fbpx

ქალთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია

ქალთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია

მედიცინა ნამდვილად ნიშნავს მზრუნველობასა და პრიორიტეტად დაყენებას. პროფესიული საქმიანობის გარდა, პატივისცემამ და თანაგრძნობამ უნდა განსაზღვროს ყოველი შეხვედრა სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის.

 

თუმცა, რეალობა სხვაგვარადაა, რადგან ყოველდღიურად დიდ სტრესს აწყდებიან პრაქტიკოსები დაფინანსების თუ მუშაკთა დეფიციტის გამო. პაციენტებს აქვთ ხოლმე მოთხოვნილებები, რომელთაც ვერ უკმაყოფილებს სამედიცინო სფერო, რაც, საბოლოო ჯამში, ხარისხზე ცუდად აისახება. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი ქალ პაციენტებს ეხებათ.

ყველაფრის მიუხედავად, არის კარგი ამბავიც, რაც ტექნოლოგიებს უკავშირდება. საბედნიეროდ, ჯანდაცვის სისტემაც ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიებს და გარკვეულწილად შეამსუბუქოს პროცედურები მათი გამოყენებით.

ტელემედიცინის აღზევება

სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ტელემედიცინის დანერგვა იყო, რადგანაც პაციენტებს შეუძლიათ მონიტორინგი თუ კონსულტაცია დისტანციურად. აღსანიშნავია, რომ ვირტუალურად უფრო მეტ ადამიანს აქვს წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც ციფრული სამყაროს დამსახურებაა.

დისტანციური მკურნალობის შესაძლებლობა ქალებისთვის ბევრად ეფექტური აღმოჩნდა. ქალებს მსგავსი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ, რადგან კვლევების მიხედვით, სწორედ ისინი არიან არასწორი დიაგნოზის რისკის ქვეშ. ასევე, დიდი პრობლემაა ქალების ჯანმრთელობაზე მცდარი წარმოდგენები და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით.

დღევანდელ სამყაროში კი, ქალებს აქვთ შესაძლებლობა, დაადგინონ სწორი დიაგნოზი სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის გარეშე – ხელოვნური ინტელექტის სისტემების დახმარებით.

წვდომა

ტელემედიცინის ტექნოლოგიები სულაც არ არის პაციენტზე ორიენტირებული ერთადერთი ინოვაცია.

ახლა, როგორც არასდროს, სასწრაფო დახმარების ცენტრები მარაგდებიან სპეციალიზებული რესურსებით, რომლებიც საჭიროა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.  სასწრაფო დახმარების ექიმებს თან ექნებათ ტექნოლოგიები, რომლებითაც იქვე დაადგენენ მაგალითაც, პაციენტის გინეკოლოგიურ  მდგომარეობას და ასევე მკურნაობის კურსიც განესაზღვრება გამოძახების ადგილზე.

პრაქტიკოსებს, როგორც წესი, შეუძლიათ პაპ ნაცხის გაკეთება, ინფექციების გამოკვლევა და მამოგრაფიაც კი.

ზემოთ აღნიშნული, საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ ქალებს აქვთ იდეალური წვდომა სამედიცინო დახმარებაზე.

მათ შეუძლით პრევენციული სკრინინგების ჩატარებაც კი მათთვის მოსახერხებელ ადგილას.

ქალებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ პერიოდულად კონსულტაციებს ექიმთან, გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან ერთდღიანი რეკომენდაციები შეიძლება სასიცოცხლოდ გამაწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

ურთიერთობების გაძლიერება

ტელემედიცინა ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, მენტალურ და ქცევით ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. მათი დახმარებით, ადამიანს შეუძლია ონლაინ კონსულტაცია გაიაროს ფსიქიატრებთან, თერაპევტებთან და ა.შ

მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის მედდის პრაქტიკოსები (MHNP) სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაში. მათი პრაქტიკის ცენტრში დგას ემპათიური ზრუნველობა, რომელიც ემყარება პაციენტებთან ახლო და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ MHNP-ები, როგორც წესი, პრაქტიკას ახორციელებენ ადგილზე, მათი როლი ვირტუალურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შედეგიანია განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებსაც ვერ ახერხებდნენ ვიზიტს ექიმთან.

არსებობს აპლიკაციებიც, რომლებიც ადამიანს მოუწოდებენ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ. მაგალითად, გაცემულია შემდეგი რჩევები და მოწოდებები: “ ივარჯიშეთ, თავი შეიკავეთ სასმელისგან, არ მოწიოთ” და ა.შ

ბოლო დროს, ასევე შეიქმნა პლატფორმა ავტომატური ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად ყოველდღიური მედიკამენტების შესახსენებლად და კვებასთან დაკავშირებული რჩევებისთვის.

დასკვნა

საუკუნეების მანძილზე სამედიცინო ცოდნა და პრაქტიკა ძირითადად მამაკაცი პაციენტების საჭიროებებზე ყალიბდებოდა. თუმცა, ტელემედიცინის განვითარებასთან ერთად ქალთა ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

დღევანდელ ეპოქაში ქალები იღებენ ბევრად უკეთეს სამედიცინო დახმარებებს, ვიდრე ოდესმე. დაწყებული სასწრაფო დახმარების ცენტრებიდან, დასრულებული ვირტუალური კონსულტაციებით.

ფაქტობრივად, ოდესღაც მამაკაცების მიერ დომინირებული ჯანდაცვის სისტემამ ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს უკვე, ქალებს ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ნებისმიერი დახმარების მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან.

6 რჩევა მონაცემთა დასაცავად ჯანდაცვაში

ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფერო გახდა კიბერ შეტევების სამიზნე. ამის ერთ-ერთი მიზეზია ჯანდაცვის დიდი პოტენციალი და მოგება.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post