fbpx

Snapchat-მა ახალი AR მუსიკალური ლინზების გამოშვება დააანონსა

AR მუსიკალური ლინზების

Snapchat-მა ახალი AR მუსიკალური ლინზების გამოშვება დააანონსა

Snapchat-ის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში მალე Sony Music Entertainment-ის შემსრულებლების ჩანაწერები დაემატება. კომპანიამ ასევე აპლიკაციაში ახალი AR მუსიკალური ლინზების დამატების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

Snapchat-ის თქმით, პლატფორმაზე გაძლიერებულ რეალობას ყოველდღიურად 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ახალი ლინზები კი მათთვის კიდევ უფრო საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას შექმნის.

სულ მალე აპლიკაციაში შემდეგი AR მუსიკალური ლინზების გამოყენებას შეძლებენ მომხმარებლები:

– ლინზა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სურათს ისე გარდაქმნის, თითქოს ის ასრულებს სიმღერას.

– ,,Sound Lenses’’ წინასწარ შერჩეული სიმღერებით.

– ,,Cameo Sound Lenses’’ ვიზუალური ეფექტების დასადებად.

Snapchat-ის Sony Music Entertainment-თან პარტნიორობა ამჟამად განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უნიკალურ აუდიოჩანაწერებზე წვდომა ნელ-ნელა სოციალური აპლიკაციებისთვის ახალი კონკურენტული უპირატესობა ხდება. უახლეს ვერსიაში, Snapchat-ის მომხმარებლები თავიანთ სნეპებში Sony Music-ის შემსრულებლების სრულად ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებას შეძლებენ. ასევე შესაძლებელი იქნება მათი სხვა მომხმარებლებისთვის გაგზავნა ან Snapchat Spotlight-ში გამოქვეყნება.

Sony Music Sounds-ის ახალი კატალოგი გლობალურად როგორც iOS, ასევე Android სისტემებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

TikTok-თან კონკურენციის მცდელობა

ზემოხსენებულ შეთანხმებამდე 2 კვირით ადრე, Snapchat-მა NBCUniversal-თან გააფორმა გარიგება. მის ფარგლებში, მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ ლიცენზირებული აუდიოკლიპებით NBCU-ის სატელევიზიო შოუებიდან და ფილმებიდან. აღსანიშნავია, რომ Snapchat ასევე თანამშრომლობს მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე მრავალ სტუდიასა და კომპანიასთან. მათ შორის არიან Universal Music Group, Warner Music Group, NMPA, Warner Chappell, Kobalt, BMG და სხვები.

Snapchat ცდილობს კონკურენცია გაუწიოს TikTok-ს, რადგან სწორედ ამ აპლიკაციამ მოახერხა მუსიკით გაფორმებული მოკლე ხანგრძლივობის ვიდეოების გაზიარების პოპულარიზაცია. ამიტომ, მომხმარებლებისთვის სხვადასხვა აუდიოჩანაწერზე წვდომის მიცემა, Snapchat-ისთვის TikTok-თან კონკურენციის მცდელობის მნიშვნელოვანი ნაწილია.  გასულ წელს კომპანიამ გამოუშვა Sounds – მუსიკალური ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთ სნეპებს მუსიკა დაურთონ.

Snapchat-ის მშობელმა კომპანიის, Snap-ის განაცხადებით, ფუნქციის დამატების შემდეგ, Sounds-ის მუსიკით შექმნილმა ვიდეოებმა 521 მილიონს გადააჭარბა. მათი ნახვების რაოდენობამ კი 31 მილიარდს მიაღწია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post