fbpx

ქართულ-ბრიტანულმა სტარტაპმა Artisio £250,000 დაფინანსება მოიპოვა

Artisio

ქართულ-ბრიტანულმა სტარტაპმა Artisio £250,000 დაფინანსება მოიპოვა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულ-ბრიტანულმა სტარტაპმა Artisio -მ pre-seed რაუნდში ბრიტანული ვენჩურული კაპიტალის ფირმა Jenson Funding Partners -ისგან  £250,000-იანი დაფინანსება მოიპოვა.

დაფინანსება დაეხმარება Artisio-ს მიაღწიოს გლობალურ აუქციონის ბაზარს, რომელიც ცდილობს გაამარტივოს ონლაინ აუქციონების წარმოება. ის მიზნად ისახავს გაფართოვდეს აშშ-ს ბაზარზე და შექმნას თვითმმართველური პლატფორმა, რათა ახალი კლიენტებისთვის პროცესები დააჩქაროს.

“ჩვენი მისიაა აუქციონის ინდუსტრია შემდეგ ტექნოლოგიურ დონეზე მივიყვანოთ და  ამ მიზნისკენ დიდი გულმოდგინებით მივისწრაფით,” – წერია Artisio-ს განცხადებაში.

როგორ ამარტივებს აუქციონის პროცესს Artisio?

აუქციონის ინდუსტრიას აკლია ინოვაცია – ამ ბიზნესისთვის საჭირო სისტემები ხშირად დანაწევრებულია. იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონერებს მოეთხოვებათ მონაცემთა მრავალი ნაკადის მართვა მესამე მხარის პლატფორმებზე, ერთი ლოტის დამუშავებას მიღებიდან გადახდამდე სჭირდება 30-დან 40 წუთამდე, რაც იწვევს რესურსების არაეფექტურ გამოყენებას.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2020 წელს ბერდია ქამარაულმა და სური ამარასინგემ ლონდონში Artisio დაარსეს. სტარტაპი ზემოაღნიშნულ პრობლემას ამარტივებს და პროცესებს ბევრად უფრო ავტომატიზირებულს ხდის.

9 თებერვალს Startup Grind Tbilisi მორიგ შეხვედრას გამართავს

Startup Grind

9 თებერვალს Startup Grind Tbilisi მორიგი ღონისძიებით ბრუნდება მათთვის, ვისაც სურს, მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, უპირატესობებსა და სირთულეებზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post