fbpx

QuickShipper-ი META-სა და GENESIS-ის სტარტაპ პროგრამაში მიიღეს

QuickShipper-ი META-სა და GENESIS-ის სტარტაპ პროგრამაში მიიღეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული სტარტაპი QuickShipper კომპანიების META-სა და GENESIS-ის მიერ ორგანიზებულ სტარტაპ პროგრამაში მიიღეს​​. როგორც ცნობილია, QuickShipper-ი 3000 აპლიკანტიდან 50 რჩეულ სტარტაპს შორის მოხვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, კომპანიის დირექტორს, მარიამ ახვლედიანს გავსაუბრებოდით:

– პირველ რიგში, გვიამბეთ startup academy-ს შესახებ და ასევე, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?

Meta-ს და Genesis-ის სტარტაპ პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება და აერთიანებს ენტრეპრენერებს მთელი მსოფლიოდან, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა სტარტაპებისთვის. შარშანდელ აკადემიაში მონაწილეობა 35-მა დამფუძნებელმა მიიღო 7 ქვეყნიდან. წელს კი ფინალში 3 000-ზე მეტი სტარტაპიდან 50 აპლიკანტი გადავიდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ჩვენ ვართ.

2 თვიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში დავამუშავებთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ტექ სტარტაპის წამოწყება და საერთაშორისო ბაზარზე გატანა, რაც QuickShipper-ის გეგმების განხორციელებაში დაგვეხმარება, კომუნიკაცია გვექნება მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

– რა ეტაპების გავლა მოგიწიათ იმისთვის, რომ 50 რჩეულ სტარტაპს შორის მოხვედრილიყავით?

რჩეულ სტარტაპებს შორის მოხვედრა მარტივი არ ყოფილა. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: პირველ რიგში, გავაგზავნეთ აპლიკაცია, რომლის შემდეგაც ტესტირება ჩატარდა; შემდეგი ეტაპი იყო ფიჩის გაგზავნა, ხოლო საბოლოო ნაბიჯი – პერსონალური ინტერვიუები, რომლის შემდეგაც ფინალში 3000-ზე მეტი სტარტაპიდან 50 აპლიკანტი გადავიდა.

კარგონმა Flexport-ისგან ინვესტიცია მიიღო

Flexport

ქართულ სტარტაპ კარგონში მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა ლოგისტიკურმა სტარტაპმა, Flexport-მა განახორციელა ინვესტიცია. ,,Flexport ჩვენთვის ის კომპანიაა, რომელსაც შორიდან შევყურებდით. გარკვეულწილად წარმოუდგენელიც იყო, რომ ჩვენს რეგიონში და კარგონში ინვესტიციას განახორციელებდა.

– როგორი მოლოდინები გაქვთ ამ პროგრამისადმი და როგორ ფიქრობთ, რაში წაადგება კომპანიას აქ მონაწილეობის მიღება?

პროგრამის ფარგლებში მოვემზადებით პოტენციურ ინვესტორებთან შესახვედრად. ორთვიანი ინტენსიური კურსის ბოლოს, ჩვენს გუნდს ექნება შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან და შანსი, მოვიზიდოთ დამატებითი დაფინანსება ვენჩურული ინვესტორებისგან.

შეხვედრაზე დამსწრე სხვადასხვა ინვესტორის გარდა, ასევე იქნება შესაძლებელი 10,000-დან 100,000$-მდე ინვესტიციის მიღება Amazon Web Services (AWS)-სგან. AWS ყოვლისმომცველი და ფართოდ მიღებული cloud პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს 200-ზე მეტი ტიპის სერვისს სთავაზობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია META-ს სერტიფიკატი, რომელიც კურსის დამთავრების შემდეგ გადმოგვეცემა, რაც მეტა პროდუქტების უმაღლეს დონეზე ცოდნას აღნიშნავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post