მასკი 4 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციებს ყიდის
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკმა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები Twitter-თან დაკავშირებული გეგმების გამო გაყიდა.
როგორც ცნობილია, Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავისი ელექტრომობილების კომპანიის დაახლოებით 4,4 მილიონი აქცია გადმოტვირთა გასაყიდად. გაყიდვების უმეტესი ნაწილი კი განხორციელდა სამშაბათს და ტესლას აქციები იმ დღეს 12%-ით დაეცა.
მას შემდეგ, რაც დოკუმენტები საჯარო გახდა, მასკმა Twitter-ზე დაწერა: „დღეის შემდეგ TSLA-ს გაყიდვები არ იგეგმება“.
No further TSLA sales planned after today
— Elon Musk (@elonmusk) April 29, 2022
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მასკმა Twitter-ის შესასყიდად აუქციონი წამოიწყო და სოციალური მედიის კომპანიის თითო აქციაზე კომპანიის მფლობელებს 54,20 დოლარი შესთავაზა (ჯამურად დაახლოებით $44 მილიარდი). ამისთვის მასკს 25,5 მილიარდი სესხი დასჭირდა და, მათ შორის, 12,5 მილიარდი მისი ტესლას აქციებიდან აიღო.
სამშაბათს გამოქვეყნებული მარეგულირებელი დოკუმენტის თანახმად, მასკს მოუწევს 1 მილიარდი დოლარის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს საკმარის დაფინანსებას სოციალური მედიის ბიზნესის შესაძენად.