fbpx

საერთაშორისო კონკურსი ,,ფინტექ გამოწვევა უკრაინისთვის’’ იწყება

საერთაშორისო კონკურსი ,,ფინტექ გამოწვევა უკრაინისთვის’’ იწყება

,,ფინტექ გამოწვევა უკრაინისთვის’’ – ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომლის მთავარი მიზანიც ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოვლენაა, რომლებიც უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებას, ქვეყნის სიძლიერის აღდგენასა და უკრაინელი ადამიანების ცხოვრების გამარტივებას შეძლებს. მასში მონაწილეობის მიღება კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ კომპანიებსა და მცხოვრებ ინდივიდებს შეუძლიათ.

,,თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას და ამ ომს გმობს… ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინას და უკრაინელებს მხარი დავუჭიროთ... ძალიან მიხარია ფინტექ გამოწვევის დაწყება. ჩემთვის დიდი პატივია ამ ინიციატივის მხარდაჭერა… იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსს უკრაინელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური ცვლილების მოხდენა შეუძლია… შეგიძლიათ შექმნათ ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ ხალხს დაეხმარება? შეგიძლიათ მოიფიქროთ ორიგინალური და პრაქტიკული იდეები, რომლებიც უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად შეცვლის? შეგიძლიათ დაეხმაროთ უკრაინის აღდგენას? მე მჯერა, რომ შეგიძლიადა ამიტომ ამ ღონისძიებას სრულად ვუჭერ მხარს’’, – განაცხადა ევროკომისარმა მერეიდ მაკგინესმა.

,,ფინტექ გამოწვევა უკრაინისთვის’’ დაწყებისადმი მიძღვნილ ვირტუალურ კონფერენციაზე მაკგინესმა ასევე გამოკვეთა ის მიმართულებები, რომლებზე მუშაობაც შეეძლებათ კონკურსის მონაწილეებს. ესენი შესაძლოა იყოს ფინანსური სერვისების, კიბერუსაფრთხოების, ლოჯისტიკის, გადახდების, დაზღვევისა და სხვა მიმართულებები.

რუსეთის ომი უკრაინაში – ტექნოლოგიური სექტორის ფრონტი

ომის

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინელები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდის გასანეიტრალებლად, ადგილობრივების სულისკვეთების ასამაღლებლად და მსოფლიოს მასშტაბით ომის საწინააღმდეგო განწყობის ჩამოსაყალიბებლად.

კონკურსი 2022 წლის ივნისში, ონლაინრეჟიმში ორ ნაწილად ჩატარდება. თავდაპირველად, იდეების გენერირებისა და დახვეწისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრები, ხოლო შემდგომ ჰაკათონი, რომლის მონაწილეებიც მოცემული პრობლემებისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს შეიმუშავებენ. თვის ბოლოს კი, ბრიუსელში ჰიბრიდული ღონისძიება ჩატარდება, რომელზეც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

,,ფინტექ გამოწვევა უკრაინისთვის’’ ორგანიზებულია ევროპის ციფრული საფინანსო ასოციაციის (EDFA) მიერ უკრაინის ფინტექ და ინოვაციური კომპანიების ასოციაციასთან (UAFIC) თანამშრომლობით. კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია ევროკომისია (DG FISMA).

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post