6 რჩევა მონაცემთა დასაცავად ჯანდაცვაში
ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფერო გახდა კიბერ შეტევების სამიზნე. ამის ერთ-ერთი მიზეზია ჯანდაცვის დიდი პოტენციალი და მოგება. მუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების მხრივ საკმაოდ გამკაცრდა მონაცემთა დაცვა და ასევე, ამაღლდა ცნობიერება ამ მიმართულებით ჯანდაცვა მაინც აქტიურ ბრძოლაშია კიბერშეტევებთან.
რა ბენეფიტს ხედავს ჰაკერი? კიბერკრიმინალები ჯანდაცვის მონაცემების მოპოვებით იყენებენ პაციენტის პირადი ინფორმაციიას პირადი მიზნებისთვის. მაგალითად, კონკრეტული პაციენტის სახელით და გვარით, რომელსაც მინიჭებული აქვს სოციალური დაცვის ნომერი, შეუძლია შეიძინოს მედიკამენტი უფასოდ, ან შეუძლია შევიდეს მათ სოციალური დაცვის ფონდში და მოიპაროს პაციენტისთის გაწერილი თანხა.
მაშასადამე, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი უსაფრთხოების ზომები მონაცემების დასაცავად ჯანდაცვის სფეროში?
გიზიარებთ 6 ეფექტურ გზას:
თვალი ადევნეთ ყველაფერს, რაც თქვენს ბაზაში შედის. ტექნოლოგიის მუდმივ წინსვლასთან ერთად ემატება ახალი ინსტრუმენტები თქვენი მონაცემების და ზოგადად ბაზების სამართავად. ამიტომ, დაე იცოდეთ ყველა მეთოდი და ყველა გზა რაც გამოიყენება და შემდეგ უკვე თავად მოახერხებთ გააკონტროლოთ ქსელი. გარდა ამისა, დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ ყოველდღიური მონიტორინგი ანგარიშების საფუძველზე.
გააძლიერეთ მენეჯმენტი და განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა და დარწმუნდით, რომ ნამდვილად უახლესი ვერსია დააინსტალირეთ. რათა თავიდან აიცილოთ ექსესები კიბერ თავდამსხმელებისგან. უსაფრთხოების მაღალი დონე დაგეხმარებათ შეამციროთ ფინანსური ზიანის რისკიც.
იყავით მკაცრი. არ მისცეთ წვდომა იმ თანამშრომლებს მონაცემებზე, რომლებიც რეალურად საქმისთის არ იყებენენ მათ. ასევე, დაუყოვნებლივ გააუქმეთ წვდომა, როდესაც აღარ მოუწევთ სამუშაო პასუხისმგებლობის შესრულება.
დაატრენინგეთ გუნდი ამ მიმართულებით. უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა განხორციელდეს მასიურად, რათა თანამშრომლებმა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია პოტენციური თავდასხმების შესახებ რეაგირებები მავნე პროგრამებისა და ფიშინგის ჩათვლით.
იმუშავეთ სანდო პარტნიორთან. რაც შეეხება ჯანდაცვის მონაცემთა უსაფრთხოებას სასარგებლოა, მონაცემთა დამუშავების აუთსორსინგი სანდო პარტნიორთან, რათა უწყვეტად განხორციელდეს უსაფრთხოების პროგრამა.
დაიცავით HIPAA რეგულაციები. (ჯანდაცვის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების აქტი) აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტს სთხოვდა, დაენერგა წესები და რეგულაციები პაციენტების მონაცემების დასაცავად. ის მოიცავს ყველა ჯანდაცვის ორგანიზაციას და დაფარულ სუბიექტს. ადრე, პაციენტის ყველა მონაცემი იწერებოდა მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ ტექნოლოგიების დახმარებით ჯანდაცვის პროვაიდერები ახლა იყენებენ ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს უფრო სწრაფი და ეფექტური წვდომისთვის. მაგრამ მას ასევე აქვს უარყოფითი მხარეებიც. როგორიცაა სისტემის გატეხვის რისკი და კიბერ შეტევები.
HIPAA-ს რეგულაციების დანერგვითა და დაცვით შეიძლება უფრო მარტივად აღიქვან თანამშრომლებმა ჯანდაცვის უსაფრთხოების აუცილებლობა.
ყველაზე კარგი თავდაცვა გადამზადებული გუნდის არსებობაა. ამიტომ, არ დაინანოთ დრო და დანახარჯები იმისათვის, რომ ადამიანური რესურსი მოამზადოთ სწორი რეაგირებისთვის შესაძლო კიბერშეტევების დროს.