Google აბორტის კლინიკების ვიზიტების მონაცემებს წაშლის
აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბორტის შემთხვევაში მშობელი დააპატიმრონ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რამდენად შესაძლებელია, მობილურში არსებული აპლიკაციებიც ამ გადაწყვეტილებას მოერგონ და მათ წინააღმდეგ წავიდნენ.
თუმცა, ამავდროულად, Google დგამს სულ მცირე ერთ ნაბიჯს მდებარეობის თვალთვალის პოტენციური ზიანის შესამსუბუქებლად. კომპანიამ პარასკევს ბლოგპოსტში გამოაცხადა, რომ ის მდებარეობის ისტორიის მონაცემებს ზოგიერთი „განსაკუთრებით პირადი“ ადგილის შესახებ აუცილებლად წაშლის ვიზიტის შემდეგ.
ბლოგში ნათქვამია, რომ ეს პირადი ადგილები მოიცავს „სამედიცინო დაწესებულებებს, როგორებიცაა: საკონსულტაციო ცენტრები, ოჯახში ძალადობის თავშესაფრები, აბორტის კლინიკები, განაყოფიერების ცენტრები, ნარკომანიის სამკურნალო დაწესებულებები, წონის დაკლების კლინიკები, კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკები და სხვა.”
მდებარეობის ისტორიაში ცვლილება ძალაში შევა მომდევნო რამდენიმე კვირაში და კომპანია წაშლის მონაცემთა იმ ნაწილს, რომელიც სამართალდამცავებმა შეიძლება მისგან მოითხოვონ.
Google აღნიშნავს, რომ მდებარეობის ისტორიის ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება იმ ადამიანებისთვის, ვინც მის სერვისებს იყენებს, მაგრამ თუ ამაში დარწმუნებული არ იქნებიან მომხმარებლები, ყოველთვის უნდა გადაამოწმონ ეს.