fbpx

Meta თავის ციფრულ საფულეს, Novi-ს აუქმებს

Novi-ს

Meta თავის ციფრულ საფულეს, Novi-ს აუქმებს

9-თვიანი საპილოტე რეჟიმის შემდეგ, Meta თავის ციფრულ საფულეს, Novi-ს აუქმებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 21 ივლისიდან მომხმარებლები თავიანთ ანგარიშებზე თანხის დამატებას ვეღარ შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან აპლიკაცია Novi და Novi WhatsApp-ზე სრულად გაუქმდება. Novi-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Meta მომხმარებლებს მხოლოდ პროექტის დასრულების შესახებ ატყობინებს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

Meta მომხმარებლებს საფულეებიდან თანხების რაც შეიძლება მალე გატანისკენ მოუწოდებს. ამასთანავე დასძენს, რომ თუ პილოტის დასრულების შემდეგ ანგარიშებზე რაიმე ბალანსი მაინც დარჩება, კომპანია თანხის Novi-ში მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან სადებეტო ბარათზე გადატანას შეეცდება.

ცნობისთვის, Meta-მ Novi მცირე საპილოტე რეჟიმის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბერში ჩაუშვა. ციფრული საფულე ა.შ.შ-სა და გვატემალაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნია, რომ პროექტის დაწყებიდან მალევე ა.შ.შ-ის სენატის წევრები კომპანიას მისი დახურვისკენ მოუწოდებდნენ იმ მოტივით, რომ კრიპტოვალუტის მართვის საკითხში Meta სანდო არ იყო.

საინტერესოა, რომ Novi-ს გაუქმება Meta-ს ციფრული აქტივების ბაზრიდან საბოლოოდ გასვლას არ ნიშნავს. როგორც მისი სპიკერები აღნიშნავენ, კომპანია ციფრული საფულის ტექნოლოგიას სამომავლო პროექტებისთვის გამოიყენებს. მართალია, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, თუ რა შეიძლება ჰქონდეს Meta-ს მხედველობაში, თუმცა გასულ თვეში მარკ ზაკერბერგმა მეტავერსისთვის ციფრული საფულის შექმნის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს ციფრული ტანსაცმლის, ხელოვნების ნიმუშების, ვიდეოების, მუსიკის, ვირტუალური მოვლენებისა და სხვა რაღაცების შექმნასა და შენახვაში დაეხმარებოდა.

Facebook-ს მალე NFT-ები დაემატება

NFT

Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ NFT-ების Facebook-ზე ჩაშვება უკვე დაიწყო, თუმცა, სატესტო რეჟიმში ეს სიახლე შეეხება მხოლოდ  შეერთებულ შტატებში მყოფ კრეატორთა კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ, ციფრული კოლექციები Facebook-ზე გამოაქვეყნონ.

აქვე შეგახსენებთ, რომ Meta-ს ამ მიმართულებით მოღვაწეობა მხოლოდ ციფრული საფულით არ შემოიფარგლება. კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში მცირე მასშტაბის ტესტირების ფარგლებში, Instagram-თან ციფრული საფულეების დაკავშირება და სოციალურ ქსელში საკოლექციო მასალების გაზიარება გახადა შესაძლებელი. სულ ახლახან კი იგივე ფუნქცია Facebook-საც დაემატა. ამასთანავე აღსანიშნია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, Meta მუშაობს საკუთარ ციფრულ ვალუტაზე, ,,Zuck Buck’’-ზე მუშაობს. აღნიშნული სახელწოდება ოფიციალური არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ინიციატივას ეს ზედმეტსახელი კომპანიის თანამშრომლებმა აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის გვართან დაკავშირებით უწოდეს.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post