fbpx

რა შესაძლებლობას უქმნის LinkedIn-ის ახალი ფუნქცია კრეატორებს?

linkedin

რა შესაძლებლობას უქმნის LinkedIn-ის ახალი ფუნქცია კრეატორებს?

LinkedIn-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სპეციალურად კონტენტ კრეატორებზე მორგებული ახალი ფუნქციები დაემატება, რომელთა მეშვეობითაც ისინი სხვადასხვა ტიპის კონტენტის გაზიარებას უფრო მარტივად და მოქნილად შეძლებენ.

უახლოეს კვირებში, LinkedIn-ის შემქმნელებს შეეძლებათ, პირდაპირ გალინკონ მათი სურათები და ვიდეოები სასურველი ბმულით, რომელზეც ერთი დაწკაპუნებით, მომხმარებლები ვებსაიტებზე გადავლენ. ამას კრეატორები შემდეგნაირად შეძლებენ: ახალი პოსტის სურათის ან ვიდეოს დამატების შემდეგ მათ შეეძლებათ, სპეციალური ხატულას მეშვეობით “ბმულის დამატება” დაამატონ სასურველი ლინკი.

კომპანია ასევე მუშაობს შაბლონების ახალ ფუნქციაზე, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ კრეატორებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათი კონტენტი ვიზუალურად უფრო კარგად გამოჩნდეს. შაბლონები შექმნილია იმისთვის, რომ ტექსტურ პოსტებს მიეცეთ განსაკუთრებული ვიზუალი, რათა ისინი უფრო სასიამოვნო და თვალშისაცემი გახდეს მკითხველებისთვის. კრეატორებს კი წვდომა ახალ შაბლონებზე უახლოეს კვირებში ექნებათ. როგორ? მათ უნდა აირჩიონ მრავალი კონფიგურირებადი ფონიდან და შრიფტიდან ერთ-ერთი, დაამატონ ტექსტი და დააჭირონ “გაზიარებას”.

გარდა ამისა, LinkedIn-მა დაიწყო “კარუსელის” ფუნქციაზე მუშაობაც, რომელიც კონტენტის ახალი ფორმატია და რომლის გამოშვებასაც კომპანია უფრო ფართოდ ამ წლის ბოლოს გეგმავს.

WhatsApp-ში შეტყობინების წაშლის ხანგრძლივობა 2 დღემდე იზრდება

Whatsapp

თუკი WhatsApp-ში ისეთი შეტყობინება გაგზავნეთ, რომელსაც ახლა ნანობთ, პლატფორმა უკვე საშუალებას გაძლევთ, 2 დღის განმავლობაში ეს შეტყობინება წაშალოთ.

ახალ ფუნქციებზე მუშაობა კომპანიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კრეატორების მხრიდან პლატფორმაზე ვიზუალური კონტენტის დამატების 20%-იანი ზრდა შენიშნა ყოველწლიურად.

მიუხედავად იმისა, რომ LinkedIn-ს ჰყავს 830 მილიონი მომხმარებელი, ის მოიცავს კონტენტს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება TikTok-სა და Instagram-ზე არსებულისგან. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია პლატფორმისთვის, იყოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post