Techstars-ის სტარტაპკვირეული 13 დეკემბერს დაიწყება
Techstars-ის სტარტაპკვირეული საქართველოში 13 დეკემბერს დაიწყება. ღონისძიება სტარტაპ ბიუროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით ტარდება.
1 კვირის განმავლობაში Techstars Startup Week Georgia როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს უმასპინძლებს. მონაწილეებს კი საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, მიიღონ არაფორმალური განათლება და მოუსმინონ სამოტივაციო გამოსვლებს.
სტარტაპებისა და ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განსავითარებლად, კვირეულის ფარგლებში არაერთი კონფერენცია, ვორკშოფი, ჰაკათონი, სტარტაპექსპო, შეხვედრა და სხვა მრავალი ღონისძიება იგეგმება. მათ შორის, უმეტესობა უკვე ცნობილია:
– სპარკი: ქალი მეწარმეების კვირეული (13-17 დეკემბერი)
– გურჯაანის ტექნოპარკი: ტექნოლოგიურ კვირეული – პროგრამირება, დიზაინი და რობოტიკა (13-16 დეკემბერი)
– Fuckup Nights Tbilisi vol. 26 (14 დეკემბერი; 20:00)
– Medialab: How to build MVP when you are broke (15 დეკემბერი; 12:00)
– Google Developer Student Club – BTU: ციფრული პროდუქტების აღსასრული (15 დეკემბერი; 19:00)
– Impact Hub Tbilisi: NFT Pitch Day (16 დეკემბერი; 12:00)
– ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ: მოაქვს თუ არა სტარტაპს ფული? (16 დეკემბერი; 15:00)
– BTU Tech Clinic: რატომ Agile? (16 დეკემბერი; 15:00)
– ზუგდიდის ტექნოპარკი: როგორ გავხადოთ ზუგდიდი ჭკვიანი ქალაქი (17 დეკემბერი; 19:00)
სტარტაპკვირეულის შესახებ
Techstars ერთერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული აქსელერატორია. ხოლო სტარტაპკვირეულმა სათავე 2010 წელს, კოლორადოს ქალაქ ბოლდერში აიღო. პროექტს საფუძველი ენდრიუ ჰეიდმა ჩაუყარა.
კვირეულმა აშშ-სა და ევროპაში პოპულარობა მალევე მოიპოვა. ჩამოყალიბებიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უმასპინძლა. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც თბილისი მეორე წელია შეუერთდა.
კვირეულის პარტნიორები
Techstars-ის სტარტაპ კვირეულის პარტნიორები არიან აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი, Fuckup Nights Tbilisi, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), საქართველოს ბანკი, BTU-ს Google Developer Student Club, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, UG Startup Factory, Impact Hub Tbilisi, მედიალაბი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, ზუგდიდის ტექნოპარკი და გურჯაანის ტექნოპარკი.
კვირეულის მედიაპარტნიორია MVP.ge.