Startup Grind-ზე ნიკა აბაშიძე საკუთარ სტარტაპ-გზაზე ისაუბრებს
Startup Grind-ის განსაკუთრებული სტუმარი იქნება ქართველი დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე, რომელმაც არაერთი მიმდევარი მოიპოვა საქართველოში თავისი ავტომობილების სერვისის აპლიკაციით CARU და ახლა აშშ-ს ბაზარზე, ნიუ-იორკში აგრძელებს საქმიანობას.
ნიკა ყოველთვის გატაცებული იყო ავტომობილებით და მათი მოვლით. მან ეს გატაცება ეროვნულ წარმატებად გარდაქმნა. ამ ეტაპზე ის აქტიურად მუშაობს პროცესის ნიუ -ორკში გაგრძელებასა და გლობალური კომპანიის შექმნაზე.
ვიზიტორები ღონისძებაზე გაიგებენ, თუ როგორ შეარჩია ნიკამ სტარტაპის იდეა, რა გაკვეთილები მიიღო საქართველოში ბიზნესის წამოწყებისა და ზრდის განმავლობაში და როგორ მოახერხა ამერიკულ ბაზარზე შესვლა.
ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართება და ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს შეკრებს.
ღონისძიების სპონსორები არიან ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს ბანკი, Mayors for Economic Growth, UNDP, ბათუმის მერია, მეღვინეობა ჩელთი, ხოლო მხარდამჭერები, GITA, მედიალაბი, ტერმინალი, NEXIA TA და ჰილტონ ბათუმი.
ღონისძიება ჩატარდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა დარეგისტრირდეთ ბმულზე.