fbpx

როგორ გამოვიყენოთ AI თანამშრომლების მუშაობის გასაუმჯობესებლად?

AI

როგორ გამოვიყენოთ AI თანამშრომლების მუშაობის გასაუმჯობესებლად?

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ინდუსტრიაში ხართ, სამუშაო სრულიად შესაძლებელია, იყოს დამღლელი და მოსაწყენი. ბევრი სამუშაო პროცესი მოიცავს კონკრეტული ფორმების შევსებას და ამ ფორმების Excel ცხრილებში გადატანას.

პრობლემა არ არის მონაცემების დამუშავებაში, არამედ იმის გადაწყვეტაში, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ამ მონაცემებთან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მარტივად მოაგვაროს “მოსაწყენი სამუშაოს” პრობლემა და თანამშრომელთა ენერგია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობისკენ მიმართოს.

მაგრამ ყველამ არ იცის როგორ გამოიყენოს AI.

კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს კოდირებული AI პლატფორმები, რომელთა გამოყენება ნებისმიერს შეუძლია, განურჩევლად მანქანური სწავლისა და მონაცემთა მეცნიერების წინასწარი ცოდნისა. მაგალითად, OpenAI-ს ახალი გამოგონებებით ველას შეუძლია ისარგებლოს AI-ით, კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშეც კი. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა უზრუნველყოფს სამ სარგებელს, რაც აუმჯობესებს თანამშრომლების ჩართულობას.

ეფექტურობის გაზრდა

McKinsey & Company ვარაუდობს, რომ სამუშაოების 60%-ში ამოცანების მინიმუმ 30% ამჟამად შეიძლება იყოს ავტომატიზირებული. ხელოვნური ინტელექტი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ შეგვეცვალოს სამსახურში – ის გამიზნულია, რომ დაგვეხმაროს დავალებების უფრო ეფექტურად შესრულებაში.

მაგალითად, კოგნიტურ მონაცემთა აღების ინსტრუმენტებს შეუძლიათ მონაცემების ამოღება არასტრუქტურირებული დოკუმენტებიდან უფრო სწრაფად და ზუსტად, ვიდრე ამას ადამიანები აკეთებენ. ამ ხელსაწყოებით, თქვენს თანამშრომლებს აღარ უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა ისეთი დოკუმენტებიდან, როგორიცაა ინვოისები; სამაგიეროდ, კომპანიებს შეუძლიათ კომპიუტერებს მისცენ საშუალება, გაუმკლავდნენ მათ უმეტესობას. დაგეგმვა, ხარჯების მენეჯმენტი და ფორმების შევსება რამდენიმე სხვა მაგალითია იმ დამღლელი ამოცანებისა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი შედარებით მარტივად ახორციელებს.

მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება

ადამიანები უკეთესად მუშაობენ, როდესაც ისინი მზად არიან წარმატების მისაღწევად. Oracle-ის ბოლო გამოკითხვაში გამოკითხულთა სამი მეოთხედი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხოლო 27% აღნიშნავს, რომ მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სტრესი. მეტი დრო იხარჯება ნაყოფიერად, როდესაც ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად და დამსაქმებლებს შეუძლიათ უკეთ ადევნონ თვალყური ამ პროგრესს.

AI-ს შეუძლია, შეამციროს ხელით გასაკეთებელი დავალებების რაოდენობა, რომლებიც თქვენმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ, რაც მათ მეტ დროს აძლევს მათი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე ფოკუსირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ჩეთბოტები მომხმარებლებთან საუბრებისთვის და მეტი დრო მისცეთ სერვისის წარმომადგენლებს უფრო რთული სამუშაოს შესასრულებლად.

ბალანსის მიღწევა

Oracle-ის ზემოხსენებულ გამოკითხვაში, კომპანიებს, რომლებიც იყენებდნენ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ სამუშაო პროცესებში, ჰქონდათ უფრო მოკლე სამუშაო კვირა, ხოლო მათ თანამშრომლებს უფრო გრძელი შვებულება ჰქონდათ. ეს ნიშნავს, რომ რობოტები სამსახურში აძლევენ ადამიანებს საშუალებას, ეფექტურად დაამყარონ ბალანსი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის.

AI-ს ასევე შეუძლია გააანალიზოს თანამშრომლების გამოცდილება და უნარები, ხელი შეუწყოს უწყებათაშორის თანამშრომლობას. Johnson & Johnson იყენებს AI-ს თანამშრომლების უნარების შესაფასებლად, ადარებს მათ უნარების კომპლექტს მსგავს თანამდებობებზე მყოფ გარე თანამშრომლებთან, ასევე წინასწარ განსაზღვრულ უნარ-ჩვევებთან. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიას, დაინახოს სად არის უნარების ხარვეზები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი უნარები.

სამუშაო შეიძლება იყოს მოსაწყენი, მაგრამ ეს არ წარმოადგენს აუცილებლობას. ყველაზე განმეორებად ამოცანებს შეიძლება გაუმკლავდეს AI, რათა თქვენს გუნდს საშუალება მიეცეთ ფოკუსირება მოახდინონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და გააუმჯობესონ ჩართულობა მუშაობის პროცესში.

უნდა ვენდოთ თუ არა ChatGPT-ს?

ChatGPT

ცნობილი ჟურნალისტი ჰარი მაკკრაკენი გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ChatGPT-ს შესახებ:

რუბრიკის წარმდგენია

Share this post