ბიზნესიდეის თამაში
ბრეინშტორმინგის პროცესს ყველა ანტრეპრენერი გადის და მისი ოპტიმიზაციისთვის მრავალი სავარჯიშო, ტექნიკა თუ მეთოდი არსებობს. ამ სტატიაში სწორედ ერთერთ მათგანს – ბიზნესიდეების გენერირების ეტაპის გასაუმჯობესებელ თამაშს გაგაცნობ.
მოკლედ რომ გითხრა, ის ჯერ მინიშნების (რომელიც რაიმე პრობლემის გადაჭრას ან რაიმის გაუმჯობესების გზას მოითხოვს) შემთხვევითობის პრინციპით, შემდეგ კი გამოწვევის მოდიფიკატორის კამათლის გაგორებით შერჩევას მოიცავს. თამაშის მიზანია მოცემული სიტუაციიდან რაიმე გამოსავალი მოიფიქრო, როგორ სასაცილოდ ან არარეალურადაც არ უნდა ჟღერდეს ის.
მაშ ასე, დავიწყოთ.
ოდნავ ქვემოთ მომხმარებლის ისტორიის (User Story) ფორმატში დაწერილი 25 მინიშნება შეგხვდება. ისინი დაიწყება იმით, თუ რომელი ინდივიდი ან ჯგუფი წარადგენს მოთხოვნას, რასაც შემდეგ მათი პრობლემა მოჰყვება. ზოგადად, მომხმარებლის ისტორია (User Story) შესანიშნავი გზაა Problem statement-ის ფორმულირებისთვის, რადგანაც ის პერსპექტივას/მოთხოვნას პროგნოზირებადი და მოკლე ფორმით გამოსახავს.
მომხმარებლის ისტორიები (User Stories), რომლებსაც ქვემოთ შეხვდები, ერთმანეთისგან მასშტაბითა და ფოკუსით განსხვავდება, ასევე სხვადასხვა პერსპექტივისა და ინდუსტრიის სპექტრს მოიცავს.
მხოლოდ მინიშნების არჩევა და პრობლემის გადაჭრა სახალისო ნამდვილად არ იქნებოდა. ამიტომ, თამაშს გამოწვევებიც ემატება (ისინი სტატიაში მინიშნებების ქვემოთ შეგხვდება), რომლებიც ბრეინშტორმინგის პროცესს ბევრად უფრო პროდუქტიულს გახდის, შენ კი – მეტად შემოქმედებითს.
თამაშის წესები
1.შემთხვევითობის პრინციპით 1-დან 25-ამდე (მინიშნებებიდან) ერთი რიცხვი აირჩიე.
2.გააგორე კამათელი და მიღებული შედეგის მიხედვით, პირველ ეტაპზე არჩეულ რიცხვს მოცემული 6 გამოწვევიდან შესაბამისი მოარგე.
3.გადაჭერი პრობლემა.
ამასთან, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მარტივად განსახორციელებელი იდეებით არ უნდა შემოიფარგლო და კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე.
აქვე, თამაში რომ გაგიადვილდეს, სტატიის ბოლოში ორ მაგალითს ნახავ, რომელიც ამ პროცესს დაწვრილებით აგიხსნის.
მინიშნებები
1.როგორც მომხმარებელს, ჩემი ნახშირბადის კვალის (Carbon footprint) შემცირება მსურს.
2.როგორც ბიზნესს, რესურსების ოპტიმიზაციის უკეთესი მეთოდი მჭირდება, რათა ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდე.
3.როგორც ხელოვანს, მჭირდება მოქმედების უკეთესი მეთოდი, რათა ჩემი ნამუშევრები დაინტერესებულ ადამიანებზე გავყიდო.
4.როგორც ადგილობრივ შეფმზარეულს, სხვადასხვა კერძზე ექსპერიმენტის ჩატარება და ამ გამოცდილების მომხმარებლებისთვის გაზიარება მსურს.
5.როგორც სრულ განაკვეთზე მომუშავე ინდივიდს, მჭირდება მეთოდი, რომლითაც სამსახურეობრივ ,,გადაწვას’’ თავიდან ავიცილებ.
6.როგორც კოლეჯის სტუდენტს, მჭირდება რაიმე საშუალება, რომლითაც ფინანსურ ცხოვრებას გავაკონტროლებ; მექნება ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად მიდის ჩემი თანხები და შევძლებ მათ დაზოგვას.
7.როგორც ადგილობრივ ბიზნესს, მსურს, მქონდეს რაიმე საშუალება, რომლითაც მივაღწევ ადგილობრივ და რეგიონულ მომხმარებლებთან, რათა მათი რაოდენობა გავზარდო.
8.როგორც ადამიანს, რომელსაც სამსახურამდე მისასვლელად ყოველდღიურად მატარებლით, ავტობუსით და ა.შ. მგზავრობა უწევს, გადაადგილების უფრო ეფექტური გზა მჭირდება, რადგანაც საცობებით სავსე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და ვმუშაობ.
9.როგორც რესტორანს, მინდა გავიგო, რომელი საკვები მოსწონს ჩემს მომხმარებელს და რომელი – არა.
10.საქორწილო წვეულების ფარგლებში მჭირდება რაიმე საშუალება, რათა ლამაზი სადღეგრძელოები და გამოსასვლელი სიტყვები დავწერო.
11.როგორც ანტრეპრენერს, მჭირდება გზა, რომლითაც მსგავსი ინტერესის მქონე ინდივიდებთან იდეებისა და აზრები გაზიარებას შევძლებ.
12.როგორც ბიზნესს, მსურს უფრო სწრაფად მივიღო უკუკავშირი ახალ პროდუქტებსა და ბაზარზე ჩატარებულ ექსპერიმენტებზე.
13.როგორც მომხმარებელს, მჭირდება უკეთესი გზა იმ მცირე ონლაინბიზნესებთან კომუნიკაციისთვის, რომელთაგანაც პროდუქტებს ვყიდულობ.
14.როგორც მშობელს, მინდა დავრწმუნდე, რომ ჩემი თინეიჯერი შვილი ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს შეისწავლის, როგორებიცაა ფულის მართვა, შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა, ოჯახის შენარჩუნება და სამსახურში მიღების თაობაზე განცხადების გაკეთება.
15.როგორც მომხმარებელს, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შეწირულობის გასაკეთებლად საუკეთესო გზის პოვნა მსურს.
16.როგორც ბიზნესის მფლობელს, მინდა, ჩემს თანამშრომლებს მცირე სამადლობელი საჩუქრებით ვაჩვენო, რომ მათ ვაფასებ.
17.როგორც ციფრულ მომთაბარეს (digital nomad), დისტანციურად მუშაობის ოპტიმიზაცია მსურს.
18.როგორც ადგილობრივ ბიზნესს, მსურს ვიპოვო რაიმე მეთოდი, რომლითაც სხვა ლოკალურ ბიზნესებს დავუკავშირდები, რათა ერთმანეთს გაყიდვების ერთობლივად გაზრდაში დავეხმაროთ.
19.როგორც მშობელს, მსურს, მოვძებნო უსაფრთხო და სახალისო გზა, რომლითაც ჩემი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი შვილი შენობების პროექტირებასა და არქიტექტურულ კონცეფციებს შეისწავლის.
20.როგორც დასაქმებულ მშობელს, მინდა მეთოდი, რომლითაც ჩემს ოჯახს ჯანსაღად გამოვკვებავ და თანაც ეს ჩემს დატვირთულ გრაფიკს მოერგება.
21.როგორც ანტრეპრენერს, იდეების სწრაფად დასამახსოვრებლად უკეთესი გზა მჭირდება, რათა მათ მოგვიანებით დავუბრუნდე.
22.როგორც ფიტნესის თაყვანისმცემელს სამსახურით, რომელიც მუდმივ დასწრებას მოითხოვს, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესანარჩუნებლად პორტატული ხერხი მჭირდება.
23.როგორც ოჯახს, გვინდა საშუალება, რომლითაც კონკრეტული საშინაო საქმეები და დავალებების შესრულების შესახებ მონაცემებს მარტივად აღვრიცხავთ.
24.როგორც ოჯახის წევრს უფროსი ნათესავებით, პანდემიის დროს მათთან კონტაქტის შენარჩუნება მსურს.
25.როგორც მომხმარებელს, ბაღის გაშენებისა და სეზონური მცენარეების მოვლის უფრო მარტივი გზა მჭირდება.
გამოწვევები
1.Software ტექნოლოგიას ძირითად ფოკუსად ვერ გამოიყენებ: მომხმარებლის ისტორიის გადაჭრისას, ძირითად ფოკუსად ვერცერთი სახის Software ტექნოლოგიას (ვებ/მობილური აპლიკაცია, ვებსაიტი და ა.შ) ვერ გამოიყენებ. მათ მხოლოდ მხოლოდ დამხმარე ხასიათი შეიძლება ჰქონდეთ.
2.უნდა იყოს მომსახურება: პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება იყოს პროდუქტი, ის აუცილებლად მომსახურება უნდა იყოს. ეს ნიშნავს არახელშესახებ შეთავაზებას – მოიცავს ინდივიდს ან ჯგუფს, რომელიც სამუშაოს ასრულებს ან კონკრეტული მიზნის მისაღწევად საათებს ხარჯავს.
მომსახურების მაგალითები:
– საკონსულტაციო კომპანიები.
– სამშენებლო კომპანიები.
– სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, მექანიკოსი და ა.შ.
– დიზაინის კომპანიები (გრაფიკა, ვებდიზაინი, არქიტექტურა და ა.შ.).
3.უნდა იყოს პროდუქტი: პრობლემის გადაჭრა აუცილებლად პროდუქტის შეთავაზება უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი, რომელიც წინასწარ დეველოპმენტს საჭიროებს.
პროდუქტის მაგალითები:
– Software აპლიკაციები.
– გაჯეტები.
– ტექნიკა.
– ფიზიკური მოწყობილობები.
– საყოფაცხოვრებო პროდუქტები.
4.უნდა იყოს დესტრუქციული: პრობლემის გადაჭრამ მთლიანად უნდა შეცვალოს ინდუსტრიის, ჯგუფის ან საზოგადოების ზოგადი ქცევა. მსგავსი გადაწყვეტილებები ხშირად დიდ კაპიტალს მოითხოვს და ასეთ იდეებს წინ მრავალი გამოწვევა ხვდებათ ხოლმე, მაგალითად, ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა.
პრობლემის დესტრუქციული გადაჭრის/დესტრუქციული კომპანიების მაგალითები:
– Netflix: მთლიანად შეცვალა კინოინდუსტრია.
– Uber: მთლიანად შეცვალა ტრანსპორტირება.
– Facebook: დაკავშირა ხალხი და თემები.
– Blockchain: ფინანსებისა და Smart contract-ის დეცენტრალიზება მოახდინა.
– Robinhood: რიგით ადამიანებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საშუალება მისცა.
5.უნდა იყოს არადესტრუქციული: ანუ, წინა მაგალითის სრულიად საპირისპირო. პრობლემის გადაჭრა არ უნდა მოითხოვდეს ინდივიდების ან ჯგუფების მიერ ჩვევების შეცვლას და მათი იმპლემენტაცია შედარებით მარტივი უნდა იყოს.
6.ლოკალურ ან რეგიონულ ბაზარზე უნდა იყოს ფოკუსირებული: პრობლემის გადაჭრა ფოკუსირებული უნდა იყოს შენს უშუალო სიახლოვეში მყოფი ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. ჩათვალე, რომ მოცემული მომხმარებლის ისტორია (User story) შენი ადგილობრივი თემიდან ვინმეს პერსპექტივაა.
მაგალითი 1
– ავირჩიე 7 და კამათლის გაგორებისას ამომივიდა
მინიშნება 7: როგორც ადგილობრივ ბიზნესს, მსურს, მქონდეს რაიმე საშუალება, რომლითაც მივაღწევ ადგილობრივ და რეგიონულ მომხმარებლებთან, რათა მათი რაოდენობა გავზარდო.
გამოწვევა 3: უნდა იყოს პროდუქტი
პრობლემის გადაჭრა: პროდუქტი იქნება ადგილობრივი რეფერალების ,,პირამიდის სქემა’’. ინდივიდებს შეუძლიათ, რომ კომპანიისგან შეზღუდული გამოშვების QR კოდის სავიზიტო ბარათები მიიღონ. ასევე, მათ ამ QR კოდების სხვა ადამიანებთან გაზიარება შეეძლებათ, რის შემდეგაც მათი ჯილდოების რაოდენობა გაიზრდება. როდესაც ადამიანები გააზიარებენ თავიანთ QR კოდებს, პირები (ჯაჭვის უმაღლეს წერტილამდე), რომლებიც თავდაპირველად დაასკანერეს, დამატებით ჯილდოს მიიღებენ. არსებითად, ეს შექმნის გადამდებ ეფექტს.
მაგალითი 2
– ავირჩიე 19 და კამათლის გაგორებისას ამომივიდა
მინიშნება 19: როგორც მშობელს, მსურს, მოვძებნო უსაფრთხო და სახალისო გზა, რომლითაც ჩემი საბავშვო ბაღის აღსაზრდელი შვილი შენობების პროექტირებასა და არქიტექტურულ კონცეფციებს შეისწავლის.
გამოწვევა 5: უნდა იყოს არადესტრუქციული
პრობლემის გადაჭრა: შექმენით კომპლექტი, რომელიც ერთდროულად ნივთების ხელმეორედ გამოყენებასა და შენებას შეუწყობს ხელს. ნაკრებში შევა ინსტრუმენტები და დამაკავშირებლები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს მუყაოს ნაწილები, ბოთლები, კონსერვები და ა.შ. შეაერთონ, რათა ხიდების, ციხესიმაგრეების, კოშკებისა და გვირაბების მსგავსი ნაგებობები ააშენონ.