fbpx

Microsoft Defender  – რა დანიშნულება აქვს მაიკროსოფტის ახალ აპლიკაციას?

Microsoft Defender

Microsoft Defender  – რა დანიშნულება აქვს მაიკროსოფტის ახალ აპლიკაციას?

მაიკროსოფტმა გამოუშვა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Microsoft Defender, რომლის მთავარი დანიშნულებაც ინდივიდების კიბერუსაფრთხოების დაცვაა. Windows-ის, macOS-ის, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აპლიკაცია მოიცავს ინსტრუმენტთა ცენტრალიზებულ პანელს, რომელიც პირებს რამდენიმე კომპიუტერსა და სმარტფონში უსაფრთხოების სტატუსის ერთდროულად გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

კომპანიის განცხადებით, Microsoft Defender ხელმისაწვდომია Microsoft 365 Personal-ისა და Family-ის აბონენტებისთვის. ხოლო მისი ფუნქციები საოპერაციო სისტემების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, Android-ზე ხელმისაწვდომია ვებდაცვა (თუნდაც, ფიშინგისგან) და მავნე პროგრამებისგან დაცვა; iOS-ს ანტივირუსული დაცვა არა, თუმცა ვებდაცვა აქვს; MacOS-ზე მავნე პროგრამებისგან დაცვა არის ხელმისაწვდომი; ხოლო Windows-ზე ორივე მათგანს Windows Security უზრუნველყოფს და აპლიკაციას ხელსაწყოთა პანელის დანიშნულება აქვს.

Apple, Microsoft და Google სისტემებში პაროლის გარეშე შესვლის მხარდაჭერაზე მუშაობენ

პაროლის გარეშე

ინტერნეტსივრცის მეტად მოსახერხებელ და უსაფრთხო გარემოდ ქცევის მიზნით, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა Apple, Microsoft და Google ერთობლივად FIDO Alliance-ისა და World Wide Web Consortium-ის მიერ შექმნილი, სისტემაში პაროლის გარეშე შესვლის სტანდარტის მხარდაჭერის გაფართოების გეგმების შესახებ განაცხადეს.

გარდა ანტივირუსული და ვებდაცვისა Microsoft Defender მომხმარებლებს სთავაზობს მუდმივ სკანირებას საფრთხის აღმოსაჩენად; აძლევს საშუალებას, ზოგიერთი აპლიკაცია და ფაილი სანდოდ მონიშნონ და გააკონტროლონ, რა დასკანერდება; უსაფრთხოების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით რეალურ დროში გაფრთხილებებს და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავიანთი მონაცემები და მოწყობილობები. ამასთანავე, მაიკროსოფტი მომავალში მეტი ფუნქციის დამატებასაც გვპირდება:

,,ეს მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ ერთ პანელში გავაერთიანებთ უფრო მეტ ფუნქციას, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა იდენტობის მოპარვისგან დაცვა და უსაფრთხო ონლაინკავშირი’’, – აცხადებს მაიკროსოფტის კორპორაციული  ვიცეპრეზიდენტი ვასუ ჯაკალი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post