fbpx

OpenAi-მ AI-თ შექმნილი ტექსტის ამომცნობი გამოუშვა

OpenAi-მ AI-თ შექმნილი ტექსტის ამომცნობი გამოუშვა

ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ, აშკარად მოისმინა კრიტიკა მისი AI ჩატბოტის შესახებ – კერძოდ კი, პედაგოგების კრიტიკა, რომლებმაც გამოთქვეს შეშფოთება სტუდენტების მიმართ, რომლებიც იყენებენ ChatGPT-ს საშინაო დავალების შესასრულებლად ან მათთვის ნაშრომების დასაწერად.

სამშაბათს, OpenAI-მ გამოუშვა ახალი AI კლასიფიკატორი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს უშუალოდ ამ პრობლემების მოგვარებას. უფასო ვებინსტრუმენტი შეიქმნა OpenAI-ის მიერ, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, განსაზღვრონ, ტექსტი ადამიანის მიერაა დაწერილი თუ – კომპიუტერის მიერ.

იმისთვის, რომ ეს დაადგინოთ, შედით სისტემაში, დააკოპირეთ და ჩასვით ტექსტი, რომლის შემოწმებაც გსურთ. შემდეგ კლასიფიკატორი შეაფასებს ტექსტს სკალაზე, რამდენადაა სავარაუდო, რომ ეს ტექსტი Ai-ს დაწერილია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი სასარგებლოდ ჟღერს ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ტექსტის შესახებ გარკვეული შეშფოთების გადასაჭრელად, OpenAI ნათლად ცხადყოფს, რომ „კლასიფიკატორი არ არის სრულად სანდო“.

„ინგლისური ტექსტების შეფასებისას, ჩვენი კლასიფიკატორი სწორად განსაზღვრავს AI-ით დაწერილი ტექსტის 26%-ს (ნამდვილი დადებითი), ხოლო ადამიანის მიერ დაწერილ ტექსტს არასწორად ასახელებს და მას AI-ით დაწერილის 9%-ს ანიჭებს,“ – თქვა კომპანიამ ბლოგ პოსტში.

არსებობს სხვა შეზღუდვები კლასიფიკატორთან დაკავშირებით, რომელსაც OpenAI ასახელებს. მაგალითად, კლასიფიკატორი კიდევ უფრო ცუდად მუშაობს ტექსტთან, რომელიც 1000 სიტყვაზე ნაკლებია. ზოგჯერ მას შეუძლია ცრუ იდენტიფიცირება ადამიანის მიერ დაწერილი შინაარსის, როგორც კომპიუტერის მიერ შექმნილი ტექსტის და ის კარგად მუშაობს მხოლოდ ინგლისურენოვან ტექსტთან.

აშკარაა, რომ საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, სანამ მასწავლებლები და პედაგოგები შეძლებენ დამაჯერებლად დაეყრდნონ ხელოვნური ინტელექტის გამოვლენის ნებისმიერ ინსტრუმენტს, რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა კლასში.

Amazon-ი NFT ინიციატივაზე მუშაობს

ამაზონი იწყებს ციფრული აქტივების წარმოებას, იტყობინება ოთხი წყარო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამაზონის NFT ინიციატივა გაზაფხულზეა მოსალოდნელი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post