fbpx

ხელოვნური ინტელექტის 3 ტრენდი, რომელსაც 2022-ში უნდა ველოდოთ

ხელოვნური-ინტელექტი-mvp.ge

ხელოვნური ინტელექტის 3 ტრენდი, რომელსაც 2022-ში უნდა ველოდოთ

დღესდღეობით ხელოვნურ ინტელექტს, რა თქმა უნდა, გააჩნია გარკვეული გამოწვევები (როგორც ნებისმიერ განვითარებად ტექნოლოგიას), თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიები სულ უფრო აქტიურად გადადიან მის გამოყენებაზე. როგორც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები ვარაუდობენ, ახლო მომავალში ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ ამ სფეროში. ამ სიახლეებიდან კი ჩვენ 3 ტენდენციაზე უნდა გიამბოთ, რომელიც 2022-შია მოსალოდნელი და რომლებიც დაეხმარება ბიზნესებს, გააგრძელონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრა.

ტენდენცია 1: მოქმედი AI ეთიკა და მმართველობა

უკვე წლებია, დისკუსია მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის მოდელებში მიკერძოების აღმოფხვრაზე. ეს შეშფოთება მხოლოდ ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის არ არის გამოკვეთილი – ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდება მთავარ მედია საშუალებებშიც. მაგალითად, NBC-მ ცოტა ხნის წინ გაუშვა “American Auto”-ს ეპიზოდი, რომელიც ეძღვნებოდა თვითმართვადი მანქანის შეცდომას – მან ვერ იცნო ფერადკანიანი ადამიანი.

2022 წელს უკვე მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და მიკერძოების შერბილება – თუკი ეს აქამდე მხოლოდ იდეა იყო, მას რეალურ პრაქტიკაში დავინახავთ ამ წელს. ეს ევოლუცია დიდწილად იკვებება განვითარებადი სტარტაპებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელოვნური ინტელექტის მონიტორინგს და მართვის გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის. ეს სტარტაპები წელს მაქსიმალურად ეცდებიან, ხელოვნური ინტელექტი საყოველთაო გახადონ.

ტენდენცია 2: ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა ჰიბრიდულ სამუშაო ადგილებში

Microsoft-ის ბოლო კვლევის თანახმად, გლობალურად, დასაქმებულთა 70%-ზე მეტს მოქნილი დისტანციური მუშაობის გრაფიკი სურს. შესაბამისად, ჰიბრიდული სამუშაო გარემო დარჩება ოპტიმალურ ვარიანტად თითქმის ყველგან, რაშიც ხელოვნური ინტელექტიც დიდ როლს ითამაშებს.

ბოლო წლებში არაფერი ისეთი ტრენდული არ იყო, როგორც ციფრული სამუშაო ინსტრუმენტები, რომლებიც დისტანციურად მომუშავე გუნდის ჩართულობას ამოწმებს. ამ საკითში მომდევნო ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის უნარი იქნება, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გუნდი. მაგალითად, არსებობს ერთი ასეთი სტარტაპი, როგორიცაა Read AI, რომელიც მონიტორინგს უწევს შეხვედრებს, აფასებს ვინ საუბრობს ყველაზე მეტს, როგორია საერთო განწყობა „ოთახში“ და სხვა ნიუანსირებულ ქმედებებს.

ამ მხრივ, ხელოვნური ინტელექტი დამსაქმებლებს დაეხმარება, შეფასონ თანამშრომლებიც ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და ემოციური ინტელექტის ზრდას შეუწყონ ხელი სამუშაო გუნდში. გარდა ამისა, თანამშრომლებზე მსგავსად ზრუნვა, გარკვეულწილად, გაზრდის კორპორატიულ კულტურასაც.

ტენდენცია 3: AI-ს და Web3-ის შესწავლა

მესამე ტენდენცია არის ხელოვნური ინტელექტისა და Web3-ის, კრიპტო და NFT-ების (არაცვალებადი ტოკენების) განვითარებადი სამყაროების კვეთა.
ერთ-ერთი აშკარა სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება, არის სინთეზური მონაცემები – სხვაგვარად ცნობილი, როგორც ხელოვნურად შექმნილი მონაცემები. ჩვენს სამყაროში მუდმივად მივმართავთ სინთეზურ მონაცემებს სწავლების ღრმა მოდელების გასაძლიერებლად და გენერაციული მოდელების მოსამზადებლად – დიდი დროისა და ფულის დახარჯვის გარეშე, მრავალფეროვანი მონაცემთა ნაკრების შესაქმნელად. ჩვენ ნელ-ნელა დავინახავთ გენერაციული საპირისპირო ქსელების გამოყენებას Web3-ში, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ათასობით უნიკალური, სინთეზური სიმბოლო მეტავერსში დასასახლებლად. ყველაფერი ეს კი ხსნის კარს მომხმარებლის ახალი გამოცდილების შესაქმნელად.

იგივე ეხება NFT-ებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად NFT-ები ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ მათში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოახდინოთ და ეს ციფრული აქტივები უფრო ინტერაქტიული გახადოთ. წარმოიდგინეთ ინტელექტუალური NFT-ები (iNFT), რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ენის გაგება, აღქმის შესაძლებლობები და კომპიუტერული ხედვა და, შესაბამისად, შეუძლიათ აუდიტორიის ჩართვა საუბრებში — მაგალითად, iNFT, რომელიც მოგიყვებათ მისი “წარმოშობის ამბის” შესახებ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post