fbpx

რობინჰუდის Web3 საფულე აქტიურ ფაზაშია

რობინჰუდის Web3 საფულე აქტიურ ფაზაშია

პოპულარულმა საინვესტიციო აპმა Robinhood-მა Web3 საფულეზე მუშაობა დაიწყო, რომელიც განკუთვნილი იქნება iOS მომხმარებლისთვის. არსებული კრიპტოვალუტის საფულისგან განსხვავებით, Web3 საფულე არ იქნება მხოლოდ კრიპტოვალუტების შესანახად და სავაჭროდ. ის ასევე, გამოიყენება „დეცენტრალიზებულ ქსელში შეუფერხებლად წვდომისთვის“ – წერია რობინჰუდის პრესრელიზში. გარდა ამისა, საფულე საშუალებას მისცემს ადამიანებს, ივაჭრონ ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

 

Web3 საფულეს სხვა განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ საფულე გაძლევს საშუალებას თავად აკონტროლო ყველა ოპერაცია, რაც არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ აქ მთავარია, არ დაგავიწყდეთ პაროლი, რადგან ამ შემთხვევაში, Robinhood-ი ვეღარ დაგეხმარებათ.

რობინჰუდი საუბრობს პოლიგონსა და ეთერიუმზეც და ღიად აფიქსირებს აზრს, რომ არჩევანს პოლიგონის ქსელზე გააკეთებს.

მისივე მხარდაჭერით, ბეტა მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ ახალ საფულეში განათავსონ  USDC stablecoin-ბი, ივაჭრონ კრიპტოვალუტით, გამოიმუშაონ “კრიპტო ჯილდოები” და დაკავშირდნენ დეცენტრალიზებულ აპებთან, რაც რობინჰუდის თქმით, მოგების შანსს ზრდის. ზოგადად, Robinhood-ი და Web3 მომხმარებლები ფოკუსირებულია ძირითადად ფულსა და მოგებაზე, რაც, ბოლო დროს ძალიან დიდი გარჩევის საგანია.

რამდენიმე შტატმა უჩივლა კიდეც კრიპტოკომპანიას, თითქოსდა მათ სარგებელი პროდუქტის ავტორიზაციის გარეშე მიეღოთ. ხოლო SEC-მა  BlockFi-ს 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა საპროცენტო ანგარიშების გამო. აღსაღნიშნავია ის, რომ რობინჰუდი ამბობს, მისი პროდუქტით შესაძლებელია ერთი და იმავე ფუნქციის აპების დაკავშირება და ავტომატური სერვისის მიღება თუმცა, რეალურად, ეს ორი განსხვავებული რამ არის და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

5 ბარიერი, რომელიც სამომხმარებლო სერვისის შემაფერხებელია – ჯერი იანგი

fintech-in-life

იმის თქმა, რომ ფინანსური მომსახურების სექტორი ჩანაცვლდა ფინანსური ტექნოლოგიით, გარკვეულწილად, რეალობასთან შეუსაბამოა.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post