fbpx

Twitter ცდილობს, “For You” ალგორითმი შექმნას

For You

Twitter ცდილობს, “For You” ალგორითმი შექმნას

Twitter ცდილობს შექმნას ალგორითი, სახელწოდებით „შენთვის“ (For You), რომელიც iOS მომხმარებლების კედელზე მათზე მორგებულ კონტენტს აჩვენებს. თუ დეჟა ვუს გრძნობა გაქვთ, არ გაგიკვირდეთ, სწორედ ამგვარი ალგორითმი აქვს Tiktok-საც.

ელონ მასკის გადაწყვეტილებით, კომპანია ახლა აჩვენებს როგორც ალგორითმულ, ასევე ქრონოლოგიურ არხებს გვერდიგვერდ. მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთიდან მეორეზე გადართვა ტელეფონის ეკრანზე გადასქროლვით. აქამდე მომხმარებლებს უწევდათ ხატულაზე დაწკლიკვა ზედა მარჯვენა კუთხეში, რათა გადასულიყვნენ „მთავარიდან“ და „უახლესზე“.

For You დიზაინის ხარვეზი ის არის, რომ მომხმარებლები ავტომატურად დაინახავენ ალგორითმულ კონტენტს და საბოლოოდ მათ შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ ქრონოლოგიური ვადები.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Twitter-მა აღნიშნა, რომ ის დგამდა ნაბიჯებს იმ ადამიანების მეტი ტვიტების ჩვენებისთვის, რომლებსაც არ ადევნებთ თვალს. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობდა პლატფორმაზე „საუკეთესო“ კონტენტის ჩვენებას ყველასთვის.

WhatsApp ხელს უწყობს მომხმარებლებს, რომელთა წვდომაც პლატფორმაზე დაბლოკილია

WhatsApp

WhatsApp იწყებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომელთა წვდომა შეტყობინებების აპზე დაბლოკილია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post