fbpx

ქართული სტარტაპები: Rarify

ქართული სტარტაპები: Rarify

Rarify ბლოკჩეინ ინდუსტრიაში აქტიურად ჩართული 3 ადამიანის მიერ შექმნილი სტარტაპია. მას ორი ქართველი და ერთი უკრაინელი დამფუძნებელი ჰყავს და სტარტაპის დაფუძნებამდე ისინი ბლოკჩეინ პროდუქტების შექმნით იყვნენ დაკავებულები.

 

რას საქმიანობს კონკრეტულად Rarify და როგორია მისი სამომავლო გეგმები? ამ საკითხებზე მისი თანადამფუძნებელი, ლაშა ანთაძე გვესაუბრება:

იდეა

2014 წლიდან კომპანიის დამფუძნებლები ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის NFT სფეროში პრობლემის დანახვა შედარებით მარტივი იყო, რაც ტექნოლოგიაზე წვდომის გამარტივებას გულისხმობდა დეველოპერებისთვის და, მეორე მხრივ, NFT-ების ვაჭრობაში არსებული ბარიერების მოხსნას.

პროდუქტი

Rarify არის სხვადასხვა ბლოკჩეინზე NFT აპლიკაციების აწყობისთვის და ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალება, რომელიც დეველოპერს იმისთვის სჭირდება, რომ მარტივად მოახერხოს NFT-ების ინტეგრაცია.

Rarify-ს პირველი პროდუქტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, არის DATA API: ის ამარტივებს NFT-ების შესახებ მონაცემების ამოღებას ბლოკჩეინიდან. ანუ თუ NFT მარკეტფლეის, გალერეას, თამაშს, ან ნებისმიერ აპლიკაციას აწყობთ – იმისათვის, რომ უბრალოდ აჩვენოთ სურათი, ფასების ისტორია, მფლობელი, გადაამოწმოთ წარმომავლობა, აუცილებელია, რომ რეალურ დროში გქონდეთ ამ მონაცემებზე წვდომისა და განახლების საშუალება. ხოლო ამ ტიპის ინფორმაციის ამოღება ბლოკჩეინიდან ტექნიკურად რთულია და თან მუდამ განახლებადი მონაცემები დაგჭირდებათ.

მეორე პროდუქტი, რომელზეც უკვე ვმუშაობთ NFT-ის ვაჭრობისა და ლიკვიდურობის შექმნაზეა ორიენტირებული. პროდუქტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად მოიხსნას ტექნიკური ბარიერები იმისათვის, რომ NFT, მაგალითად, ebay-სა ან Shutterstock-ზე იქმნებოდეს/მისით ვაჭრობა შესაძლებელი იყოს და ასევე ერთ ქსელში შექმნილი NFT-ის მეორე ქსელში გადატანა და მარქეთფლეისებს შორის არბიტრაჟი დასაშვები იყოს.

დამფუძნებლები

კომპანიაში ვართ 2 ქართველი და ერთი უკრაინელი, რომელთან ერთადაც 2014 წლიდან სხვადასხვა ბლოკჩეინ პროდუქტს ვაწყობ. ამ წლების განმავლობაში 170-ზე მეტი ადამიანი დავასაქმეთ Web3 დეველოპმენტის სხვადასხვა პროექტში. რევაზ წივწივაძე, რომელთან ერთადაც რარიფაის პროექტი დავიწყე, აშშ-ში ცხოვრობს 12 წელიწადზე მეტია და მისი გამოცდილება Head of Product = API-ზე დაფუძნებული დეველოპერი პლატფორმების შექმნას მოიცავს, ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Mastercard, Shutterstock და Spotify. ჩვენი საერთო ბექგრაუნდი ზუსტად ასახავს იმ პროდუქტს, რომელსაც Rarify ქმნის.

კონკურენტები

ვფიქრობ, კონკურენტებს შორის გამორჩეული ჩვენივე ფოკუსით ვართ – ჩვენი მიზანია, B2B პრობლემები გადავჭრათ და შევქმნათ ქსელური ეფექტი NFT ვაჭრობაში. ანუ ხელს არ ვკიდებთ არტისტების და 10,000 NFT-ების გამოშვებას, არც მინი ექსპერიმენტებს და ამით შიდა რესურსს გაცილებით ეფექტურად ვმართავთ. მგონია, რომ პრობლემებს, რაც ეხლაა და მომავალში იქნება, ინფრასტრუქტურულ დონეზე უკეთესად ვხედავთ.

პირველი ნაბიჯები

პროექტი ჩვენთვის მოულოდნელი ტემპით განვითარდა, 2021 წლის ზაფხულში ავაწყეთ მარტივი პრეზენტაცია ერთ კვირაში და პირველივე ინვესტორი გამოგვიჩნდა – Shutterstock-ის დამფუძნებელი, თავისი ფონდით Pareto. ოქტომბერში უკვე მოზიდული გვქონდა $2,2მილ. Seed round-ზე და რადგანაც დიდი ინტერესი ვიგრძენით როგორც ბაზრიდან, ასევე ინვესტორებიდან, იანვარში უკვე $10 მილ. რაუნდი დავხურეთ – $100 მილ. ვალუაციით, რომლის ლიდიც ბლოკჩეინ სფეროში საუკეთესო ფონდი Pantera Ventures გახდა (მათ პორტფელში 10 კრიპტო უნიქორნია).

ქართული სტარტაპები: Cyber Lawyer

cyber

Cyber Lawyer – ასე ჰქვია ციფრულ იურიდიულ პროდუქტს, რომელიც ლევან გორელაშვილმა და რომან გორგოშიძემ დაარსეს. ციფრული იურისტის მისია იურიდიული დოკუმენტების ციფრულად მომზადება და ამ პროცესში ადამიანი იურისტის ჩართულობის საჭიროების შემცირებაა.

ბაზარზე გასვლის სტრატეგია

ბაზარზე შესვლა პოტენციურ კლიენტებთან აქტიური გამოკითხვებით დავიწყეთ, რათა არსებული ტექნიკური პრობლემების სიმძაფრე გაგვეზომა და პროდუქტის აწყობისას პრიორეტიზაციაც მოგვეხდინა. თავიდან 2 ვერტიკალი გვქონდა: ერთი “ბლოკჩეინ Web3” ეკოსისტემის აპლიკაციები, და მეორე – უფრო ტრადიციული ინტერნეტ მარქეთფლეისები. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვჯერა, NFT ინტერდნეტში ციფრული აქტივის ფლობის (Ownership) ტექნოლოგია აუცილებლად გახდება ნებისმიერი აპლიკაციის ნაწილი – აღმოვაჩინეთ, რომ ტრანდიციული ინტერნეტ ბიზნესების ტრანსფორმაცია გაცილებით უფრო ნელა მოხდება, რადგანაც არამარტო ტექნიკური პრობლემები არსებობს, არამედ ბევრ ბიზნეს მოდელსაც ცვლის და ხშირად გამართული კომპანიისთვის სარისკოა.

ამიტომ, დღეს პრიორიტეტულად Web3 ბლოკჩეინ კომპანიებზე ვართ ფოკუსირებული და NFT-ზე დაფუძნებული სესხების გამცემ აპლიკაციებთან,  კრიპტო აქტივების გადასახადების გამომთვლელ სისტემებთან, ან თვითონ ენეფტი მარქეთფლეისებთან ვმუშაობთ.

სირთულეები

ზოგადად ეს სფერო ძალიან რთულია იმისათვის, რომ პირველი პროდუქტის რეალური ღირებულება შექმნა და ასევე, ამ დინამიურ და ხანდახან რადიკალურად ცვალებად ინდუსტრიაში დაინახო, რა შეიძლება იყოს უნივერსალურად სიცოცხლისუნარიანი. რადგან სპეკულაციური მომენტები, ტოკენებით კაპიტალის მოძრაობა და რეალური ბიზნესი სხვადასხვა ადგილას არის ხოლმე, ამიტომ სულ გვიწევს სწრაფი ექსპერიმენტით პროდუქტის გამოტანა, გასინჯვა და ხშირად გადაგდება.

Rarify დღეს

დღეს 25 ადამიანი ვართ კომპანიაში და აქტიურად ვიზრდებით, სრულად დისტანციურად ვმუშაობთ ნიუ-იორკიდან, ბოსტონიდან, ბერლინიდან, კიევიდან და თბილისიდან. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები Rarify-სთვის (6 თვეში), რომ აშკარად ბევრ რაღაცაზე ჩვენ თავადვე არ გვქონდა ნაფიქრი და ბევრი მიმართულებთ ერთდროულად მუშაობა გვიწევს.

მოზიდული ინვესტიციები

GreycroftEniac VenturesHyperSlow VenturesVisary Capital, Modern Venture Partners, Covalent VenturesSozo Ventures, and Circle –  Pareto HoldingsJon OringerScott BelskyEniac VenturesWEDŪ Inc.Protocol Labs.

ეს არის ფონდების და დამფუძნებლების სია, რომლებმაც ჩვენს 2 რაუნდში მიიღეს მონაწილეობა და ჯამურად 12,2მილ$ მოვიზიდეთ $100მილ ვალუაციით.

სამომავლო გეგმები

მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე საინტერესო პროდუქტი უკვე გვაქვს და მომხმარებლებიც გვყავს, მთავარი გეგმა მაინც ისაა, რომ დავინახოთ და მივხვდეთ, რა იქნება შემდეგი ამ მზარდ ინდუსტრიაში და საით განვითარდება ზოგადად NFT, როგორც პროდუქტი ციფრულ სამყაროში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post