რას გულისხმობს Spotify-ს დროის კაფსულის ახალი ფუნქცია?
Spotify-ის ახალი ფუნქცია 2024 წლისთვის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შექმნან თავიანთი მუსიკის დროის კაფსულა. ახალი ფუნქცია არის აუდიოსტრიმინგის სერვისის უახლესი გზა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნახონ მრავალი მონაცემი მათი მოსმენის ჩვევების შესახებ. ამ ინფორმაციის გაზიარებას კი ისინი სოციალურ მედიაში მარტივად შეძლებენ.
აპს-შიდა ფუნქცია ასახავს ზუსტად იმას, რასაც ამ მომენტში უსმენთ. შეჯამებას კი პლატფორმა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოგიგზავნით. თუმცა, თუ გსურთ მიიღოთ დროის კაფსულა, უნდა გააკეთოთ ის 31 იანვრამდე, რადგან Spotify მას შემდეგ ხურავს მას.
როგორ უნდა გააკეთოთ თქვენი “კაფსულა”:
1. გახსენით Spotify-ს კაფსულა ვებსაიტსა ან თქვენს სმარტფონზე და დაასკანირეთ QR კოდი თქვენი ტელეფონის გამოყენებით.
2. შეარჩიეთ ობიექტი თქვენი დროის კაფსულისთვის სხვადასხვა ვარიანტიდან, მაგ: ლანჩის ყუთი, აპარატი, დათვი, ჯინსის ჯიბე და ა.შ (ეს ვარიანტები ჩამოშლილად იქნება).
3. უპასუხეთ Spotify-ის კითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმღერებთან – ეს იქნება დიაპაზონი “სიმღერიდან, რომელის ფონზეც აპირებთ ვინმეს კოცნას წელს” დამთავრებული “სიმღერით, რომელიც მოგაგონებთ თქვენს საყვარელ ადამიანს”.
4. მას შემდეგ რაც დააწკაპუნებთ “მე დავასრულე”, თქვენ შეძლებთ ბოლოს გადახედოთ თქვენს ფლეილისტს. Spotify „დალუქავს“ კაფსულას და გამოგიგზავნით მხოლოდ 2024 წლის იანვარში აპლიკაციისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.