fbpx

CloudWatch-ზე მომხმარებლის მონიტორინგი და A/B ტესტირება ემატება

aws reinvent

CloudWatch-ზე მომხმარებლის მონიტორინგი და A/B ტესტირება ემატება

ამაზონი CloudWatch-ზე მომხმარებლის მონიტორინგსა და A/B ტესტირებას ამატებს. ამის შესახებ კომპანიის ქლაუდ განყოფილებამ AWS კონფერენციაზე re:Invent განაცხადა.

Amazon CloudWatch RUM-ის შესახებ

Amazon CloudWatch RUM ვებაპლიკაციებზე კლიენტის მხარეს არსებული ხარვეზების ამოცნობაში, აღმოფხვრასა და საბოლოო მომხმარებლის ციფრული გამოცდილების დახვეწაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით, შესაბამისი ზომების მიღებას მანამ შეძლებთ, სანამ კლიენტები შეიგრძნობენ პრობლემას.

Amazon CloudWatch RUM საშუალებას მოგცემთ, შეაგროვოთ იმ ინფორმაციის შემცველი მეტრიკები, რომლებიც იდენტიფიცირებაში, ჩაწვდომასა და გამოცდილების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, – აღნიშნავს ჯეფ ბარი.

დღეისთვის, CloudWatch RUM ამაზონის 10 ქლაუდ რეგიონშია ხელმისაწვდომი.

CloudWatch Evidently-ის შესახებ

CloudWatch Evidently ექსპერიმენტების ინსტრუმენტია. ის დეველოპერებს ეხმარება დააყენონ Feature Flags (Toggles) და აპლიკაციაში A/B ტესტები ჩაუშვან.

კოდში Feature Flag-ის დაყენებით, დეველოპერებს შეუძლიათ შეზღუდონ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახალ მახასიათებელს დაინახავენ. გარდა ამისა, მათ A/B ტესტის ჩაშვებაც შეუძლიათ, რომელიც მახასიათებლის მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფთან შემოწმების საშუალებას იძლევა. მისი დახმარებით, ცხადი გახდება, რომელი ფუნქცია ან დიზაინი ურჩევნიათ ადამიანებს.

CloudWatch Evidently ამაზონის 9 ქლაუდ რეგიონშია ხელმისაწვდომი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post