fbpx

Klarna-ს დამფუძნებელმა Impact ანტრეპრენერებისთვის პრემია დააარსა

Klarna-ს დამფუძნებელმა Impact ანტრეპრენერებისთვის პრემია დააარსა

BCG-ის თანახმად, გლობალური აქტივების მართვის ბაზარი დაახლოებით 100 ტრილიონ დოლარს მოიცავს. აქედან მხოლოდ 715 მილიარდი დოლარი იხარჯება იმაზე, რასაც ჩვენ Impact კომპანიებს ვუწოდებთ და რომლებიც მსოფლიოს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად მუშაობენ.

Klarna-ს დამფუძნებელი გეგმავს, რომ ასეთი კომპანიებისთვის შექმნას ერთგვარი პრემია. ნიკლას ადალბერტმა Klarna 2005 წელს დააარსა, რომელიც 2015 წელს დატოვა და შექმნა Norrsken Foundation 2016 წელს. სწორედ Norrsken-ის სახელქვეშ მოექცევა პრემია “Norrsken Impact100”, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულ Impact კომპანიებს გააერთიანებს, რათა ნათელი მოეფინოს ამ სივრცეში მომუშავე დამფუძნებლებს.

რა არის Impact Entrepreneurship?

Impact Entrepreneurship

სოციალური მეწარმეობა არის მიდგომა, რომელიც სტარტაპებისა და ანტრეპრენერების მიერ სოციალური პრობლემების გადაჭრისადმი მიმართული გადაწყვეტილებების განვითარებას

განცხადებაში ადალბერტმა თქვა: ”ჩვენ გვჯერა, რომ მეწარმეები, რომლებიც ქმნიან მასშტაბურ ბიზნესს, გავლენას იქონიებენ მსოფლიოს უმძიმესი და უდიდესი პრობლემების გადასაჭრაზე… უნიქორნები, როგორც წესი, იმ კომპანიებს ეწოდებათ, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია, მაგრამ ჩვენ გვინდა აღმოვაჩინოთ ისეთი უნიქორნები, რომლებიც 1 მილიარდ ადამიანზე დადებითად იმოქმედებენ“.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან Impact Week-ზე სტოკჰოლმში, ამ შემოდგომაზე.

Norrsken Foundation მართავს Norrsken House-ს შვედეთში, რომელიც ერთგვარი ჰაბია Impact ანტრეპრენერებისთვის და ასევე Norrsken VC-ს, $130 მილიონად შეფასებულ VC ფონდს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post