fbpx

არის თუ არა ფინტექში იუნიქორნი სტარტაპის შექმნა ახლა უფრო ადვილი, ვიდრე ოდესმე?

იუნიქორნი

არის თუ არა ფინტექში იუნიქორნი სტარტაპის შექმნა ახლა უფრო ადვილი, ვიდრე ოდესმე?

თუკი ადრე ფინტექ სტარტაპი იუნიქორნი ხდებოდა, ეს საოცარ მოვლენად ითვლებოდა. თუმცა, ახლა, ეს ასე აღარ არის, რადგან დღევანდელი ბაზარი ნაყოფიერ ნიადაგს სთავაზობს ამბიციურ დამწყებ ბიზნესებს. თანაც, ინვესტორები ფინტექის მნიშვნელობას და პოტენციალს გლობალურ ფინანსურ სფეროში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ.

თუმცა, დიდი ფულის მოსაზიდად სპეციფიკური ტიპის კომპანიაა საჭირო. მსგავსი კომპანია უნდა იყოს ინოვაციური, ჰქონდეს მოტივაცია, რომ ბაზრის ხარვეზები მოაგვაროს და ტექნიკურად მზად უნდა იყოს ციფრულ ეკოსისტემასთან თანამშრომლობისთვის.

სწორი კონცეფციის შეთავაზება ბაზარზე

ევან უაიტი, გრეილინგის ანგარიშის დირექტორი და ფინტექის კომუნიკაციების სპეციალისტი განმარტავს: „ფინტექ სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ იუნიქორნები, თხრობის კარგი უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. ფინტექ სივრცეში ყველა წარმატებულ კომპანიას აქვს ცნობადი ბრენდი, მკაფიო იდენტობა და ძლიერი გზავნილი“.

უაითი აცხადებს, რომ ფინანსების მოზიდვის გარემო ამ ეტაპზე იმდენად კონკურენტუნარიანია, რომ დამფუძნებლებს ადრეულ ეტაპზევე სჭირდებათ მუშაობა იმაზე, რომ მკაფიოდ განსაზღვრონ რას წარმოადგენს მათი კომპანია და რა მისია აკისრია მას. ეს არა მხოლოდ დაეხმარება ინვესტორების ჩართვას, არამედ ასევე იქნება გასაღები მომხმარებელთა შეძენისთვის და ბიზნესის ზრდისთვის.

„ეს რთული ლანდშაფტი ნიშნავს იმას, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, უმნიშვნელოვანესია, სტარტაპებმა შეძლონ, გამოირჩეოდნენ სხვებისგან. სწორედ ამიტომ, მათ უნდა მოუყვნენ ამბავი ინვესტორებს კომპანიის შესახებ და უნდა დაარწმუნონ ისინი, რომ მათი სტარტაპი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ფინტექ ეკოსისტემას, არამედ მთელ მსოფლიოს. ზოგადად კი, ფინტექში წარმატება აგებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ინოვაციური პროდუქტი და ნიჭიერი გუნდი, მაგრამ ამბის თხრობის უნარი ხშირად გადამწყვეტი აღმოჩნდება ხოლმე.”

თანმიმდევრული და სწორი მესიჯი

ფინტექის აღმასრულებლები, რომლებსაც დიდი რწმენა აქვთ იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც ისინი ყიდიან, ბევრად უფრო წარმატებულები იქნებიან საინვესტიციო სივრცეში. თუ კომპანიას არ აქვს მკაფიო სტრატეგია ის ვერ დაარწმუნებს პოტენციურ ინვესტორებს.

არუნ მანი, Pleo-ს CRO, თვლის, რომ მყარი, თავდაჯერებული გეგმის წარდგენა და ზუსტი ფინანსური პროგნოზების ჩვენება იუნიქორნის სტატუსის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. Pleo-მ unicorn-ის სტატუსს გასული წლის ივლისში მიაღწია, ფინტექ კომპანიამ 150 მილიონი დოლარი შეაგროვა, რამაც მისი ღირებულება 1,7 მილიარდ დოლარამდე აიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ, დეკემბერში, მან გამოაცხადა მისი C სერიის დაფინანსების შესახებ, რამაც  კომპანიის შეფასება $4.7 მილიარდამდე აიყვანა.

“ჩვენ აქამდე ჩვენმა სტრატეგიამ და გეგმებმა მოგვიყვანა, რომლებზეც პერმანენტულად ვმუშაობთ. ვფიქრობ, ინვესტორებმა დაინახეს, რომ ჩვენ შევქმენით კომპანია კმაყოფილი ადამიანებისგან, რომლებსაც უყვართ სადაც მუშაობენ – შედეგად კი ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც უყვართ და რომელიც იყიდება.”

5 მითი კრიპტოვალუტების შესახებ

მითი

კრიპტოვალუტები უკვე 10 წელზე მეტია არსებობს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ისინი სიახლე ნამდვილად არ არის. თუმცა, მიუხედავად ციფრული ვალუტების ფართოდ დამკვირდრებისა და ღირებულების მნიშვნელოვნად ზრდისა, მათ შესახებ მრავალი მითი დღემდე ვრცელდება.

დაფინანსებისა და ძლიერი ფასეულობების კავშირი

თუ ფინტექები ინვესტორების ყურადღების მიპყრობაზე ფიქრობენ, მათ უნდა დაიწყონ ძლიერ, ამბიციურ ხედვასა და ფასეულობებზე მუშაობა.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ზრდის მკაფიო საგზაო რუკა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მოქნილები და ადაპტირებულნი ვიყავით ბაზრის საჭიროებებზე და დავრწმუნებულიყავით იმაშიც, რომ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი მიზნები სრულად შეესაბამებოდა პოტენციურ ინვესტორებს.

მაგრამ ეს არ იყო ადვილი პროცესი, რადგან კონკურენცია აშკარად მკაცრია ფინტექ სივრცეში. ბიზნესი ამ პროცესში ხშირად კარგავს კონტროლს თავდაპირველ მიზნებზე, რათა ინვესტორების მოზიდვა შეძლოს.”

ბაზრის გამოწვევები იუნიქორნებისთვის

კომპანიის მასშტაბირების პროცესი შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, რადგან ამ დროს პერსონალის, პროექტების, ახალი პროდუქტებისა და ძირითადი ცვლილებების თვალსაზრისით ბალანსი და ბიზნესის წონასწორობა ირღვევა.

”როდესაც სწრაფად იზრდებით, ძალიან ადვილია კომპანიის კულტურაზე კონტროლის დაკარგვა. როდესაც ჩვენ ვზრდიდით Pleo-ს, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც თანამშრომლებს უყვართ და სადაც ისინი თავს ნამდვილად დაფასებულად იგრძნობენ. იმისათვის, რომ ეს რეალობად გვექცია, ჩვენ მოგვიწია ფოკუსირება კულტურაზე. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ძირითადი ფასეულობები უმაღლესი სტანდარტით დაგვეცვა.”

იუნიქორნი სტარტაპები იშვიათობას აღარ წარმოადგენს

მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, იუნიქორნთა გლობალური რაოდენობა 1200-ს აღემატება და მათი საერთო ღირებულება $4.2 ტრილიონია. მანი ამბობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი იუნიქორნების ბაზარზე შესვლა ბოლო რამდენიმე თვეში რეკორდულად შემცირდა 2021 წლის შემდეგ, მიმდინარე ტენდენციების ფონზე, როგორიცაა ფინანსური სერვისების პლატფორმიზაცია და მეტავერსის მიერ შექმნილი უზარმაზარი შესაძლებლობები, 2022 წელს დიდ ნაკადს ელის ბაზარი.

ის ასევე წინასწარმეტყველებს, რომ ევროპის მასშტაბით კიდევ ბევრი იუნიქორნი გაჩნდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან ფინტექი, რომელიც ოდესღაც თითქმის მთლიანად ასოცირდებოდა სილიკონ ველისთან, გლობალური გახდა.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post