fbpx

რას საქმიანობენ სტარტაპინკუბატორები?

სტარტაპინკუბატორები

რას საქმიანობენ სტარტაპინკუბატორები?

სტარტაპინკუბატორები სპეციალურად შემუშავებული პროგრამებია, რომლებიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან. მათ მიერ უზრუნველყოფილი რესურსები კომპანიებს იდეის ჩამოყალიბებასა და დახვეწაში ეხმარება. აღსანიშნია, რომ სტარტაპებს ინკუბატორები იმ მხარდაჭერითა და რესურსებით ამარაგებენ, რომლებზე წვდომაც ახალდაფუძნებულ სტარტაპებს არ აქვთ.

რა სახის მხარდაჭერას უწევენ ინკუბატორები სტარტაპებს

სხვადასხვა ინკუბატორი განსხვავებულ მხარდაჭერას სთავაზობს სტარტაპებს, ამიტომ აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მათგან პოტენციურად მიღებული სარგებელი თქვენთვის რელევანტური იქნება. მიღებულ მხარდაჭერაში შეიძლება ვიგულისხმოთ:

საერთო სამუშაო სივრცე – ფიზიკური (არავირტუალური) ინკუბატორები სტარტაპებს საერთო სამუშაო სივრცით უზრუნველყოფენ, რათა მათ ერთმანეთისგან ისწავლონ.

კავშირები – მონაწილეებს იდეების ერთმანეთში გაზიარება შეუძლიათ, ასევე წვდომას იღებენ ინკუბატორის სხვა კავშირებზე.

პოტენციური ინვესტორები – როგორც წესი, ინკუბატორებს უშუალო კონტაქტი აქვთ ინვესტორებთან. აქედან გამომდინარე, მათ სტარტაპების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირება შეუძლიათ.

საქმიანი შეხვედრები –  გამოცდილ მენტორებსა და მრჩევლებზე წვდომა სწავლის კარგ შესაძლებლობას ქმნის. მაგალითად, სტარტაპერები ხვეწენ საპრეზენტაციო უნარებს.

შემცირებული ტარიფები – ზოგჯერ ინკუბატორები სხვადასხვა პროდუქტსა თუ პროფესიონალურ მომსახურებაზე (ბუღალტრები, იურისტები) ფასდაკლებით წვდომას უზრუნველყოფენ.

ჩამოთვლილი საკითხების გარდა, ინკუბატორებისგან შეიძლება სხვა სახის მხარდაჭერაც მიიღონ სტარტაპებმა. მაგალითად, ბაზრის კვლევაში დახმარება, დამატებით საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, მარკეტინგული და პიარის მიმართულებით დახმარება და ა.შ.

სტარტაპინკუბატორების მაგალითები

სტარტაპინკუბატორები 1950-იანი წლებიდან არსებობენ და წლების განმავლობაში მათი მთავარი დანიშნულება – ზრდის ხელშეწყობა – არ შეცვლილა. თუმცა, დროთა განმავლობაში, რამდენიმე სახეობის ინკუბატორი გამოიკვეთა:

აკადემიური დაწესებულებები – ბევრი ინკუბატორი უნივერსიტეტების მიერ იმართება. ზოგიერთი პროგრამა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ზოგი კი გარე კომპანიებსაც იღებს.

საზოგადოებრივი განვითარების (არაკომერციული) კორპორაციები – როგორც არაკომერციული, ისე სამთავრობო უწყებები ინკუბატორებს ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის იყენებენ. ასეთ პროგრამებში შეიძლება  სპეციფიკური მიმართულების (მაგ. საზოგადოებრივი კეთილდღეობა) მქონე კომპანიები მიიღონ.

სარისკო კაპიტალის ფირმები –  ზოგიერთი სარისკო კაპიტალის ფირმა აყალიბებს ინკუბატორს, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობას. ამ ინკუბატორებმა შეიძლება სტარტაპებში ინვესტიცია ჩადონ წილის სანაცვლოდ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post