fbpx

Spotify აპლიკაციის საავტომობილო ვერსიას, Car Mode-ს ტესტავს

Car Mode

Spotify აპლიკაციის საავტომობილო ვერსიას, Car Mode-ს ტესტავს

გავრცელებული ინფორმაციით, Spotify ტესტავს აპლიკაციის ავტომობილის განახლებულ ვერსიას სახელწოდებით Car Mode. ახალი ინტერფეისი მომხმარებლების გართობასა და ამავდროულად მანქანის უსაფრთხოდ მართვას უზრუნველყოფს. 

ცნობისთვის, სულ რაღაც 4 თვის წინ კომპანიამ გააუქმა ამავე დანიშნულების რეჟიმი Car View. მაშინ Spotify-იმ განაცხადა, რომ აქტიურად ეძებდა ალტერნატიულ გზებს. აღსანიშნია, რომ Car Mode ნაკლებად ჰგავს მისი წინამორბედის გამარტივებულ ვერსიას, ის უფრო მეტად მსგავსია აპლიკაციის რეგულარული ინტერფეისისა, რომელიც მოქმედებების სწრაფად შესრულების გასამარტივებლად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მსგავსება წყვეტს პრობლემას, რომელსაც ზოგიერთი მომხმარებელი Car View-ის გამოყენებისას წააწყდა – აპლიკაციის გამოყენებისას, მისი რეგულარულისგან განსხვავებული ინტერფეისი მათგან ბევრ ყურადღებას საჭიროებდა. 

ამჯერად, ახალ Car Mode-ს აქვს ყველასათვის ნაცნობი სამი ღილაკი – Home (საწყისი გვერდი), Search (საძიებო) და Library (ბიბლიოთეკა), რომლებიც სტანდარტულად არიან განლაგებულნი. მთავარი განსხვავება და სიახლე ახალ ინტერფეისში კი ისაა, რომ მძღოლები საძიებო ველში სიტყვების აკრეფის ნაცვლად, ხმოვანი მართვის რეჟიმით ისარგებლებენ. ამასთანავე, საწყისი გვერდი შედარებით ნაკლებად დატვირთულია, რაც მსმენელს გაუმარტივებს მის მოხმარებასა და სასურველ ღილაკზე დაჭერას ეკრანზე ყურების გარეშეც კი. ჩართული მუსიკის საკონტროლო ველს კი აქვს ჩართვის, დაპაუზების, გამოტოვების, ე.წ. Shuffle და მოწონების ღილაკები. 

სავარაუდოდ, ახალ რეჟიმს კომპანია ჯერ მხოლოდ ანდროიდის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე ტესტავს. ამ დროისთვის, Spotify-ს არ გაუკეთებია კომენტარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი Car Mode სხვა მომხმარებლებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post