fbpx

Text’nPayme – სტარტაპი, რომელიც გადახდას ნებისმიერი აპლიკაციით შესაძლებელს ხდის

Text'nPayme

Text’nPayme – სტარტაპი, რომელიც გადახდას ნებისმიერი აპლიკაციით შესაძლებელს ხდის

Text’nPayme არტურ კარაპეტიანის მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ცოტა ხნის წინ 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. სტარტაპის მიზანია, მომხმარებლებს თავისი მობილური კლავიატურის მეშვეობით, მარტივად და სწრაფად განახორციელონ გადახდები ნებისმიერი აპლიკაციის შიგნითვე.

 

როგორ ახერხებს ამ მისიის შესრულებას Text’nPayme და როგორია მისი ისტორია? ამ და სხვა თემებზე სტარტაპის დამფუძნებელი, არტურ კარაპეტიანი გვესაუბრა:

იდეა

ერთხელ ფეისბუქის კედელს ვათვალიერებდი და უცებ წავაწყდი სტატიას, სადაც საუბარი იყო WhatsApp-ისა და WeChat-ის გადახდის შესაძლებლობებზე. იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იყო საუბარი. საფუძვლიანი კვლევის შემდეგ კი მივხვდი, რომ ფინანსურ სექტორში ცვლილებების ახალი ტალღა იწყებოდა – სოციალური ქსელები და მესიჯების აპლიკაციები თანდათან ბანკებს ანაცვლებდნენ.

შესაბამისად, ჩვენ დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც ახალი გადაწყვეტის შექმნას მოიაზრებდა. ეს გადაწყვეტა კი საბანკო სერვისებს ხელმისაწვდომს გახდიდა ნებისმიერი აპლიკაციის შიგნით, ტექნიკური ინტეგრაციის საჭიროების გარეშე, როგორც Web3-ში, ასევე – Web2-ში.

ერთადერთი გარემო, რომელსაც ამის უნარი შესწევდა, იყო მობილური კლავიატურა.

ჩვენ ვიყენებთ ჩვენს კლავიატურებს სმარტფონთან კომუნიკაციისთვის: ვეძებთ, ვკრეფთ შეტყობინებებს და ა.შ. და შესაბამისად, ესაა შესანიშნავი ადგილი სხვა ფუნქციებზე წვდომისთვისაც, როგორიცაა ტრანზაქციები – ფულის გაგზავნა, გადასახადების გადახდა, შესყიდვების განხორციელება და ა.შ.

პრობლემა

ჩვენ ვეხმარებით ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ჩვენი ინსტრუმენტის მეშვეობით, მომხმარებლებს თავიდან ააცილონ სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობა ტრანზაქციის განხორციელებისას.

პროდუქტი/მომსახურება

Text’nPayme როგორც მომხმარებლებს, ისე – ფინანსურ ინსტიტუტებს სთავაზობს მობილურ კლავიატურას, რაც მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ გადახდები ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლის ამჟამინდელი გამოცდილების შეფერხების გარეშე.

Ბიზნესმოდელი

ჩვენი ბიზნესმოდელი საკომისიოს ეყრდნობა და შესაბამისად, ტრანზაქციის მომენტში ვიღებთ საკომისიოს.

გუნდი და დამფუძნებლები

ჩვენი ახალგაზრდული გუნდის უნიკალური ასპექტი არის მისი ერთსულოვნება და მოტივაცია – გუნდის ყველა წევრის სურვილია საუკეთესო ღირებულების შექმნა სტარტაპსა და პროდუქტში.

ძირითადი გუნდი შედგება მობილური და backend დეველოპერებისგან. ადრეული ეტაპიდან ჩვენ შევკრიბეთ 10-ზე მეტ ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი პროფესიონალი, რომლებიც პერმანენტულად აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხელმძღვანელობას გვიწევენ ჩვენს სამეწარმეო მოგზაურობაში.

Text’nPayMe-ს დამფუძნებელი ვარ მე, არტურ კარაპეტიანი და კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მიკავია. გარდა ამისა, მაქვს დიდი ტექნიკური გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროს დავაგროვე.

Პირველი ნაბიჯები

ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული კონკურენტები და ჩავატარეთ კვლევა მომხმარებელთა გამოკითხვებთან ერთად, რის საფუძველზეც შევქმენით MVP. ეს კი დაგვეხმარა, მიგვეღო 130 000 დოლარიანი Pre-Seed რაუნდის ინვესტიცია.

სირთულეები

Text’nPayMe-ში ჩვენ არ აღვიქვამთ სირთულეებს, როგორც რაღაც უარყოფითს. ყველაფერი არის მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც უნდა განხორციელდეს სასურველი შედეგის მისაღწევად.

სულ სიამაყით ვამბობთ ხოლმე, რომ შევძელით ბოლოდროინდელი რეგიონული არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევა და გუნდის რაოდენობის გაზრდა.

რჩევა სტარტაპებს ინვესტორებთან დაკავშირებით

მოითხოვეთ ისეთი რაოდენობის ინვესტიცია, რომელიც ხელშესახებ და გაზომვად შედეგებს გამოიწვევს.

ინდუსტრია

ვიტყოდი, რომ ინდუსტრია მომთხოვნია. ბევრი მოთამაშეა და წარმატების გასაღები არის ის, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ ფინანსურ ინსტიტუტებს, გადახდების შერწყმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სწორედ ეს არის ის, რაშიც ჩვენ კომპეტენტურები ვართ.

500 Georgia

500 არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აქსელერატორი დიდი გამოცდილებით. გვსურს, ამ პროგრამაში მონაწილეობის პროცესში გავაუმჯობესოთ ჩვენი B2C სტრატეგია, დავამყაროთ პარტნიორობა საქართველოს ბანკთან და ამ პერიოდშივე ჩავუშვათ ჩვენი პროდუქტი.

ქართული სტარტაპები: Crosscreators

Crosscreators ანი მანჯავიძისა და დიმიტრი ფარაფონტოვის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც ბიზნესებს ინოვაციურ – აუგმენურ რეალობაზე დაფუძნებული მარკეტინგის წარმოების საშუალებას აძლევს. უფრო კონკრეტულად კი, პლატფორმის მეშვეობით ბრენდებს პროფესიონალ AR კრეატორებთან დაკავშირება შეუძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post