fbpx

რას ნიშნავს მეგობრული დამფუძნებელი? – აარონ ჰარისი

რას ნიშნავს მეგობრული დამფუძნებელი? – აარონ ჰარისი

ბევრი VC საუბრობს დამფუძნებლების მეგობრობულ თვისებებზე. მე შევამჩნიე, რომ დამფუძნებლებს ხშირად არასწორად ესმით, როგორ მუშაობს ეს სინამდვილეში. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს „მეგობრული დამფუძნებელი“ და რას – არ ნიშნავს.

 

მეგობრული დამფუძნებელი არ ნიშნავს:

• ღონისძიებების მოწყობას
• საჩუქრების კეთებას
• ყველა მოთხოვნაზე “დიახ-ის” თქმას
• თანამშრომლების მუდმივ შექებას
• თანამშრომლების შეცდომების გამოსწორებას
• თანამშრომლებისადმი ყოველთვის კარგ მოპყრობას

მეგობრული დამფუძნებელი უნდა იყოს:

• პატიოსანი
• პროცესებს გამჭვირვალედ მართავდეს
• აბრუნებდეს უკუკავშირს
• მოქმედებდეს კომპანიის, აქციონერების, თანამშრომლების, დამფუძნებლების ინტერესებიდან გამომდინარე

ხშირად სწორედ იმის გამო, რომ დამფუძნებელმა მეგობრული ადამიანის განწყობა შექმნას, ზედა პუნქტებს მიმართავს. ეს პუნქტები, რასაკვირველია, თანამშრომლებში კეთილგანწყობას იწვევს. თუმცა, ხშირად ისინი, სწორედ რომ გუნდის წევრების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ადამიანისთვის მუდმივად დადებითი შეფასების მიცემა და მათი შეცდომების გამოსწორება მათ განვითარების საშუალებას არ მისცემს. პირიქით, ისინი მიეჩვევიან დამფუძნებლების მხრიდან ასეთ მოპყრობას და კომპანიის საქმე არც ისე კარგად წავა.

სწორედ ამიტომ, კომპანიაში დამფუძნებლის მხრიდან მუდმივად საჭიროა, სწორი და ჯანსაღი უკუკავშირი. მითითება იმაზე, თუ რას აკეთებენ გუნდის წევრები არასწორად, მათ ამ შეცდომების დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალებას მისცემს. შესაბამისად, პროცესები კომპანიაში ბევრად უფრო დალაგებულად წავა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა ერთი ოჯახის წევრებად იგრძნონ თავი, რის გამოც, დამფუძნებლები გამჭვირვალეები უნდა იყონ. მათ უნდა ანახონ გუნდის წევრებს, თუ რა პროცესები მიდის კომპანიაში და როგორ შეუძლიათ, გუნდის წევრები ამ პროცესებში ჩაერთონ.

სანამ გაიზრდები – სემ ალტმანი

სტარტაპები

სტარტაპები განისაზღვრება ზრდით, მაგრამ დიდი კომპანიის შესაქმნელად პირველი ნაბიჯი მხოლოდ ზრდისთვის არ უნდა გადადგათ.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post