fbpx

როგორ უმკლავდებიან კარგი სტარტაპლიდერები ცუდ სიახლეებს

ცუდ

როგორ უმკლავდებიან კარგი სტარტაპლიდერები ცუდ სიახლეებს

ცუდი ამბის შესახებ გაგების ყველა აღმასრულებელ დირექტორს ეშინია, თუმცა მასთან გამკლავება მაინც ყველა მათგანს უწევს. ცუდი ამბები განსაკუთრებულ თავსატეხს უქმნის სტარტაპებსაც, განსაკუთრებით იმ სტარტაპებს, რომლებიც ცუდი ამბის დროდადრო მიღებას არ არიან მიჩვეულნი, – ამბობს ThoughtSpot-ის აღმასრულებელი დირექტორი სუდიშ ნაირი და დასძენს, რომ სტარტაპზე მუშაობისას ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით ვერ გამოვა, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ მეთოდოლოგია, რომლითაც ცუდი ამბების გადახარშვასა და წინ სწორი მიმართულებით სვლას შევძლებთ.

 

ThoughtSpot-ში ბევრი აღმავალი და დაღმავალი პერიოდი გამოვიარეთ. ცუდ სიახლეებს არ გავურბივართ. ვიღებთ და მას ჯგუფურად ვუპირისპირდებით, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ამ მიდგომის წარმატებულობა სამ ძირითად, ქვემოთ მოცემულ ელემენტზეა დამოკიდებული.

ჩარჩო

ცუდი ამბის გადახარშვისას თქვენს პიროვნულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და იმედგაცრუებასთან გამკლავების სხვადასხვა გზა გვაქვს. თუ გამოცდილი ლიდერი ხართ, ალბათ, უკვე გაქვთ კარგად ჩამოყალიბებული მოდელი ამისთვის. შესაძლოა ეს იყოს მანქანით გასეირნება, ან მეგობართან საუბარი, – ამბობს ნაირი და აღნიშნავს, რომ თუ ლიდერის როლში ყოფნა თქვენთვის ახალი გამოცდილებაა, ცუდი ამბების მიღებისა და გადახარშვისთვის გარკვეული ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოთ. მისი თქმით, ამაში დაგეხმარებათ იმის გახსენება, თუ როგორ უმკლავდებით ცუდ სიახლეებს პირად ცხოვრებაში.

გაზიარება

ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა ისეთ ადამიანთა ჯგუფის შექმნაა, რომელთანაც ნებისმიერი რაიმეს გაზიარება შეეძლება. თუმცა, არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ლიდერმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავისი ტვირთი სხვებს არ გაუზიაროს. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ის, რომ მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მარტო მიღება სურს, რასაც, საბოლოოდ, უარესი შედეგები მოჰყვება, –  ამბობს ნაირი და აღნიშნავს, რომ ლიდერები მარტო და ჩუმად არ უნდა გაუმკლავდნენ ცუდ სიახლეებს; არამედ, მათ უნდა შექმნან ისეთი ვითარება, რომ ცუდი სიახლე ადამიანთა მცირე ჯგუფს მაინც გაუზიარონ და ერთად მოძებნონ გამოსავალი.

პატარა ნაბიჯები წარმატებული ლიდერობისთვის

ერთ-ერთ ლაბორატორიაში ორგანული ქიმიკოსი ჯული მედიკამენტებზე კვლევას ატარებდა. საამისოდ მან დიდი შრომა გასწია და დიდი ინფორმაციაც შეაგროვა, თუმცა, ჯულის უფროსმა, გორდონმა ამ კვლევას “ყველაზე დიდი ნაგავი” უწოდა, რაც კი ოდესმე უნახავს.

გადანაწილება და პასუხისმგებლობა

ნაირის თქმით, აღმასრულებელმა დირექტორებმა მიზანმიმართულად დელეგირება და უფლებამოსილების გაზიარება უნდა შეძლონ. მათ უნდა მისცენ ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებების ლიდერებს იმის შესაძლებლობა, რომ პრობლემებს თავად, წარუმატებლობის შიშის გარეშე გაუმკლავდნენ. თუმცა, ამავდროულად იცოდნენ, რომ აღმასრულებელი დირექტორი მათ ზურგს უმაგრებს და თავის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

მაგალითად, პანდემიის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია. ასეთ დროს ზოგიერთი ადამიანი კარგ ამბავს იღებს, ზოგი კი – ცუდს. ჩემგან, როგორც აღმასრულებელი დირექტორისგან, მინდოდა ცხადი ყოფილიყო, რომ გადაწყვეტილებები ჩემი ინიციირებული იყო. ხოლო დეპარტამენტების ლიდერებმა ისინი უბრალოდ აღასრულეს და ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანებს, – იხსენებს ნაირი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post