fbpx

ქალი დამფუძნებლებისთვის დაფინანსების მოპოვება რთულია

ქალი დამფუძნებლებისთვის დაფინანსება

ქალი დამფუძნებლებისთვის დაფინანსების მოპოვება რთულია

დეველოპერული ფირმის, CodeSee-ს თანადამფუძნებელმა, შანეა ლივენმა გადაწყვიტა, ქალი დამფუძნებლების სირთულეებზე ესაუბრა. ამ კონკრეტულ სტატიაში ის შეეხო დაფინანსების მოპოვებას, რაც ქალების შემთხვევაში, საკმაოდ კომპლექსურ თემას წარმოადგენს.

„დაფინანსების მოპოვება კატასტროფულად რთულია ქალი დამფუძნებლებისთვის და კიდევ უფრო რთული – ფერადკანიანი დამფუძნებლებისთვის,“ – ეს გაბედული განცხადება შანეამ გააკეთა დისკუსიაში, რომელშიც იგი ქალი სტარტაპერების ბედზე საუბრობდა 2022 წელს.

ტექნიკური ინოვაცია < სოციალური პროგრესი

ტექნოლოგიების სამყაროში ჩვენ გვსურს, ვიყოთ შემდეგი ციფრული პროდუქტის ნაწილი, რომელიც სარგებლობს “პირველის” სტატუსით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია კაპიტალის მოძიებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევესწარით რამდენიმე შთამბეჭდავ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვან ცვლილებებს, ტექნოლოგიური ინოვაციები ხშირად აჭარბებს სოციალურ პროგრესს სწორედ მაშინ, როცა მეორე უფრო გვჭირდება. მდედრობითი სექსი ისევ ჩრდილქვეშაა – რა არის ამის მიზეზი?

არსებობს რამდენიმე შესანიშნავი ქალი დეველოპერი დამფუძნებელი, როგორიცაა ნორა ჯონსი Jeli-დან, ვინდო სნაიდერი Thistle Technologies-დან, ედიტ ჰარბაუ Launch Darkly-დან და ჟან იანგი Akita Software-დან. ასევე შეიძლება რამდენიმე ქალი ანგელოზისა და ვენჩურული კაპიტალისტის დასახელებაც. ესენი არიან ქალები, რომლებიც, ფაქტობრივად, არიან ლიდერები ინდუსტრიაში – ისინი, ვინც გადალახა ბარიერები და ან გასცემს ან ეძებს დაფინანსებას, და ამავე დროს, რჩება ავთენტური ინდუსტრიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები ცდილობენ სახელის მოპოვებას დეველოპერულ ინსტრუმენტებში, რეალობა ის არის, რომ დეველოპმენტის ხელსაწყოების სივრცეს ძირითადად თეთრკანიანი მამაკაცები ხელმძღვანელობენ. მათ, ვინც არ აკმაყოფილებს ამ გენდერულ და რასობრივ კრიტერიუმებს, უბრალოდ სჭირდებათ უფრო მეტი ენერგია, დრო და რესურსი იმისთვის, რომ ვინმემ შეამჩნიოს.

დამწყები სტარტაპერის 8 სწორი სვლა

startup gadawyvetileba

სტარტაპის წამოწყება და მისი განვითარება მრავალ ჩახლართულ პროცესთანაა ასოცირებული. თემის ირგვლივ ინტერნეტში მრავალი რამის წაკითხვა და ყურება შეიძლება, თუმცა, ამდენ ინფორმაციაში გზის გაკვალვა რთულია. ამ სტატიაში კი გვსურს ის 8 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიდგომა გაგიზიაროთ, რომლებიც სტარტაპის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოგადგება.

ქალი დამფუძნებლების ბრძოლა სერიოზულად უნდა მიიღონ

მათ სურთ შეძლონ დაფინანსების მოპოვება სხვა ადამიანებისგან, განსაკუთრებით ასევე ქალებისგან? მაგრამ ბევრი ქალი ინვესტორი ისევე იბრძვის იმისთვის, რომ სერიოზულად აღიქვან, როგორც დამფუძნებლები. სწორედ იმის გამო, რომ ორივე მხარე ერთი და იგივე სოციალური შეზღუდვის წინაშე დგას, ისინი ირიდებენ მოსალოდნელ რისკებს. შედეგად, ეს ქმნის ციკლს, რომლის დროსაც ქალი ინვესტორები ნაკლებად დებენ ინვესტიციებს ქალი დამფუძნებლების კომპანიებში, ხოლო დამფუძნებლები კი ქალი ინვესტორებისგან ნაკლებად აგროვებენ სახსრებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ფონდებმა შესთავაზონ ქალებს იგივე სიკეთე და თავისუფლება, რაც მამაკაცებს ეძლევათ. ქალი ვენჩურული კაპიტალისტები უნდა დაწინაურდნენ პარტნიორულ ქსელებში.

ქალი დამფუძნებლების ბრძოლა ფესვგადგმული ფსიქოლოგიური ბარიერების დასაძლევად

დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქალები ნაკლებად აგრესიულები არიან რაუნდის დადასტურების პროცესში – როგორც დამფუძნებლები, ისე – ინვესტორები. ასევე გავრცელებულია აზრი, რომ მამრობითი სქესის კოლეგებს შეუძლიათ უფრო დიდი თანხების დახარჯვა უფრო სწრაფად – რომ ქალები უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი რისკების მიმართ, ხშირად ნელა ფიქრობენ მოქმედებენ და ნაკლებსაც ითხოვენ.

რა იწვევს ქალებში ამგვარ მოდუნებას? პასუხი აშკარაა: დაფინანსების პროცესში ისინი უარყოფის უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. ასევე, პარტნიორულ ქსელებში მცირე სიხშირით ყოფნის გამო მათ არ იციან, რა უნდა გააკეთონ და თქვან – ხშირად ეს ყველაფერი მათთვის დამაბნეველია.

როგორ შეუძლიათ ქალებს, წარმატებით იბრძოლონ დაფინანსებისთვის?

ამაზე მარტივი პასუხი არსებობს: ისინი ამას მარტო ვერ შეძლებენ. მათ აქტიურად სჭირდებათ მოკავშირეები და მხარდაჭერა იმათგან, ვინც ფიქრობს, რომ ფერადკანიანი ქალები მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან ბიზნეს სამყაროში. ქალებს სჭირდებათ ქოუჩინგი და ხელმძღვანელობა, რათა წარმატებით ჩაატარონ დისკუსიები დაფინანსების რაუნდებში და უფრო ძლიერად ისაუბრონ თავიანთი კომპანიების სახელებით. მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა გაიზარდოს ნდობა ქალების შესაძლებლობებისა და პოტენციალის მიმართ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post