავსი ვიდეოს ტესტირება ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას არ მოსწონს ცვლილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არის კოპირების ფუნქციის დანერგვა სხვა პლატფორმიდან. ინსტაგრამმა ეს საკმაოდ ცუდად იწვნია, რადგან ის, ფაქტობრივად, იძულებული გახდა, დაესრულებინა TikTok-ის მსგავსი სრულეკრანიანი ვიდეოების პლატფორმაზე გაშვება მომხმარებელთა დიდი გამოხმაურების გამო. შესაძლებელია, რომ Twitter-ს სურდეს მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილება, რის გამოც იგი ირჩევს უფრო კონტროლირებადი გამოცდილების დამატებას.

1 ოქტომბერს ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post