fbpx

როგორ დავნერგოთ მართვის სტანდარტები სტარტაპში – 9 ნაბიჯი

როგორ დავნერგოთ მართვის სტანდარტები სტარტაპში – 9 ნაბიჯი

სტარტაპის წამოწყება ხშირად უკავშირდება რთულ და გაურკვეველ პირობებში მუშაობას, რაც  დამფუძნებლის სიმტკიცის ერთგვარი გამოცდაა.  სტატისტიკური მონაცემებიც ვერ გამხნევებთ რადგან ამ სფეროს ახალი წევრების 90% განიცდის წარუმატებლობას, აქედან 20% არსებობის პირველ წელსაც ვერ აღწევს, ხოლო 10წლის იუბილეს მხოლოდ 33% აღნიშნავს.

სტარტაპების კრახის ანალიზი კომპლექსურ მიზეზებზე მიუთითებს. მათ შორისაა:

– ფინანსური რესურსების სიმცირე

– ბაზარზე მომსახურების ან/და პროდუქტის მიმართ მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი

– გაუგებრობები მმართველ გუნდში

– კონკურენციასთან გამკლავების სირთულეები

– მართვის არასწორი სტილი ან/და ინსტრუმენტები

ამჯერად განვიხილავთ ბიზნესის მართვის სტანდარტებს, მათთან დაკავშირებულ შეცდომებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

რას გულისხმობს ბიზნეს მენეჯმენტის სტანდარტები? – ეს კომპანიის ღირებულებების, რწმენების და საოპერაციო კრიტერიუმების ერთობლიობაა, რომელიც სტარტაპის ხასიათს განსაზღვრავს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უყალიბდებათ ადამიანებს წარმოდგენები თქვენი ბრენდის შესახებ.

ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართვის სტანდარტები. ეს განსაზღვრავს სტარტაპის მიმართ ნდობას და ინტერესს, მომხმარებლის, თანამშრომლის, მომწოდებლის და მთელი საზოგადოების მხრიდან. სტანდარტები ერთგვარი ბიზნეს რეკომენდაციების ჩამონათვალია და კომპანიის თითოეული პროცესი მის შესაბამისად იგეგმება.

დამფუძნებელი ქმნის ფართო სპექტრის წესებს, რომლებსაც ყველა დაექვემდებარება. სტანდარტები მრავალ საკითხს ფარავს, იქნება ეს ხარისხის მაჩვენებლები, უსაფრთხოება, წარმოება თუ სხვა. მთავარია, გათვალისწინებული იყოს პიროვნული და სამართლებრივი ფაქტორები.  პიროვნულია მაგალითად გადაწყვეტილება, რომ რესტორანმა შეისყიდოს მხოლოდ ადგილობრივი სურსათი. სამართლებრივი კი იმ კანონების და აქტების გათვალისწინებას მოიცავს, რომლებიც, დარღვევის შემთხვევაში გარკვეულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

რატომ უნდა შექმნათ მართვის სტანდარტები თქვენი სტარტაპისთვის?

უკეთესი საინვესტიციო ამოცანები

თქვენ აყალიბებთ სტარტაპს, საინვესტიციო ამონაგების (ROI – Return on Investment) მიღების მიზნით. შესაბამისი სტანდარტების არსებობა, კომპანიის მხრიდან ზრდის მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებლს და შედეგად იღებთ გაზრდილ ფინანსურ სტაბილურობას.

ამ დროს მენეჯმენტი უკეთ აკონტროლებს ბიზნეს ოპერაციებს. ეფექტურობა და წარმოება ერთმანეთის პროპორციულად იზრდება. შესაძლებელი ხდება არასწორი მართვის და შეცდომების თავიდან არიდება, რაც ფინანსური დანაკარგების რისკებსაც საგრძნობლად ამცირებს.

ასევე თქვენ შეძლებთ უკეთ მართოთ ზრდის პროცესი, რადგან უკვე გექნებათ განვითარების მკაფიო გეგმა.

სტრატეგიული აზროვნება

სტარტაპის მართვის სტანდარტებში ზუსტად არის აღწერილიპროცესები და პასუხისმგებლობები. ამგვარად ყველა წევრმა იცის საკუთარი როლის მნიშვნელობა მთელი კომპანიის პროდუქტიულობაში.

ასეთ საფყძველზე მარტივად ააწყობთ სწორ მონიტორინგის პოლიტიკას, შეძლებთ დოკუმენტაციის თანმიმდევრულ წარმოებას და თითეული თანამშრომლისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას.

განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, ანალიზი და რისკების მართვა, მომავალში დაგეხმარებათ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში. დროულად შეძლებთ სისუსტეების აღმოჩენას და მათზე რეაგირებას.

სტარტაპები, რომლებიც დასაწყისშივე ნერგავენ მართვის სტანდარტებს, ინოვაციებზე არიან ორიენტირებულები. ყოველთვის განიხილავენ ტექნოლოგიურ მიღწევებს და იყენებენ ამ პროგრესს კომპანიის შიდა პროცესებში.

პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა

წინა პუნქტებში აღვნიშნეთ რომ შეძლებთ ხარისხის კონტროლის ეფექტური სქემის შექმნას რაც ავტომატურად უზრუნველყოფს ბაზარზე უკეთესი პროდუქტების გაშვებას. უპირატესობების ჯაჭვში ასევე ხვდება ბრენდის სანდოობის და ავტორიტეტის გაუმჯობესება, მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა და კონკურენტების უკან ჩამოტოვება. საბოლოო ჯამში კი შედეგი აისახება გაყიდვებზე და სტარტაპის მოგებაზე.

დაინტერესებული მხარეების მიერ სტარტაპის დადებითად აღქმა

ბიზნესის მართვის სტანდარტები განსაზღვრავს იმას თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ბრენდს, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ეხება.  თუ გაქვთ ეფექტური სამუშაო სისტემა, მაღალი ხარისხის პროდუქტები და გყავთ კმაყოფილი მომხმარებლები, რა თქმა უნდა თქვენთან თანამშრომლობა სასურველი იქნება. დადებითი იმიჯი აქციონერების, მომხმარებლების თუ ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პისითვის გახდება თვალშისაცემი.

 

თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდა

თანამშრომელთა მართვა სტარტაპ ეკოსისტემაში სპეციფიკურ გამოწვევებს გულისხმობს. სტანდარტები დაგეხმარებათ ყველა როლის განსაზღვრაში, გაუგებრობების თავიდან არიდებაში, სამუშაოს შესრულების მონიტორინგსა და სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავებაში.

აუცილებელია რომ თქვენი თანამშრომლების კეთილდღეობა იყოს თქვენი პრიორიტეტი. ჰარმონიული სამუშაო გარემო და ძლიერი კორპორატიული კულტურა ყოველთვის დადებითად აისახება კომპანიის საბოლოო შედეგებზე.

კანონებისა და რეგულაციების დაცვა

როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, სტარტაპის მართვის სტანდარტები გიმარტივებთ სამუშაოსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მორგებას. ბიზნესის საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა არავის სურს კანონის დარღვევა. ნებისმიერი სახის თანამშრომლობის დროს კი სანდოობა ამ პუნქტზე დიდწილადაა დამოკიდებული. სტარნდარტებიდან გამომდინარე მომხმარებლები, მომწოდებლები და აქციონერები თქვენთან ურთიერთობისას თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.

რადგან დავრწმუნდით სტანდარტების დანერგვის აუცილებლობასა და ეფექტურობაში, მოდით გავეცნოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.

 

1.განსაზღვრეთ სტარტაპის ღირებულებები

დაიწყეთ სტარტაპის მისიის, ხედვის და მიზნების ჩამოყალიბებით. ამაში მომდევნო კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ

– რატომ შექმენით სტარტაპი?

– როგორი სამუშაო ქცევა გინდათ რომ კომპანიაში ჩამოაყალიბოთ?

– რამდენად კარგად იცნობთ საქმესთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და კანონებს?

– როგორია თქვენი გზა წარმატებისკენ? რა ტექნიკებით და რა დროში მიაღწევთ თითოეულ მიზანს?

– როგორია თქვენი პრიორიტეტები ახლო მომავალში და ხანგრძლივ პერსპექტივაში?

დარწმუნდით, რომ ამ კითხვებზე პასუხები თითოეულმა თქვენმა თანამშრომელმა იცის. ეს ინფორმაცია მათ მიმართულების და მიზნის განსაზღვრაში დაეხმარებათ. წარმოიდგინეთ რომ ეს კომპანიის განვითარების რუკაა.

2.ჩამოაყალიბეთ მკაფიო მართვის სტანდარტები

მენეჯმენტის სტანდარტები არის სტარტაპში მმართველ პოზიციაზემყოფი პირების მიმართ არსებული მოთხოვნები და მოლოდინები. მდგრადი განვითარება და სტაბილური ხარისხი მხოლოდ პასუხისმგებლობების სწორი განაწილებით არის მიღწევადი.

რიგითი თანამშრომლები მმართველებზე არიან დამოკიდებულები, მენეჯერები კი ხშირად თავს აფარებენ საკუთარ ავტორიტეტს და თვლიან რომ არავის წინაშე არ არიან ანგარიშვალდებული. სტანდარტები მმართველი რგოლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რიგითი თანამშრომლებისთვის. რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა ამარტივებს შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესსაც.

3.შეარჩიეთ ლიდერობის სწორი სტილი

ყოველი დამფუძნებელი ვერ ახერხებს რომ იყოს კარგი ლიდერი. თანამშრომლები კი სარკისებურად ირეკლავენ მმართველის ქმედებებსა და დამოკიდებულებებს. ლიდერობის სწორი სტილი კომპანიის განვითარებისთვის ძალიან მნიშცნელოვანია.

თუ თვლით რომ ძლიერი ბიზნეს ინტუცია გაქვთ, თუმცა ლიდერის სტატუსი ბოლომდე არ გერგებათ, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მენეჯმენტის გუნდი. აუცილებელია რომ სანდო ადამიანები შემოიკრიბოთ, რომელთან თქვენი პასუხისმგებლობების მხოლოდ რაღაც ნაწილს გადასცემთ.

4.აღბეჭდეთ კომპანიის ღირებულებები თანამშრომლებში

თითოეული თანამშრომელი თქვენი ბრენდ-ამბასადორია. სტარტაპის იმიჯი შესაძლოა გაძლიერდეს ან დაინგრეს იმის მიხედვით, თუ რას რაუბრობენ ისინი კომპანიაზე.  პირველ რიგში უნდა დაიქირავოთ სტარტაპის ღირებულებების შესაბამისი ადამიანები. ნეპოტიზმი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო არჩევანი ამ დროს.

თანამშრომლებს მიაწოდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ტრენინგების თუ ნებისმიერი სხვა სახით, რომ მათ შეძლონ სამუშაოს უკეთ შესრულება. აუცილებლად დანერგეთ წახალისების სისტემა. ვის არმოსწოენს კარგად შესრულებილი საქმის აღიარება, არა?

გაითვალისწინეთ, რომ თუ თანამშრომლები არ იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს, ისინი თქვენთან დროებით მხოლოდ ანაზღაურების გამო დარჩებიან. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში ისინი მიჰყვებიან წესებს და სტანდარტებს. ასევე გაიზრდება პროდუქტიულობა რადგან ყველა საერთო მიზნისთვის იბრძოლებს.

5.შეინარჩუნეთ ღია კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია სტარტაპ ინდუსტრიაში წარმატებისთვის განსაკუთრებით ღირებულია. მუდმივად უნდა წარმოაჩენდეთ თქვენი კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებს. განვითარებას ისე არაფერი აჩქარებს, როგორც სხვების მოტივირება საკუთარ მაგალითზე.

ჩაკეტილი და მკაცრად ფორმალიზებული იერარქიული სტრუქტურა არაეფექტურია სტარტაპ ეკოსისტემაში. უმჯობესია აქცენტი გააკეთოთ ღია კომუნიკაციაზე და უკუკავშირზე. ნებისმიერი დონის თანამშრომლისთვის შექმენით ამის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა არავის სურს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები ფიქრობენ რომ მენეჯმენტთან საუბარი არ შეუძლიათ. სწორედ თქვენივე კომპანიის ადამიანური რესურსია ყველაზე მასშტაბური იდეების და პროგრესის წყარო, რადგან აქ თავს იყრის სრული ინფორმაცია მომხმარებლების შეხედულებებსა და მოსაზრებებზე.

 

6.დააკვირდით გუნდის დინამიკას

სამუშაო გარემო ხშირად აერთიანებს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, ამიტომაც დიდია პიროვნული შეუთავსებლობის და ინტერესთა კონფლიქტის რისკი. თუ ამ პროცესების სწორად მართვას ვერ მოახერხებთ, შესაძლოა სტარტაპის ფუნქციონირებას შეექმნას პრობლემა.

გამოყავით დრო თითოეული გუნდის წევრის გასაცნობად. შეუძლებელია გაუგებრობების ერთი ხელის მოსმით მოგვარება, თუმცა თუ წაახალისებთ ღია კომუნიკაციას განსჯისა და ნეგატიური შედეგების გარეშე, სიტუაციების მშვიდობიანად დალაგებაც გამარტივდება.

განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩართეთ მედიატორიც.

გაითვალისწინეთ რომ ის ვინც გრძნობს გუნდის პულსს, ყოველთვის შეძლებს მის უკეთ მართვას.

7.გადაანაწილეთ მოვალეობები და დაარეგულირეთ პრიორიტეტები

სტარტაპერები საწყის ეტაპზე ყველაფრით დაინტერესებულები არიან, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და აკეთონ თავად. თუმცა, თუ ასე სვლას დაიწყებს, შესაძლოა სულ ასე მოგიწიოთ თავად ყველაფრის კეთება.

აუცილებლად გადაანაწილეთ პრიორიტეტები გუნდის წევრებზე, სხვა შემთხვევაში ეს კრახის დიდ რისკს შეგიქმნით. სწორ გუნდთან ერთად ეს პროცესი მარტივი იქნება. ასევე დაუთმეთ დრო გრძელვადიანი მიზნების ჩამოყალიბებას.

გამოყავით საკითხები რომლებშიც აუცილებელია თქვენი ჩართულობა და მხოლოდ მათზე კონცენტრირდით.

8.დაგეგმეთ გუნდთან ხშირი შეხვედრები

საკმაოდ პროდუქტიულია ყოველკვირეული სტატუს-შეხვედრები გუნდთან. თუ ამ ინტენსივოთ ვერ შეძლებთ, სცადეთ ორ კვირაში ერთხელ მაინც მოაწყოთ ამგვარი შეკრება. სტარტაპის პირველი ნაბიჯების დრო ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე გუნდის ის წევრები, ვინც საკვანძო დავალებეზე მუშაობენ, აუცილებლად უნდა წარმოებდნენ პროგრესის რეპორტინგს. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქმნება მომავლის სამოქმედო გეგმა. თანაც, ეს საკმაოდ ეფექტურია მეთოდია ანგარიშვალდებულების სქემის შესაქმნელად. ასევე მარტივდება გუნდის ყველა წევრის ჩართვა პროცესებში და თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც წარმატებულად ვითარდება მოვლენები.

9.ჩამოაყალიბეთ შეფასების სტანდარტების სისტემა

სტარტაპის ნებისმიერი პროცესის შეფასება შეუძლებელია შესაბამისი საზომი ინსტუმენტების/მეტრიკების გარეშე.  აგრეთვე აუცილებელია სტანდარტის შემოღებაც, რათა შევადაროთ მას არსებული შედეგები. წარმოიდგინეთ ისეთივე სისტემა როგორც არის ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები KPI (Key Performance Indicator) თანამშრომლებისთვის.

შეფასების სტანდარტები თითოული პროცესისთვის უნდა იყოს ინდივიდუალური და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

– ტექნიკური მახასიათებლები

– ხარისხის გარანტია

– პროდუქტის შემოწმება

– ფინანსური აუდიტი

– მენეჯმენტის აუდიტი

– თანამშრომლების აუდიტი

– მომხმარებელთა მომსახურების სერვისი

– ადამიანური რესურსები

– თანამშრომლებისა და მომხმარებლების უკუკავშირი და ა.შ.

თითოეულ სტარტაპს აქვს სპეციფიკური შიდა პროცესები, ამიტომაც არ არსებობს უნივერსალური შეფასების სტანდარტების შაბლონი. თავად უნდა შექმნათ იგი საკუთარი ბიზნესისთვის და მუდმივად ავითაროთ.

ამოიღეთ ის რაც არ მუშაობს და გააუმჯობესეთ ის რაც მუშაობს. გაითვალისწინეთ რომ ზრდა-განვითარებას მოჰყვება ისეთი ცვლილებები, რომლებთან ადაპტირებაც აუცილებელია. მიზნების და ღირებულებების იდენტიფიკაცია კი ამ პროცესის საკვანძო ნაწილია.

თქვენი წამოწყების გზამკვლევი – შეჯამება

ჩვენ გადავავლეთ თვალი, თუ როგორ უნდა შექმნათ სტარტაპის მართვის სტანდარტები. დავადასტურეთ რომ კომპანიის ნებისმიერი პროცესი სწორედ ფასეულობების და მიზნების ერთობლიობას ეყრდნობა. ხაზი გავუსვით ადამიანების დაქირავების მნიშვნელობას და გუნდში ღირებულებების გაზიარების აუცილებლობას. ასევე გავითავისეთ რომ მუდმივი ღია კომუნიკაცია და შეფასების ინსტრუმენტები აუცილებელია სტარტაპის განვითარებისთვის.

რაც მთავარია, სწორი მეტრიკების ჩამოყალიბებით, მართვის პრიორიტეტების გამოყოფით, ღირბეულებებისა და მიზნების მუდმივი გადახედვით, თქვენ შეძლებთ სასურველი მწვერვალების მიღწევას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post