fbpx

რატომ გადაწყვიტა Netflix-მა პაროლის გაზიარება აღკვეთოს?

Netflix

რატომ გადაწყვიტა Netflix-მა პაროლის გაზიარება აღკვეთოს?

Netflix წლების განმავლობაში იგნორირებას უკეთებდა იმ ფაქტს, რომ ერთი ანგარიშის პაროლის გაზიარებით რამდენიმე ადამიანი სარგებლობდა მისი სერვისით. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ის თავისი პოლიტიკის შეცვლას აპირებს. ეს კი იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ნეტფლიქსის ზრდა შენელდა და შემოსავალიც შემცირდა.

კომპანიამ ამ კვირაში გამოაცხადა, რომ ის პაროლის გაზიარების პრევენციას დაიწყებს, თუმცა, როგორც ჩანს, ნეტფლიქსი არ აპირებს მთლიანად გააუქმოს ეს შესაძლებლობა, არამედ – ფასიანი გახადოს. კომპანია მალე შესთავაზებს მომხმარებლებს ჩილეში, კოსტა რიკაში და პერუში დაამატონ ორი დამატებითი წევრი ნეტფლიქსის ანგარიშზე, როგორც ქვე-ანგარიშები. კოსტა რიკაში ეს დაახლოებით დამატებითი $3 ეღირება Netflix-ის ყოველთვიურ გადასახადთან ერთად.

Netflix-ს დიდი ხანია აბონენტების საოცარი ზრდის მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, მან კლება დაიწყო. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც ყველა სხვა კომპანია, ნეტფლიქსიც აგრძელებს ფასების ზრდას, რათა ხარჯები დააკომპენსიროს. თუმცა, მიუხედავად კომპანიის ზრდის შენელებისა, ნეტფლიქსი მაინც არ იყენებს სარეკლამო რგოლებს აბონენტების მოსაზიდად, განსხვავებით კონკურენტი ბრენდებისგან

ამრიგად, ანგარიშის გაზიარების პრევენცია Netflix-ს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტს გადამხდელი წევრების დასამატებლად. გრინფილდი ამბობს, რომ პაროლის შეზღუდვა შეიძლება იყოს სწორედ ის გზა, რომელიც Netflix-ს  10-დან 20 მილიონ ახალ აბონენტს მოუპოვებს აშშ-ს ბაზარზე.

თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნეტფლიქსი ცდილობს, ხალხს აიძულოს გადაიხადონ საკუთარი ანგარიშები. 2021 წლის მარტში მან დაიწყო ორეტაპიანი გადამოწმების ტესტირება – პლატფორმაზე შესვლის შემდეგ მომხმარებლებს უნდა შეევსოთ კოდი, რომელიც გაიგზავნებოდა ანგარიშის მფლობელის ტელეფონზე ან ელფოსტაზე. შესაბამისად, გაზიარებული პაროლით შესულ პირებს გაუჭირდებოდათ მუდმივად ამ გზით შესვლა ნეტფლიქსზე.

გარდა ამისა, ნეტფლიქსმა აშშ-ში 2020 წლის ოქტომბერსა და შემდეგ უკვე იანვარში სტანდარტული პაკეტის ფასი $13,99-დან $15,49-მდე გაზარდა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post