fbpx

პროდუქტიულობა – სემ ალტმანი

პროდუქტიული

პროდუქტიულობა – სემ ალტმანი

ვფიქრობ, რომ საშუალოზე ოდნავ პროდუქტიული ვარ და სწორედ ამიტომ, ხანდახან ხალხი პროდუქტიულობის შესახებ რჩევებს მთხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე, ეს რჩევები ერთად ჩამომეწერა.

 

ის, რაზეც მუშაობ

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწრაფად მოძრაობთ – თუკი არასწორი მიმართულებით მიდიხართ, მოძრაობას აზრი ეკარგება. სამუშაოს სწორად შერჩევა პროდუქტიულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და, როგორც წესი, ამ ფაქტორს ძალიან ხშირად აიგნორებენ. ასე რომ, იფიქრეთ ამ საკითხზე მეტი! დამოუკიდებლად აზროვნება საკმაოდ რთულია, მაგრამ მისი მიღწევა პრაქტიკით ნამდვილად შეგიძლიათ.

მე ვიცნობ შთამბეჭდავ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი რწმენა აქვთ სამყაროს შესახებ – ეს კი საზოგადოებაში საკმაოდ იშვიათი რამაა. თუკი თქვენ ყოველთვის ეთანხმებით მას, ვისაც ესაუბრებით, გამოდის, რომ საკუთარი თავის რწმენა არ გაგაჩნიათ. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ  თავდაჯერებულობა არ უნდა გვქონდეს. რეალურად, ეს უნარი საშუალებას მოგცემთ, იყოთ გაბედული და თამამად დააფიქსიროთ თქვენი აზრი.

მე ყოველთვის ვცდილობ, საკმარისი დრო დავიტოვო ჩემს განრიგში საიმისოდ, რომ დავფიქრდე, რაზე მინდა მუშაობა. ყველაზე ხშირად კი წიგნების კითხვა, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და ბუნებაში დროის გატარება მინდება.

კარგად ვაცნობიერებ, რომ ვერ ვიქნები ძალიან პროდუქტიული იმ საკითხებზე მუშაობის დროს, რაც არ მაინტერესებს ან არ მომწონს. ამიტომ, უბრალოდ, ვცდილობ, თავი ისეთ მდგომარეობაში არ ჩავაყენო, რომ ასეთი საქმეების ძალით კეთება მომიწიოს. ამას კი ხშირად დელეგირებით, თავის არიდებითა და სხვა გზებით ვახერხებ.

აქვე მსურს, გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამ დელეგირების შესახებ: გახსოვდეთ, რომ პროდუქტიულობის წესი ყველა სხვა ადამიანზეც მსგავსად ვრცელდება –  ისინი პროდუქტიულად ასრულებენ იმ საქმეს, რომლის კეთებაც მოსწონთ. ასე რომ, შეეცადეთ, ადამიანებს ის როლი მოარგოთ, რომელიც მოეწონებათ და ის საქმე დაავალოთ, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებენ.

თუკი აღმოაჩენთ, რომ არ მოგწონთ ის, რასაც დიდი ხანია აკეთებთ, სერიოზულად დაფიქრდით სამსახურეობრივ ცვლილებაზე. მე ძალიან გამიმართლა – იმდენად მომწონს ჩემი სამუშაო, რომ ანაზღაურების გარეშეც კი გავაკეთებდი ამ საქმეს.

მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ყველაფერი, რაც გსურთ და სწრაფად გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ეს წარმოუდგენელ სასწაულად გვეჩვენება ხოლმე თავიდან, მაგრამ შემდეგ, ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი რამის კეთება შეგვიძლია.

დიდი საქმის კეთებისთვის, როგორც წესი, კოლეგები დაგჭირდებათ. სწორედ ამიტომ, შეეცადეთ ჭკვიანი, პროდუქტიული, ბედნიერი და პოზიტიური კოლეგები შემოიკრიბოთ გარშემო, რომლებიც თქვენს ამბიციებსა და სურვილებს არ დაამცირებენ. მიყვარს იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც მიბიძგებენ და შთამაგონებენ, რომ უკეთესი გავხდე.

შემდეგ უკვე, თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი პრობლემა და მის გადასაჭრელად უნდა იმუშაოთ. თუ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას აპირებთ, დიდი ალბათობით, დიდი და ხანგრძლივი მუშაობა დაგჭირდებათ.

პრიორიტეტიზაცია

ჩემი სისტემა სამი ძირითადი ნაბიჯისგან შედგება: „დარწმუნდი, რომ მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებ“, „ნუ დაკარგავ დროს სისულელეებზე“ და „შეადგინე ბევრნაირი სია“.

გულწრფელად გირჩევთ სიების გამოყენებას. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩამოვწერო, რისი მიღწევა მსურს ყოველწლიურად, ყოველთვიურად და ყოველდღიურად. სიები უამრავი დავალების შესრულებაში გვეხმარებიან და თანაც, შესაძლებლობას გვაძლევენ, ნაკლები ინფორმაცია შევინახოთ ჩვენს ტვინში.

თუ რაიმე კონკრეტული დავალების ხასიათზე არ ვარ, ყოველთვის შემიძლია ამ სიაში ვიპოვო რაღაც სხვა, რისი გაკეთებაც მესიამოვნება. რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით უკეთესად ვგრძნობ თავს და შემდეგ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდება. მიყვარს ყოველი დღის იმით დაწყება და დასრულება, რაშიც ნამდვილად შემიძლია პროგრესის მიღწევა. ამასთანავე, დავაკვირდი, რომ ძალიან მონდომებული ვარ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობისას – აღმოვაჩინე, რომ თუ მე ნამდვილად მინდა რაღაც მოხდეს და ამისთვის საკმარისად ვიბრძვი, ის მართლაც ხდება.

დავით ჩეჩელაშვილი – ინოვატორის სტარტაპ გზა

დავით ჩეჩელაშვილი

ინოვატორი – ალბათ, ეს სწორედ ის სიტყვაა, რომლითაც ამ ადამიანის დახასიათება ყველაზე კარგად შეგვიძლია; ეს კი იმიტომ, რომ მას საკმაოდ ბევრ ინოვაციურ პროდუქტზე აქვს ნამუშევარი – მათ შორის ისეთებზეც კი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ასევე ვცდილობ, თავი ავარიდო შეხვედრებსა და კონფერენციებს, რადგან ვთვლი, რომ ასეთ მომენტებში დიდი დრო იხარჯება. თუმცა, მნიშვნელოვანია, საკმარისი დრო გამონახოთ სპონტანური შეხვედრებისა და ახალი იდეების/ადამიანების გასაცნობად.

ვცდილობ, დღე რამდენიმე ნაწილად დავყო და ეს პერიოდები სხვადასხვა სახის სამუშაოსთვის გამოვიყენო. დილის პირველი რამდენიმე საათი, რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე პროდუქტიული დროა, ამიტომ არავის ვაძლევ უფლებას, ამ პერიოდში რაიმე დაგეგმოს. ვცდილობ, შეხვედრები შუადღისას ჩავატარო. ვისვენებ, ან ვცვლი დავალებებს, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი კონცენტრირების უნარი დაქვეითებულია.

არ მგონია, რომ ადამიანების უმეტესობა საკმარისად აფასებს თავის დროს – გაკვირვებული ვარ იმ ადამიანების რიცხვით, რომლებიც საათში 100 დოლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ, ამავდროულად, რამდენიმე საათს ხარჯავენ ისეთი რაღაცის კეთებაში, რისი გაკეთებაც არ სურთ, რათა 20 დოლარი დაზოგონ.

ნუ ჩავარდებით პროდუქტიულობის მახეში – ბევრი ადამიანი ძალიან დიდ დროს ატარებს იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოახდინონ თავიანთი სამუშაო სისტემის ოპტიმიზაცია და არ ფიქრობენ, საერთოდ მუშაობენ თუ არა სწორ პრობლემებზე.

ფიზიკური ფაქტორები

დიდი ალბათობით ის, რაც ჩემთვის ოპტიმალურია, თქვენთვის ოპტიმალური არ იქნება. თქვენ მოგიწევთ ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, თუ რა მუშაობს საუკეთესოდ თქვენი სხეულისთვის.

ალბათ, რამდენიმე წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, თუ რა მაგრძნობინებს თავს კარგად. როგორც ჩანს, ძილი ჩემთვის პროდუქტიულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ფაქტორია. მომწონს ცივი, ბნელი, წყნარი ოთახი და შესანიშნავი ლეიბი. ასევე, კარგია დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ჭამა და ალკოჰოლის ნაკლები მიღება.

ეს შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ მე ვიღებ საძილე აბების დაბალ დოზას. ზოგადად ცუდად მძინავს და განსაკუთრებით ცუდად – როცა ვმოგზაურობ. მე ვიყენებ სრული სპექტრის LED განათებას დილაობით, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ელფოსტას ვამოწმებ.

ვარჯიში ალბათ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ფაქტორია. მძიმე წონის აწევა კვირაში 3-ჯერ ერთი საათის განმავლობაში და ხანდახან მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში – პროდუქტიულობის გაზრდის გარდა, ეს არის სავარჯიშო პროგრამა, რომელიც თავს ძალიან კარგად მაგრძნობინებს.

მესამე სფერო არის კვება. მე ძალიან იშვიათად ვსაუზმობ და, ძირითადად, ესპრესოთი შემოვიფარგლები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს არაა საუკეთესო მაგალითი, ჩემზე ეს რეჟიმი კარგად მოქმედებს.

ტკბილეულის ჭამა არის ის, რის გამოც თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობ და რის თავიდან აცილებასაც მაქსიმალურად ვცდილობ. ასევე, ვცდილობ, არ მივიღო საკვები, რომელიც რთულად მოსანელებელია ან კუჭს აღიზიანებს.

მე ბავშვობიდან ვეგეტარიანელი ვარ და მეთილ B-12-ს, ომეგა-3-ს, რკინას და ვიტამინ D-3-ს ვიღებ. ასევე, ვცდილობ, ბევრი ცილოვანი შეიკი დავლიო, რაც ძალიან მეზიზღება და არ დავლევდი, ვეგეტარიანელი რომ არ ვიყო.

სხვა რაღაცეები

აი, რა მომწონს სამუშაო სივრცეში: ბუნებრივი განათება, სიწყნარე, იმის ცოდნა, რომ არავინ შემაწუხებს. ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, ზოგჯერ მაქვს ერთი ან ორკვირიანი პერიოდები, როცა უბრალოდ არ მაქვს რაიმეს კეთების მოტივაცია (ვეჭვობ, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს კვებასთან).

ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, ზოგჯერ მაქვს ერთი ან ორკვირიანი პერიოდები, როცა უბრალოდ არ გამაჩნია რაიმეს კეთების მოტივაცია (ვეჭვობ, რომ ეს შეიძლება, დაკავშირებული იყოს კვებასთან). რადგან ვერ გავიგე, რა მოვიმოქმედო ასეთ დროს, უბრალოდ ვაცდი, როდის გადაივლის მსგავსი პერიოდი. ამასთანავე, ვცდილობ, თავიდან ავირიდო ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც ცუდ გუნებაზე მაყენებს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუკი პროდუქტიულობაზე ზრუნავთ.

თუმცა, აქვე მოგცემთ რჩევას, რომ არ აარიდოთ თავი თქვენს ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას პროდუქტიულობაზე ზრუნვის პროცესში, რადგან ეს ყველაფერი რეალურად მართლაც იმოქმედებს თქვენს პროდუქტიულობაზე, იმიტომ, რომ ნაკლებად ბედნიერი იქნებით.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post