ტექნოლოგიები დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის სამართავად – MVP.GE

ტექნოლოგიები დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის სამართავად

დიაბეტით

ტექნოლოგიები დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობის სამართავად

დიაბეტით დაავადებულთა მოვლისა და მკურნალობის რამდენიმე საშუალება არსებობს. როგორც იცით, დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმს ინსულინის გამოყოფაში. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს იმისათვის, რომ საკვები გარდაქმნას ენერგიად, რაც საჭიროა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 37 მილიონი ადამიანია დაავადებული ინსულინით. ეს რიცხვი კი, დღითიდღე იზრდება.

ტექნოლოგიებს მედიცინის ამ საკითხშიც აქვს გარკვეული მიღწევები, რაზეც სტატიაში გესაუბრებით. კერძოდ, თუ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება დიაბეტის უწყვეტი მართვისთვის.

შეგიძლიათ თავად აკონტროლოთ გლუკოზის დონე და ჩაიტაროთ მონიტორინგი

სისხლში შაქრის ან გლუკოზის მონიტორინგი და ტესტირება მნიშვნელოვანი ასპექტია, როდესაც საქმე ეხება დიაბეტის მართვას.

ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ ამასთან დაკაშირებით. ზოგისთვის საკმაოდ სტრესულია, ზოგს ეშინია და ფიქრობს, რომ გლუკოზის დონის მონიტორინგი მტკივნეულია. თუმცა, არსებობს მარტივი ხერხი, რითაც შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა აპარატებით. ეს აპარატები ცნობილია, როგორც გლუკომეტრები, რომლებიც ძალიან ეფექტურია და ადვილად გამოსაყენებელია სახლის პირობებში.

შესამოწმებლად უნდა გამოიყენოთ წვრილი ნემსი სისხლის ასაღებად და დააწვეთოთ გლუკომეტრს. მტკივნეული არ არის და მათი გამოყენების არ უნდა შეგეშინდეთ. თუმცა, თავდაპირველად სჯობს მიმართოთ ექიმს, რათა გაიგოთ, რა სიხშირითა რეკომენდირებული მონიტორინგი.

მიიღეთ სიცოცხლის დაზღვევა

დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ მიიღონ მუდმივი ან ვადიანი სიცოცხლის დაზღვევა, რაც დადებითად აისახება პაციენტისა და მისი ოჯახის  ფინანსურ მხარეზე.

ტექნოლოგიებს აქაც დიდი როლი აქვთ. მათი გამოყენებით შეგიძლიათ შეადაროთ სადაზღვევოს სხვადასხვა ვარიანტი და აირჩიოთ ის, რომელიც უფრო აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

გააკონტროლეთ კვების რაციონი

როგორც დიაბეტით დაავადებული, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იკვებებით სწორად და იღებთ ვიტამინებს ანუ, უნდა აკონტროლოთ კვება და განსაზღვროთ, რა შეიზღუდოთ რაციონიდან ან რა მიიღოთ მეტი რაოდენობის ყოველდღე.

სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ხშირად გაურკვეველია თუ, რა სახის დიეტა უნდა დაიცვან, რადგან ზოგის რჩევით მიზანშეწონილი არ არის ტკბილეული ან, ცხოველური ცხიმის ნაცვლად უნდა გამოიყენონ მცენარეული და ა.შ

რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და სასურველია მიმართოთ დიეტოლოგს, რომელიც თქვენს სხეულზე მორგებულ სპეციალურ კვებას შეგიდგენთ. ამ გზით თქვენ ადვილად მართავთ თქვენს დიაბეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ტექნოლოგიები ამ მხრივაც ძალიან კარგად მუშაობს. დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული ხელსაწყოები, რათა გაზომონ მიღებული პროდუქტების კვებითი ღირებულებები. მაგალითად, კალორიების საკონტროლებლად არსებობს აპლიკაცია, რითაც შესაძლებელია გაზომოთ კალორიები.

ივარჯიშეთ!

როდესაც ვარჯიშობთ, მოიხმართ ენერგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყენებთ გლუკოზას ფიზიკური დატვირთვის დროს. ეს კი, სისხლში შეამცირებს შაქრის დონეს. ვარჯიში ნივთიერებათა ცვლასაც უწყობს ხელს. კარგია ძილის გასაუმჯობესებლად და არტერიული წნევის შესამცირებლად.

პროფესიონალთა უმეტესობა გვირჩევს, რომ კვირაში მინიმუმ 150 წთ ვივარჯიშოთ ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად. როგორც ხედავთ, ეს არც ისე დიდი დროა, რადგან კვირაში ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ 30 წუთი გჭირდებათ.

ციფრული მოწყობილობებით ვარჯიში შესაძლოა ბევრად კომფორტული გახადოთ, რაც მოტივაციაზეც დადებითად აისახება. ვინაიდან, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც გამოგითვლით რამდენი ივარჯიშეთ, რამდენი კალორია დაწვით და ა.შ.

ზემოთ განხილული რჩევებით და გზებით შეგიძლიათ მართოთ დიაბეტი თავად მთელი ცხოვრების მანძილზე უმტკივნეულოდ და სტრესის გარეშე, რაშიც ტექნოლოგიები ნამდვილად დაგეხმარებათ.

3 ნაბიჯი თანამედროვე ჯანდაცვის წარმატებისათვის

IOT მოწყობილობები, ანუ ინტერნეტ ნივთები, როგორიცაა უკაბელო მონიტორები და ვიდეო კამერები დიდი ხანია უკვე გამოყენებაშია საავადმყოფოებში,

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post