fbpx

დიპლომების შემდეგ – Paul Graham

mvp.ge-startup literatura paul

დიპლომების შემდეგ – Paul Graham

პოლ გრეემის ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ:
„რამდენიმე თვის წინ წავიკითხე New York Times-ის სტატია, სამხრეთ კორეის მოსამზადებელი სკოლების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სწორ უნივერსიტეტში ჩაბარებამ შეიძლება განაპირობოს ამბიციური სამხრეთ კორეელის მომავალი წარმატება ან კრახი. მშობლის კომენტარის მიხედვით, კი მათ ქვეყანაში კოლეჯის მისაღები გამოცდები განსაზღვრავს ადამიანის მომავლის 70-80%-ს.“

დღევანდელი გადმოსახედიდან, გასაოცრად ძელმოდურად ჟღერს ასეთი მოსაზრებები. თუმცა პოლისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ ნაცნობია. როდესაც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნივერსიტეტში სწავლობდა, იქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ახლანდელ ამერიკაში ნაკლებადაა წარმატება დიპლომებზე დამოკიდებული და მეტი ყურადღება შესრულებული სამუშაოს ხარისხს ექცევა, ვიდრე 25 წლის წინ.რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდებით, მაგრამ იმდენად აღარ, როგორც ადრე.

რა შეიცვალა?

ადამიანების, აკადემიური მოსწრების საფუძელზე შეფასება, თავის დროზე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა სათავასეს ჩინეთში იღებს, სადაც 587 წელს, კანდიდატები კლასიკური ლიტერატურის გამოცდას აბარებდნენ იმპერიის საჯარო სამსახურში მოსახვედრად. ეს ერთგვარი სიმდიდრის ტესტიც იყო, რადგან გამოცდით ისეთი ცოდნა მოწმდებოდა, რომლის მისაღებადაც რამდენიმეწლიანი ძვირადღირებული მომზადება იყო საჭირო. სიმდიდრე საჭირო ფაქტორი იყო თუმცა არა საკმარისი. დანარჩენი მსოფლიოს სტანდარტებით, 587 წელს ჩინური სისტემა ძალიან მაღალგანვითარებული იყო. ევროპაში საჯარო სამსახურის ოფიციალური გამოცდები მეცხრამეტე საუკუნემდე არ არსებობდა, ამის შემდეგაც კი პირველ ეტაპებზე ევროპულ სისტემას ეტყობოდა ჩინურის გავლენები.

დიპლომებამდე, სამთავრობო თანამდებობების მოპოვების ძირითადი გზა ოჯახის გავლენა იყო, თუ ეს არ მოქმედებდა, პირდაპირ მოქრთამვას მიმართავდნენ. ამის შემდეგ, ტესტირების შედეგებით ადამიანების შეფასება დიდი პროგრესი იყო, თუმცა არა სრულყოფილი გამოსავალი. ადამიანების შეფასების ასეთმა სისტემამ განაპირობა მოსამზადებელი სკოლების ჩამოყალიბება, როგორც მინის დინასტიისდროინდელ ჩინეთში ასევე მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში და დღევანდელ სამხრეთ კორეაში.

მოსამზადებელი სკოლები, ფაქტობრივად საგამოცდო სისტემაში ხვრელების არსებობის დადასტურებაა. დიპლომების გამოყენება თაობებს შორის ძალაუფლების პირდაპირი გადაცემის შეწყვეტის მცდელობა იყო და მოსამზადებელი სკოლები ამ სისტემაში ძალაუფლების მოსაპოვებელი ხვრელების აღმოჩენას ემსახურებოდნენ. მოსამზადებელი სკოლები ერთი თაობის სიმდიდრეს, დიპლომებად გარდაქმნიდნენ მომდევნოში.

ამ ფენომენთან გამკლავება ძალიან რთულია, რადგან ასეთი სკოლები ნებისმიერ რამეს ერგებიან, რასაც შეიძლება ტეტსი ზომავდეს. როდესაც ტესტები სპეციფიკური და პროგნოზირებადია, მოსამზადებელი სკოლების კლასიკურ მოდელებს ვხვდებით, მაგალითად ისეთს, რომელმაც კანდიდატები სანდჰერსტისთვის მოამზადა (Sandhurst – the British West Point, ბრიტანული სამხედრო უნარების შეჯიბრება) ან ისეთს, რომელიც ამერიკელ სტუდენტებს ამზადებს SAT (ამერიკის კოლეჯებში მისაღები სტანდარტიზებული ტესტი) ქულების გაუმჯობესებისთვის.

რაც უფრო არასპეციფიკურია ტესტი, მით უფრო ფართოვდებიან მოსამზადებელი სკოლები. კანდიდატის მომზადებას, ჩინეთის იმპერიის საჯარო სამსახურის გამოცდებისთვის წლები სჭირდებოდა, ისევე როგორც ახლანდელ მოსამზადებელ სკოლებს. ასეთი ინსტიტუციების მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია: სისტემის დამარცხება.

სოციუმის გავლენა

ისტორია გვთავაზობს პოზიციას, რომ თუ ყველა სხვა რამ თანასწორია, სოციუმის წარმატება პროპორციულია მისი შესაძლებლობის თავიდან აიცილოს მშობლების მიერ შვილების წარმატებაზე პირდაპირი ზემოქმედება. კარგია თუ მშობლები შვილების წარმატებას არაპირდაპირი გზით ხელს უწყობენ, მაგალითად თუ ეხმარებიან გონებრივ განვითარებაში და დისციპლინის შემუშავებაში, რაც ზრდის მათი წინსვლის პოტენციალს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც მშობლები პირდაპირ მეთოდებს იყენებენ, მაგალითად საკუთარი შილების მახასიათებლების კომპენსირებას სიმდიდრით და ძალაუფლებით ცდილობენ.

მშობლები მიდრეკილები არიან ასეთი ქმედებებისკენ, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ. ისინი სიცოცხლეს დათმობენ საკუთარი შვილებისთვის, ამიტომაც გასაკვირი არ არის რომ მორალის საზღვრებზე გადაბიჯებაც შეუძლიათ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამას სხვა მშობლებიც აკეთებენ.

ამ ტენდენციის ჩახშობას ორმაგი უპირატესობა აქვს. სოციუმი არამხოლოდ საუკეთესო კანდიდატებს იღებს კონკრეტული საქმიანობებისთვის, არამედ მშობლების ამბიციებიც არაპირდაპირ მეთოდებში კონვერტირდება და რეალურად ხელს უწყობს მათი შილების უკეთ აღზრდას.

მოსალოდნელია, რომ ძალიან ძნელი იქნება მშობლების ძალისხმევის ჩახშობა მათი შილებისთვის უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად. რადგან ფაქტობრივად წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ადამიანური ბუნების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალას. არ უნდა დავჯერდეთ გულუბრყვილო გადაწყვეტილებებს, რადგან ისინი არ იქნებიან ეფექტური.

 

მდგომარეობის შეცვლის უკეთესი გზა არის ფორმალური განათლების სისტემის გაუმჯობესება. თუ ამჟამინდელ ტესტირების სქემებში არის ხვრელები, მათი შევსებაა აუცილებელი. მოსამზადებელი სკოლების გამოყენება ამ მხრივ ეფექტური იქნება, რადგან ეს საკითხი მათ ყველაზე უკეთ ესმით. თანაც წარმატების საზომადაც შეიძლება მათი გამოყენება. თუ ოფიციალური განათლების სისტემის ცვლილებები წარმატებული იქნება, მოსამზადებელი სკოლების პოპულარობა საგრძნობლად შემცირდება.

უფრო ზოგად გამოსავალს გამჭვირვალობის ზრდა წარმოადგენს. განსაკუთრებით ისეთ გარდამტეხ სოციალურ პროცესებში, როგორიცაა მაგალითად კოლეჯის მისაღები გამოცდები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მხრივ ჯერ კიდევ შეინიშნება კორუფციის მრავალი გარეგანი მანიშნებელი. ამის ნათელი მაგალითია მემკვიდრეობის მიხედვით ჩარიცხვები უნივერსიტეტებში. (Legacy admissions – იმავე უნივერსიტეტში ჩარიცხვა, რომელიც კანდიდატის მშობლებს აქვთ დამთავრებული). მემკვიდრეობის სტატუსს დიდი წონა არ აქვს და რეალურად მხოლოდ კავშრების გაწყვეტას იწვევს: რა თქმა უნდა, კანდიდატები ფასდებიან შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა მემკვიდრეობის სტატუსი ეხმარება იმ აბიტურიენტებს ვიზეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საკამათოა. ასეთი მიდგომა ხომ იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ნებიმისერ დროს შეუძლია მემკვიდრეობის სტატუსს ისეთი წონა მიანიჭოს შერჩევის პროცესში, როგორსაც მოისურვებს და ამის მიხედვით ცვალოს შერჩევის მოცულობაც.

თუ შევამცირებთ ფორმალური განათლების სისტემის ბოროტად გამოყენებას, ეს შესაძლოა მისი გამყარების საფუძველი გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოცდების ორგანიზატორ ინსტიტუციებს ეს არ სურთ.

გამოსავალი

საბედნიეროდ არსებობს უკეთესი გზაც, იმისათვლის რომ შევაჩეროთ ძალაუფლების პირდაპირი გადაცემა თაობებს შორის. ფორმალური განათლების სისტემის გართულების და მისი ხვრელების ამოვსების ნაცვლად, შეგვიძლია შევამციროთ მისი მნიშვნელობა.

მოდით დავფიქრდეთ რას ემსახურება დიპლომი. ფუნქციურად, ეს სამუშაოს შესრულების ხარისხის პროგნოზირების გზაა. პირდაპირ რომ შეგეძლოთ ამის პარამეტრის გაზომვა, წინასწარმეტყველება აღარ დაგჭირდებოდათ.

რატომ განვითარდა ფორმალური განათლების სისტემა? რატომ არ გადავსულვართ პირდაპირ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებაზე? დაფიქრდით საიდან გაჩნდა პირველად დიპლომების საჭიროება: დიდი ორგანიზაციებისთვის კადრების შერჩევისას. მასშტაბურ კომპანიებში შესრულებული სამუშაოს ინდივიდუალურად შეფასება რთულია, ამიტომაც ბევრად უფრო მნიშნელოვანია ამ მაჩვენებლის პროგნოზირება. ასეთ ორგანიზაციას რომ შეეძლოს სწრადად და იაფად შეაფასოს ახალი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო, ისინი სულაც არ მოითხოვდნენ დიპლომების წარდგენას. აიყვანდნენ ყველას და დაიტოვებდნენ მხოლოდ შესაბამის კადრებს.

როგორც აღვნიშნეთ, დიდ ორგანიზაციებს ეს არ შეუძლიათ. მცირე კომპანიები მიზანთან უფრო ახლოს არიან. ბაზრის პრინციპიც ხომ ეს არის, ის ყველას იღებს და მხოლოდ კარგ ვარიანტებს იტოვებს. რაც უფრო მცირდება ორგანიზაციების ზომები, მით მეტადაა მოცემული პრაქტიკა გამოყენებადი. შესაბამისად, სოციუმში თუ სხვა ყველაფერი თანაბარია და ის შედგება მცირე კომპანიებისგან, დიპლომების მნიშვნელობა ბევრად შემცირდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ეს ტენდენცია არის მძლავრი. ამიტომაცაა, რომ კორეის სიტუაციასთან დაკავშირებული ფრაზები ახლა ძალიან ძველმოდურად ჟღერს. ისინი ისევე მსჯელობენ ეკონომიკაზე, როგორც ამას რამდენიმე ათწლეულის წინ აკეთებდა ამერიკა, როდესაც ის რამდენიმე მასშტაბური ორგანიზაციის დომინირებას განიცდიდა. ამბიციური ადამიანებისთვის ასეთ გარემოში გამოსავალი რომელიმე ასეთი კომპანიის წევრობაა. დიპლომებს აქ დიდი მნიშნელობა აქვს. დიდი ორგანიზაციის კულტურაში ელიტური მემკვიდრეობა თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება ხდება.

ეს მიდგომა არ მუშაობს პატარა კომპანიებში. მიუხედავად იმისა რომ კოლეგები შეიძლება მოიხიბლონ თქვენი დიპლომებით, ისინი მალევე ჩამოგშორდებიან, თუ თქვენი სამუშაოს შესრულების ხარისხი შესაბამისი არ არის, რადგან ამგვარ მდგომარეობას შეიძლება მოჰყვეს კომპანიის ბიზნესიდან გასვლა და უმუშევრად დარჩენა.

პატარა კომპანიების სამყაროში, საქმის შესრულების ხარისხი ერთადერთი მნიშნელოვანი პარამეტრია, რაც ყველას ადარდებს.  მათ, ვინც კადრებს სტარტაპებისთვის იქირავებენ, არ აინტერესებთ დაამთავრეთ თუ არა უნივერსიტეტი, მით უმეტეს რომელი. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, თქვენ რა შესაძლებლობები გაქვთ. რეალურად, სწორედ ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოზრდილ ორგანიზაებშიც. მიზეზი, რის გამოც დიპლომებს ამხელა ყურადღება ექცევა და პრესტიჯის ატრიბუტს წარმოადგენს, არის ის რომ სოციუმში დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ დიდი კომპანიები ითვლებოდა ძლევამოსილად. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა მათ აღარ აქვთ ძალაუფლებაზე ძველებური მონოპოლია, ზუსტად იმიტომ, რომ არ შეუძლიათ თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ინდივიდუალურად შეფასება. რატომ უნდა დახარჯოთ 20 წელი კორპორატიული კარიერის კიბეზე ასასვლელად, როდესაც შეგიძლიათ ჯილდო პირდაირ ბაზრისგან მიიღოთ?

პოლ გრეემი საკუთარ თავს ცვლილებების გაზვიადებული ხედვის მქონე ადამიანად მიიჩნევს, ყოველი შემთხვევისთვის სხვა ადამიანებთან შედარებით. როგორც ვენტურული ინვესტირების კომპანიის პარტნიორი, ის უბიძგებს ადამიანებს დაივიწყონ დიპლომების სამყარო და შეუერთდნენ შესრულებული სამუშაოს პირდაპირი შეფასების ახალ მიდგომას. ის იმ ცვლილებების აგენტია, რომლებსაც თავად ყოველდღე აკვირდება. თუმცა ვერ ვიტყვით რომ ეს ფანტაზიის სფეროა.  25 წლის წინ ამბიციური ადამიანისთვის ძალიან რთული იყო ნაბიჯის გადადგმა იმისკენ რომ შეფასება პიდაპირ ბაზრისგან მოესმინა. მას უნდა გაევლო უამრავი მენეჯერის მეთვალყურეობა, რომლებიც სწორედ დიპლომების გავლენებს განიცდიდნენ.

სტარტაპების წარმატება

რამ გამოიწვია მცირე კომპანიების წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებში? პოლს ამაზე ნათელი პასუხი არ აქვს. სტარტაპები ამ პროგრესის უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ. მცირე ორგანიზაციებს უფრო სწრაფად შეუძლიათ ახალი იდეების დამუშავება ვიდრე დიდ კორპორაციებს, ახალი ხედვის ღირებულება კი მუდმივად იზრდება.

პოლის აზრით სტარტაპები ახალ მოდელზე გადასვლის ყველა ასპექტს არ ითვალისწინებენ. მაგალითად მისი მეგობარი, ჯულიან ვებერი (Julian Weber) იხსენებს დროს როდესაც მცირე იურიდიული ფირმისთვის მუშაობდა 1950 წელს, სადაც დამწყებ ადვოკატებს ბევრად დაბალი ხელფასი ჰქონდათ ვიდრე ახლანდელ ფირმებში აქვთ. მაშინ იურიდიული კომპანიები თანამშრომლების ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს მიხედვით არ განსაზღვრავდნენ. ხელფასი გამოცდილების ხარისხზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ახალბედები იჩაგრებოდნენ სანამ მოგვიანებით არ მიაღწევდნენ შესაბამის ჯილდოს.

იგივე პრინციპი მოქმედებდა სამრეწველო ინდუსტრიის კომპანიებშიც. პოლი იხსენებს საკუთარ მამას რომელიც მუშაობდა ვესტინგჰაუსში (Westinghouse)  1970-იან წლებში. მას ჰყავდა კოლეგები, რომლებიც ბევრად მეტს მხოლოდ იმიტომ გამოიმუშავებდნენ, რომ მეტი სტაჟი ჰქონდათ.

დღევანდელ კომპანიებს მეტად უწევთ თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება, შესრულებული საქმის საბაზრო ფასის შესაბამისად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დასაქმებულები აღარ ენდობიან ორგანიზაციების მიერ ვადაგადებულ ჯილდოს.რატომ უნდა იმუშავოთ გადავადებული ჯილდოს მოსაგროვებლად კომპანიაში რომელიც შეიძლება გაკოტრდეს ან გაიყიდოს და სადაც ყველა ნაგულისხმევი ვალდებულება შეიძლება გაუთვალისწინებლად გაქრეს? მეორე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერდთმა კომპანია დაანგრია ძველი წარმოდგენები და ახალბედა თანამშრომლებს მსხვილი კომპენსაცია შესთავაზა. ეს განსაკუთრებით ეხება საკონსულტაციო, იურიდიულ და საფინანსო ორგანიზაციებს, სადაც პირველად გაჩნდა yuppie ფენომენი. (yuppie – young urban professional) დღესდღეისობით ეს სიტყვა ნაკლებად გამოიყენება, რადგან აღარავის უკვირს 25 წლის მდიდარი პროფესიონალების არსებობა, 1985 წელს კი ასეთი ადამიანები იმდენად იშიათი იყო, რომ აღსაწერად ცალკე სიტყვას საჭიროებდა.

კლასიკური yuppie მუშაობდა მცირე ორგანიზაციისთვის. ის არ იყო General Widget-ის თანამშრომელი, არამედ იმ პატარა იურიდიული ფირმის რომელიც General Widgeti-ისთვის მართავდა შესყიდვებს და საინვესტიციო პორტფელს, რომელიც საკუთარ ობლიგაციებს უშვებდა.

სტარტაპები და yuppie ამერიკის კონცეპტუალურ ლექსიკაში დაახლოებით ერთდროულად შეიჭრა, 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში. მათ შორის იმ დროს არ იყო მიზეზშედეგობრივი კავშირი. სტარტაპების გაჩენა სწრაფმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლებსაც მცირე ორგანიზაციები ახორციელებდნენ და დიდი კომპანიები ფეხს ვეღარ უწყობდნენ.  თუმცა yuppie სეგმენტის აღზევება პოლ გრეემის აზრით ამას არ გამოუწვევია. როგორც ჩანს ამ უკანასკნელის წინსვლის მიზეზი იმ სოციალური კონვენციების (შესაძლოა კანონებისაც) ცვლილება იყო, რომლებიც არეგულირებდნენ დიდი კომპანიების მუშაობას. ეს ორი ფენომენი მალევე შეერწყა იმ პრინციპს რომელიც ახლა საკმაოდ ბუნებრივი მოვლენაა: ახალგაზრდა ენერგიული კადრების შრომა ანაზღაურდება საბაზრო ღირებულების შესაბამისად, სანაცვლოდ კი მათგან მიიღებთ საქმის პროპორციულად მაღალხარისხიან შესრულებას.

დაახლოებით ამ დროს გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა იმ ჩიხიდან რომელიც მთელი 1970-იანი წლების განმავლობაში აფერხებდა. იყო ამ მოვლენებს შორის კავშირი? პოლ გრეემს არ აქვს კითხვაზე პასუხი, თუმცა პროცესები ერთმანეთს დროში დაემთხვა და საკმაოდ დიდი ენერგიაც განთავისუფლდა.

ქვეყნები, რომლებიც ღელავენ საკუთარ კონკურენტუნარიანობაზე, აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში შექმნილი სტარტაპების რაოდენობით. შედეგების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძირითადი პრინციპის შესწავლაზე. უნაზღაურებენ ისინი ახალგაზრდა ენერგიულ პროფესიონალებს შრომას საბაზრო ღირებულების შესაბამისად? სწორედ ეს ახალგაზრდები არიან წარმატების გასაღები, რადგან თუ ანაზღაურების პრინციპი შესრულებულ სამუშაოზე არაა დამოკიდებული, ისინი სავარაუდოდ ისევ სტაჯის შესაბამისად ჯილდოვდებიან.

სულ რამდენიმე ძლიერი მხარეა საჭირო ეკონომიკაში, რომლებიც შესრულებული საქმის მიხედვით აანაზღაურებენ შრომას. გაზომვადობა სითბოსავით ვრცელდება. თუ სოციუმის ერთი ნაწილი უკეთ ითვისებს პრინციპს, ის ზემოქმედებს დანარჩენ ნაწილზე, რომ მათაც უკეთესი შედეგები აჩვენონ. თუ ახალგაზრები, რომლებიც მოტივირებულები და ჭკვიანები არიან, ახერხებენ ბევრად დიდი შემოსავლის მიღებას საკუთარი საქმის წამოწყებით ვიდრე სხვისთვის მუშაობით, არსებულ კომპანიებს უწევთ საკუთარ კადრებს მეტი გადაუხადონ რათა შეინარჩუნონ ისინი. ამიტომაც, საბაზრო ღირებულება ეტაპობრივად ყველა ორგანიზაციაში აღწევს, მათ შორის სამთავრობო სექტორშიც.

შესრულებული საქმის შეფასების პრინციპი ნელ-ნელა იმ ორგანიზაციებშიც შეაღწევს რომლებიც დიპლომებს გასცემენ. პოლი იხსენებს რომ ბავშვობაში საკუთარ დას აწვალებდა ისეთი რაღაცების დავალებით, რასაც ის ისედაც აპირებდა. იგივე ბედი ელით შესრულებული საქმის შეფასების პრინციპით შევიწროებულ ფორმალური განათლების ორგანიზაციებს. როდესაც ისინი თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ბიზნესს დატოვებენ, მომავლის პროგნოზირებისთვის ბევრად მეტი მუშაობა მოუწევთ.

 

დიპლომი არის ნაბიჯი ქრთამის და გავლენის გამოყენების შემდეგ. თუმცა ის ბოლო ეტაპი არაა. არსებობს ბევრად უკეთესი გზა თაობებს შორის ძალაუფლების პირდაპირი გადაცემის შესაჩერებლად: ისეთი ეკონომიკური მოდელის წახალისება რომელიც აშენებული იქნება ბევრი მცირე ერთეულებისგან. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის პირდაპირ გაზომვა რასაც დიპლომი წინასწარმეტყველებს.

არავის მოსწონს ძალაუფლების გადაცემა თაობებს შორის, არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს. მაგრამ ბაზრის მხარდაჭერა მოიპოვა მემარჯვენეების მიერ შემოთავაზებულმა შეჩერების გზამ და არა მემარცხენეების სადიპლომო სისტემამ, რომელმაც კრახი განიცადა.

ფორმალური განათლების ერის დასასრული დაიწყო მაშინ როდესაც დიდი ორგანიზაციების ძალაუფლებამ პიკს მიაღწია, მეოცე საუკუნეში. ახლა ჩვენ ახალ ერაში გადავინაცვლეთ, რომელიც აგებულია შესრულებული საქმის შეფასების პრინციპზე. მიზეზი, რის გამოც ახალი მოდელი ასე სწრაფად განვითარდა, არის ის რომ ის ბევრად ეფექტურია. თანაც პროგრესის ტემპის შენელების არანაირი ნიშანი არ ჩანს.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post