fbpx

ხუთი ინსტრუმენტი კონცენტრირებისა და გუნდურობისთვის

ხუთი ინსტრუმენტი კონცენტრირებისა და გუნდურობისთვის

მიზნებზე ორიენტირებული ორგანიზაციები ორჯერ მეტს აღწევენ, ვიდრე ის კომპანიები, რომლებიც არ ისახავენ მათ. რომ დავაზუსტოთ, მიზანზე ორიენტირება ნიშნავს, რომ თქვენი კოლექტივი ერთობლივი ძალისხმევით უნდა ცდილობდეს დანიშნულების პუნქტამდე მისვლას.

თუ გსურთ, რომ მიზანზე მეტად ფოკუსირებული გახდეთ, პირველ რიგში, უნდა ჩამოაყალიბოთ და აკონტროლოთ თქვენი ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლები (ანუ უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი რეალური მიზნები და სწორ გზას გადიხართ თუ არა მათ მისაღწევად).

მაგრამ, როგორ უზრუნველჰყოფთ თქვენი გუნდის ისეთ წარმატებულ მუშაობას, რომ მიზნებს ეფექტიანად მიაღწიოთ?

ცხადია, ყოველთვის ვერ გექნებათ ზუსტი რუკა იმისთვის, თუ როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, მაგრამ თანამშრომლების ხელშეწყობა და მათთან ღია კომუნიკაცია დაგეხმარებათ, რომ სწორი გეზი აიღოთ.

მიზნების დასახვა და მათი მიღწევა არ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მიხვალთ საბოლოო შედეგამდე, არამედ ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გაიაზროთ თქვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ამგვარად კიდევ უფრო მიუახლოვდეთ დანიშნულების წერტილს.

სტენფორდის ფსიქოლოგი – კელი მაკგონიგალი.

ინსტრუმენტები ფოკუსირებული და თანმიმდევრული გუნდებისთვის

ხუთი ინსტრუმენტის ეს სია, რა თქმა უნდა, არ არის ამომწურავი, მაგრამ თითოეული მათგანი ამარტივებს და უფრო ეფექტურს ხდის გუნდურ მუშაობას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ იყვნენ მიზანზე ორიენტირებულები.

1.Slack

კომპანიის მასშტაბით კომუნიკაცია აუცილებელი პირობაა სინქრონიზაციისთვის. არსებობს “Slack” შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც იყენებენ კომპანიის თანამშრომლები. ეს პროგრამა ქმნის კოლექტივის ვირტუალურ კავშირს, რაც დისტანციურად მომუშავე პერსონალისთვისაც საკმაოდ კომფორტულია. ამგვარად, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, გააზიაროთ ყველაფერი, თქვენი ყოველდღიური საქმიანობიდან დაწყებული, კითხვებითა და სასარგებლო სტატიებით დამთავრებული. Slack-ით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი გასაუბრებების მოწყობა ან უბრალოდ იდეების გაზიარება.

კარგი რჩევა Slack-თვის: შექმენით კომფორტული ბაზა, სადაც ყველა თქვენი თანამშრომელი შეძლებს საკუთარი საქმიანობის გაზიარებასა და კითხვების დასმას. ისინი შეაქეთ ხოლმე დამსახურებულად, შეინარჩუნეთ მათგან კონსტრუქციული უკუკავშირი, საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ შენიშვნაც მისცეთ ხოლმე თქვენს თანამშრომლებს, მხოლოდ პირად შეტყობინებებში.

 

2.Trello

თუ თქვენ ყოველდღიურად გიწევთ სამუშაო მასალის თავმოყრა (დასაორგანიზებელი პროექტები, შესასრულებელი სამუშაოების ყოველკვირეული ჩამონათვალი, თქვენი პირადი კალენდარი) და მათი თანამშრომლებთან გაზიარება, ამისთვის საკმაოდ მოქნილი აპლიკაცია არსებობს Trello-ს სახით. მიზანზე ფოკუსირებული გუნდისთვის ორგანიზებულობა მთავარი პირობაა, ამიტომ ეს პლატფორმა დაგეხმარებათ, როგორც დროის დაზოგვაში, ისე სამუშაოს შემსუბუქებაში. გაითვალისწინეთ შემდეგი სტატისტიკა:

– გამოკითხული აღმასრულებლებისა და თანამშრომლების 86% გუნდურ პრობლემებსა და წარუმატებლობებს თანამშრომლების ჩართულობის ნაკლებობას ან ცუდ კომუნიკაციას უკავშირებს;

– თანამშრომელთა და აღმასრულებელთა 97% თვლის, რომ გუნდური უთანხმოება გავლენას ახდენს დავალების ან პროექტის საბოლოო შედეგზე.

Trello არის ვიზუალური პლატფორმა პროექტების კოლაბორაციისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქმიანი გამოწვევებით თქვენი კოლექტივის მუდმივ ინფორმირებულობასა და მობილიზებას. ეს აპლიკაცია ეფუძნება კანბანის სისტემას, რაც იყოფა სამ ნაწილად: გასაკეთებლის სია (to do), კეთების პროცესის სია (doing) და დასრულებულის სია (done). ასე რომ, შეგიძლიათ, თანამშრომლებს შეუდგინოთ შესასრულებელ დავალებათა ნუსხა, გასცეთ დავალებები და მათ თან დაურთოთ დედლაინები.

Trello ამარტივებს თქვენი მიზნებს დაყოფას მოქმედებად დავალებებად ან ქვეამოცანებად და ასევე თქვენი სამუშაო პროცესის მართვას. ამრიგად, Trello-ში ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული: კომენტარები, ბმულები, სურათები და ადამიანები, რომლებიც ზოგავენ მნიშვნელოვან დროს, რადგან თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს და რაზეა პასუხისმგებელი.

Trello-ში შეგიძლიათ დაამატოთ ახალი დაფა გარდა არსებული კანბანის სისტემისა, ასევე შეგიძლიათ მისი ინტეგრაცია სხვა ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა: Slack, Google Docs, Salesforce და სხვა.

პროფესიანალური რჩევა Trello-თვის: დარწმუნდით, რომ თითოეულმა ადამიანმა ზუსტად იცის, რაზეა პასუხისმგებელი და როდის უწევს დედლაინი. დაფაზე შეგიძლიათ საჭიროებისამებრ დატოვოთ კომენტარები პასუხისმგებელი პირისთვის.

3. 1Password

ნებისმიერმა ტექნიკაში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იცის, რამდენად რთულია ათეულობით ონლაინ სერვისის log in დაცვა ისე, რომ მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებისთვის იყოს შესვლა ხელმისაწვდომი. 1Password-ით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ, შეინახოთ და გააზიაროთ ავტორიზაციის უფლებები, კონფიდენციალურობაზე ნერვიულობის გარეშე.

თქვენი ორგანიზაციის ერთი მიზნისკენ მიმართვა ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, თქვენს თანამშრომლებს რამდენად კომფორტულად მიუწვდებათ ხელი იმ მონაცემებსა და რესურსებზე, რაც მათ სჭირდებათ სამუშაოების შესასრულებლად. პერსონალისთვის სპეციფიკური საცავების შექმნით შეგიძლიათ გააკონტროლოთ, თუ ვის რომელ ანგარიშებზე აქვს წვდომა.

რჩევა 1Password-ისთვის: გამოჰყავით დრო თქვენი კომპანიის ყველა პაროლის დამატებისთვისა და საცავით ორგანიზებისთვის. შემდეგ კი, ყველა თანამშრომელს მიეცით საკუთარი პაროლის საცავი.

4.Google Drive

Google Drive-ის ინსტრუმენტების გამოყენება მიზნებზე ორიენტირებულობისთვის შესანიშნავი გზაა. Google Docs კარგი საშუალებაა ბლოგის პოსტების რედაქტირებისთვის, მიზნებისა და ძირითადი შედეგების გამოსაკვეთად, ვებგვერდის ასლის შესაქმნელად და ა.შ. მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ მრავალ ადამიანს ერთდოულად ეძლევა შესაძლებლობა, ერთსა და იმავე დოკუმენტზე დაიტანოს საკუთარი კომენტარი.

Google Sheets კიდევ ერთი საკმაოდ დახვეწილი ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიაში რთულად მისაწვდომი მონაცემების გაზიარებას ეხება. მისი საშუალებით სწრაფად გროვდება ინფორმაცია და მარტივად ხდება სეგმენტირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი დაწყვილებულია Google Sheet-თან.

თუ გუნდის ან კომპანიის შეხვედრაზე აკეთებთ პრეზენტაციას, ასევე, Google სლაიდების მეშვეობით შეძლებთ დაკომენტარებასა და გაზიარებას.

რჩევა Google Drive-ისთვის: გაზიარების ფუნქციის დაყენებით (კომპანიის თანამშრომლებისთვის),  თანამშრომლებს გაუადვილდებათ კონკრეტული დოკუმენტის ან ფურცლის მოძებნა. თუ იყენებთ Trello-ს, შეგიძლიათ დაამატოთ Google Docs-ის ან Sheet-ის ბმულები Trello-ს დაფებს, მარტივი წვდომისა და უკეთესი ორგანიზებულობისთვის.

5.Zoom

Zoom არის ვიდეოკონფერენციის მრავალმხრივი ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს დისტანციურ კომუნიკაციას. ვირტუალურად, თუმცა პირისპირ საუბარი ქმნის კავშირის უფრო ძლიერ დონეს, რაც ვერ შეედრება სხვა პლატფორმემს, რადგან პროგრამის მთავარ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ Zoom გათვლილია ფართო აუდიტორიაზეც.

Zoom-ის მეშვეობით შესაძლებელია ჩაიწეროთ ვიდეოშეხვედრის მსვლელობა. ასე რომ, იმ ადამიანებისთვისაც შეგიძლიათ შექმნათ კომფორტი,  ვინც პირდაპირ ეთერში დასწრება ვერ მოახერხა.

რაც უფრო მკაფიოდ შეძლებთ თქვენი მიზნების შესახებ შესახებ ლაპარაკს, მით უფრო ადვილი იქნება მათი გააზრება და მიღწევა თქვენივე კოლექტივისთვის. შესაბამისად, Zoom პლატფორმა შესანიშნავი საშუალებაა, როგორც დისტანციური შეხვედრებისთვის, ასევე ვებინარებისთვის და კლიენტებთან შეხვედრებისთვისაც.

პროფესიონალური რჩევა Zoom-ისთვის: არ დაგავიწყდეთ თქვენი ეკრანის გაზიარება ვიდეო ზარის დროს, მაშინ, როდესაც ხსნით პროცესს ან ატარებთ გაკვეთილს. მსმენელთათვის ბევრად შედეგიანია მოსმენა და ყურება ერთდროულად, ვიდრე მხოლოდ მოსმენა.

მოარგეთ შემოთავაზებული ხერხები საკუთარ მიდგომებს

 მთავარი სწორედ ისაა, რომ თქვენი მიზნების მისაღწევად საჭიროა პრაქტიკა, რაც შემოთავაზებული ხუთი ხერხის საკუთარ მიდგომებად ქცევაშიც გამოიხატება. თუმცა, არამარტო თქვენი, არამედ თქვენი კოლექტივის პასუხისმგებლობის წილიც დიდია ამ საკითხში.

თქვენ რა საშუალებებს მიმართავთ კოლექტივის კონცენტრირებისა და გუნდურობის შესანარჩუნებლად? შემოთავაზებულ ინსტრუმენტებს თქვენეულ მიდგომებსაც ხომ არ დაამატებდით?

რუბრიკის წარმდგენია

Share this post