fbpx

Starlink ამიერიდან მომხმარებლებს სატელიტურ ინტერნეტს ზღვაშიც შესთავაზებს

starlink

Starlink ამიერიდან მომხმარებლებს სატელიტურ ინტერნეტს ზღვაშიც შესთავაზებს

ორბიტის ათვისების შემდეგ, SpaceX-ის შემდეგი დანიშნულების ადგილი, როგორც ჩანს, შუა ზღვაა – ამიერიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის სპეციალურ იახტაზე დამონტაჟებით, ინტერნეტის გავრცელება ზღვაშიც იქნება შესაძლებელი.

წყალზე სატელიტური ინტერნეტის იდეა ახალი არ არის, მაგრამ, ზოგადად, ამგავრი სერვისი არაა მთლად კარგი: ეს კი იმიტომ, რომ მსგავსი სერვისისთვის მომხმარებელმა ასობით ან ათასობით დოლარი უნდა გადაიხადოს არც თუ ისე ჩქარი ინტერნეტისთვის.

სტარლინკი სიჩქარის პრობლემას აგვარებს და ამბობს, რომ მომხმარებელს შეუძლია, მიაწოდოს 350 Mbps-მდე. მაგრამ ამ სერვისის ყოველთვიური საფასური $5,000 იქნება, ხოლო ამ სერვისისთვის საჭირო მოწყობილობებისთვის კი $10,000 დასჭირდება მომხმარებლებს, რაც საბოლოო ჯამში, ძვირი სერვისი გამოდის.

მნიშვნელოვანია, მოწყობილობა დამონტაჟდეს იქ, სადაც ნათელი ხედია. მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩამოტვირთონ სტარლინკ ტელეფონის აპლიკაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი მოწყობილობა იდეალურ ადგილას განთავსდება.

SpaceX-ის მტკიცებით, Starlink Maritime „გვაძლევს საშუალებას, მსოფლიოს ყველაზე შორეული ნაწილებიდან დავუკავშირდეთ ცივილიზაციას“, მაგრამ ამჟამად Starlink-ის დაფარვის არეალი შემოიფარგლება ჩრდილოეთ ამერიკის (პირველ რიგში აშშ), ევროპის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიისა და ჩილეს სანაპირო წყლებით.

Starlink ირწმუნება, რომ ისინი გააფართოებენ მასშტაბს – ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში – ამ წლის მეოთხე კვარტალში და სამხრეთ ნახევარსფეროში 2023 წლის პირველი კვარტლისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post