fbpx

Netflix-მა 970 000-მდე მომხმარებელი დაკარგა

Netflix-მა 970 000-მდე მომხმარებელი დაკარგა

ბოლო სამი თვის განმავლობაში Netflix-მა 970,000-მდე აბონენტი დაკარგა. გასულ კვარტალში კომპანიას მეორე კვარტალზე სუსტი პერსპექტივა ჰქონდა და ორი მილიონი აბონენტის წმინდა დანაკარგი იწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელმა შედეგებმა აჯობა პროგნოზს, ეს მაინც ყველაზე დიდი კვარტალური ზარალია კომპანიის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსმა რამდენიმე თვე თავისი ბიზნეს სტრატეგიის კორექტირებას მიუძღვნა. კომპანიამ გაათავისუფლა დაახლოებით 450 თანამშრომელი, შეამცირა რეკლამის ხარჯები და პაროლის გაზიარება ფასიანი გახადა.

Netflix-მა გუშინ გამოაცხადა, რომ ამჟამად „სახლის დამატებას“ ფუნქციას ტესტავს, რომელიც დამატებით 3 დოლარს ეღირება. ამ სერვისით შესაძლებელი გახდება ანგარიშის სხვა ოჯახებთან გაზიარება.

Netflix-ს მართლაც საშინელი წელი აქვს. აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ მან დაკარგა 200 მილიონი აბონენტი 2022 წლის პირველ კვარტალში – პირველი დიდი დანაკარგი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

წელს Netflix-ის აქციები დაახლოებით 70%-ით შემცირდა. საბაზრო შეფასება ერთ წელზე ნაკლებ დროში 300 მილიარდი დოლარიდან 90 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა. ამ ყველაფრის გარდა, სტრიმერმა ემის შედარებით ცოტა ნომინაცია მიიღო ამ თვეში, ვიდრე HBO და HBO Max-მა.

რატომ გადაწყვიტა Netflix-მა პაროლის გაზიარება აღკვეთოს?

Netflix

Netflix წლების განმავლობაში იგნორირებას უკეთებდა იმ ფაქტს, რომ ერთი ანგარიშის პაროლის გაზიარებით რამდენიმე ადამიანი სარგებლობდა მისი სერვისით.

პლატფორმაზე მალე გამოჩნდება The Crown-ის ახალი სეზონი და 200 მილიონი დოლარის ღირებულების ფილმი „ნაცრისფერი კაცი“, რომელშიც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და კრის ევანსი თამაშობენ. სათამაშო ფრონტზე, Netflix-მა ახლახან გამოუშვა მობილური თამაში Into the Breach.

სტრიმინგ სერვისს ამჟამად აქვს 22-ზე მეტი თამაში აქვს ხელმისაწვდომი და 2022 წლის ბოლოსთვის ამ რიცხვის გაზრდას გეგმავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post