fbpx

სამეცნიერო ფანტასტიკის გავლენა ტექნოლოგიაზე

სამეცნიერო ფანტასტიკის გავლენა ტექნოლოგიაზე

თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური განვითარების ახალ მწვერვალებს იპყრობს. დღეს უკვე სმარტფონს, რომელიც ხელში გვიჭირავს უფრო მეტი კომპიუტერული სიმძლავრე აქვს, ვიდრე ადამიანის მთვარეზე გასაგზავნად გამოყენებულ ნებისმიერ კომპიუტერს ჰქონდა.

მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი წარმოსახვით არის შემოფარგლული, რეალობაში განხორციელებამდე ყველაფერი ადამიანის გონებაში იქმნება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია, რომელიც ბევრი მეცნიერული მიღწევის ინსპირაციის წყაროდ მიიჩნევა. ჟანრმა განვითარების დიდი გზა განვლო და ბოლო ასწლეულის განმავლობაში მრავალი ახალი ტექნოლოგიის შექმნაც განაპირობა. ამ სტატიაში მოგიყვებით იმ გამოგონებებზე, რომლებიც Sci-Fi-დან ყოველდღიური სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცნენ ან მალე იქცევიან:

გამოგონებებზე საუბრისას, პირველ რიგში, ალბათ, მობილური ტელეფონი გაგვახსენდება, რომელიც 1973 წელს მოტოროლას ინჟინერმა, მარტინ კუპერმა შექმნა. მისი ინსპირაციის წყარო კი XX საუკუნის კომიქსი “Dick Tracy” გახდა. მთავარი პერსონაჟი სხვებთან სასაუბროდ მაჯაზე დამაგრებულ რაციას იყენებს, რომელსაც ეკრანი, კამერა, მიკროფონი და თანამედროვე სმარტფონის მსგავსი ფუნქციები გააჩნია. მოგვიანებით კუპერმა დაადასტურა, რომ ზუსტად ეს გახდა მისი ინსპირაცია. 1973 წლამდე ასეთი რაციები სამეცნიერო ფანტასტიკის შოუებშიც გვხვდებოდა. Star Trek-ში კაპიტანი კირკი სწორედ მსგავსი მოწყობილობის საშუალებით ეკონტაქტებოდა USS Enterprise-ს. როგორც აღმოჩნდა, მობილური ტელეფონი ჯერ ნაწარმოებებში გამოჩნდა და შემდეგ გახდა რეალობა.

Star Wars: A New Hope (1977) კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი გავლენა ჰქონდა სამეცნიერო ფანტასტიკას ტექნოლოგიურ პროგრესზე. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, პრინცესა ლეია ჰოლოგრამის სახით გამოჩნდება ობი-ვან კენობის დახმარებას ითხოვს. ახალი ჰოლოგრამული ტექნოლოგიების წარდგენისას ინჟინრები, ხშირად, სწორედ ამ ისტორიულ სცენას ასახელებენ შთაგონების წყაროდ. ასევე Star Wars-ის დამსახურებაა Robotic Hands-ის შექმნაც, რომელსაც ადამიანის ხელების მოძრაობის ზუსტი იმიტაცია შეუძლია. Sci-Fi-ის ინსპირირებული ტექნოლოგიების სია გრძელია და ამ ჟანრის დამსახურებით მეცნიერება მუდმივად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. (ფიქციის ტექნოლოგიურ განვითარებაზე ზეგავლენის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ: technovelgy.com)


Blade Runner-ის (1982) ქალაქის ხედი გიგანტური ბილბორდით და მფრინავი მანქანით.

უკვე არსებული სამეცნიერო ფანტასტიკის ფონზე, საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი რეალობა 50 წელიწადში? ალბათ, პირველი რაც გვახსენდება Blade Runner-ის სამყაროა. დიდი ციფრული ბილბორდები უკვე არსებობს, მფრინავი მანქანებზე და სრულყოფილ ხელოვნურ ინტელექტზე კი მიდის მუშაობა. Blade Runner-ში მომავლის სურათების პოვნა არის შესაძლებელი.

მრავალი Sci-Fi ტექნოლოგია ახლოსაა სრულყოფილი სახის მიღებასთან. ფრანკ ჰერბერტის „დიუნში“ ყველა პერსონაჟს მოწყობილობა “Glowglobe” დაჰყვება. Glowglobe არის პატარა სანათი სისტემა, რომელსაც ფრენა შეუძლია.  ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს იდეა აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ მსგავსი მოწყობილობების გამოყენება რეალურ ცხოვრებაშიც მოიძებნება და მისი შექმნისგან არც ისე შორს არ ვართ. წყლის ზედაპირზე მოცურავე სანათებს უკვე დიდი ხანია ვიყენებთ, ამიტომაც, სინათლის მფრინავი მოწყობილობიც არ იქნებოდა ცუდი.

კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომლის იდეაც ფანტასტიკის ჟანრში გაჩნდა, ჰარი პოტერის უჩინმაჩინის მოსასხამია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ასლის შექმნა ჯერ ვერ მოხერხდა, მეცნიერებმა გამოიგონეს მატერია, რომელიც სინათლეს ირეკლავს. ამის გამო მას კამერები თითქმის ვერ აფიქსირებენ.

ასევე ახლოს ვართ ადამიანის ხელოვნური ორგანოების შექმნასთან. დაზიანებული ორგანოების ახლით შეცვლა სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიუჟეტია, რეალობად ქცევა კი მეცნიერული პრიორიტეტი. ამ სფეროში წარმატების მიღწევას 3D პრინტერის საშუალებით ცდილობენ.

10 ხერხი, რომლითაც ტექნოლოგია გონებას გიფანტავს

სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებისას, უფრო ხშირად, ალბათ, მის დადებით მხარეებზე ფიქრობ. თუმცა, ამ სტატიაში მინდა, მათ უარყოფით ნაწილზე გესაუბრო.

Star Wars, Star Trek-მა და სხვა ფიქციებმა ასევე პოპულარული გახადეს ლაზერული იარაღის შექმნის იდეაც. მოწყობილობის, რომელსაც შეუძლია ფოკუსირებული ენერგიის გასროლა. კომპანია Lockheed Martin ახლოსაა ასეთი დანადგარის შექმნასთან.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტექნოლოგიების, რომლებიც მომავალში სამყაროს შეცვლიან. შეიძლება მალე ყველას გვქონდეს პერსონალიზებული სანათი, რომელიც განათებასთან ერთად მონაცემების შენახვაში დაგვეხმარება, ან მფრინავი მანქანები, რომლებიც მიწაზე დაშვების გარეშე მოგვახვედრებენ ერთი ცათამბრჯენიდან მეორეზე. ჩვენი ფანტაზია უსაზღვოა და Sci-Fi, რომელსაც ხშირად „იდეების ლიტერატურას“ უწოდებენ, ადამიანის წარმოსახვას უფრო ფართოს ხდის. მობილური ტელეფონი იქნება, ხელოვნური ინტელექტი, თუ მფრინავი მანქანა,  Sci-fi ყოველთვის გამონახავს გზას, რომ ადამიანის ფანტაზიაში შექმნილი ტექნოლოგია რეალური გახადოს. სამეცნიერო ფანტასტიკამ უკვე შეცვალა წარსული, აწმყო და მალე ვიხილავთ, თუ როგორ შეცვლის მომავალს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post