რა არის ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS)?
ტრეიდერის, იგივე მოვაჭრის წარმატება ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, თუმცა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ის სავაჭრო სისტემის ან სავაჭრო სტრატეგიის გარეშე ბევრს ვერაფერს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ფულის მენეჯმენტი და რისკის მენეჯმენტი დიდ როლს თამაშობს წარმატებულ ვაჭრობაში, სავაჭრო სისტემა და სავაჭრო სტრატეგია წარმატებული ტრეიდინგის ერთგვარი ხერხემალია.
რაც შეეხება უშუალოდ სავაჭრო სისტემას, ის წესების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ხშირად ან ტექნიკურ ინდიკატორებს ეფუძნება, ან – ფუნდამენტურ ანალიზს. სავაჭრო სისტემა ეუბნება ტრეიდერს, როდის და როგორ უნდა ივაჭროს. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა ტრეიდერს ერთგვარად სამომავლო სურათსა და მოლოდინებს განუსაზღვრავს.
თუმცა, ამ სტატიაში არა უშუალოდ სავაჭრო სისტემაზე, არამედ ალტერნატიულ სავაჭრო სისტემაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ნაკლებად ტრადიციულია ტრეიდერებისთვის.
ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS)
დავიწყოთ იქიდან, რომ ალტერნატიული სავაჭრო სისტემა (ATS) არის აშშ-ისა და კანადაში განსაზღვრული სახელწოდებაა, რომელიც მოიცავს ყველა არასაბირჟო-სავაჭრო ადგილს. ევროპაში ისინი ცნობილია, როგორც მრავალმხრივი სავაჭრო ობიექტები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არასაბირჟო-სავაჭრო დაწესებულება უფრო მოქნილია კანონმდებლობის კუთხით, რადგან სამართლებრივად ისინი არ წარმოადგენენ ბირჟებს, არამედ მათი საქმიანობა რეგულირდება, როგორც საბროკერო-სადილერო. ამგვარად ATS -ები წარმოადგენენ მყიდველებისა და გამყიდველების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ყიდვა-გაყიდვის პლათფორმას რომელიც ეფუძნება ე.წ „დამთხვევების“ მოდელს. ანუ, აქ განხორციელებული ტრანზაქციები მყიდველის და გამყიდველის თანადროულ მოთხოვნის შედეგია. შესაბამისად ალეტრანტიული სავაჭრო სისტემები მუდმივად ორიენტირებულია კონტრაგენტების (მყიდველებისა და გამყიდველების) მოძიებაზე. აქვე გეტყვით, რომ ATS -ები, როგორც წესი, არა ფიზიკურ დაწესებულებას არამედ ელექტრონულ პლათფორმას წარმოადგენენ.
შეერთებულ შტატებში ATS-ის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ECN) – კომპიუტერიზებული სისტემები, რომლებიც ავტომატურად ამთხვევენ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შეკვეთებს ბაზარზე.
ზოგიერთი ეროვნული ბირჟისგან განსხვავებით, ATS არ ადგენს წესებს, რომლებიც არეგულირებს აბონენტების ქცევას ან დისციპლინას. ინვესტორებსა თუ უბრალოდ მოვაჭრეებს შეუძლიათ გამოიყენონ ATS პლათფორმა ფასიანი ქაღალდების მყიდველთა და გამყიველთა მოსაძებნად ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ საფონდო ბირჟებზე ივაჭრონ აქციებით. ამავე ინვესტორებს ალტერნატიული სავაჭრო სისტემა უქმნის შესაძლებლობას, ივაჭრონ საზოგადოებისგან დამალულად, ვინაიდან ATS ტრანზაქციები არ ჩანს ეროვნული ორდერების წიგნებში. შესაბამისად, ATS ამცირებს დომინოს ეფექტს – ანუ, საზოგადოებისგან დამალული ვაჭრობის გამო კაპიტალის ფასი არ იცვლება.
ალტერნატიული სავაჭრო სისტემების კრიტიკა
ბოლო წლების განმავლობაში, მარეგულირებლებმა გააძლიერეს სააღსრულებო მოქმედებები ATS-ის წინააღმდეგ სხვადასხვა დარღვევისთვის, თუნდაც, როგორიცაა მომხმარებლის კონფიდენციალური ვაჭრობის ინფორმაციის გამოყენება. ეს დარღვევები შეიძლება უფრო ხშირი იყოს ATS-ში, ვიდრე ეროვნულ ბირჟებზე, რადგანაც ATS-ს ნაკლები რეგულაცია გააჩნია.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ATS ლეგალურია, მას ნაკლები გამჭვირვალობა აქვს. სწორედ იმიტომ, რომ ალტერნატიულ სავაჭრო სისტემაში გარკვეული ტრანზაქციები საიდუმლოა, მას ხშირად „ბნელ აუზსაც“ კი უწოდებენ.
ალტერნატიული სავაჭრო სისტემების რეგულირება
ალტერნატიულ სავაჭრო სისტემებს არეგულირებს უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისია (SEC), რომელმაც შექმნა ე.წ ATS-ის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა. ალტერნატიული სავაჭრო სისტემა აკმაყოფილებს ბირჟის განმარტებას ფედერალური ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობით, მაგრამ არ არის საჭირო ფასიანი ქაღალდების ეროვნულ ბირჟად დარეგისტრირება, თუ ATS მუშაობს გაცვლის აქტის 3a1-1(a) წესით გათვალისწინებული გამონაკლისით. ამ გამონაკლისით ფუნქციონირებისთვის ATS უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციის ATS.2 300-303 წესებს.
ATS რეგულაციების შესასრულებლად, სისტემა უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ბროკერ-დილერი და წარადგინოს პირველადი ოპერაციების ანგარიში კომისიაში მუშაობის დაწყებამდე.
ბოლო პერიოდში, გადაიდგა გარკვეული ქმედითი ნაბიჯები საიმისოდ, რომ ATS უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო. ეს გულისხმობს დეტალური, საჯარო ინფორმაციის წარდგენას ფართო საზოგადოებისთვია ინტერესთა პოტენციური კონფლიქტისა და ინფორმაციის გაჟონვის რისკების შესახებ. ATS-ს ასევე მოეთხოვება წერილობითი გარანტიები და პროცედურები აბონენტების სავაჭრო ინფორმაციის დასაცავად.
SEC ოფიციალურად განსაზღვრავს ალტერნატიულ სავაჭრო სისტემას, როგორც „ნებისმიერ ორგანიზაციას, ასოციაციას, პიროვნებას, პირთა ჯგუფს ან სისტემას, რომელიც წარმოადგენს, ინარჩუნებს ან უზრუნველყოფს ბაზარს ან ობიექტებს ფასიანი ქაღალდების მყიდველებისა და გამყიდველების გაერთიანებისთვის.“
ალტერნატიული სავაჭრო სისტემის მაგალითები:
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ECN)
ეს არის ATS-ის ტიპი, რომელიც საშუალებას აძლევს ბროკერებსა და ინდივიდუალურ ტრეიდერებს,ივაჭრონ ფასიანი ქაღალდებით პირდაპირ შუამავლის გარეშე. ამგვარად, მსოფლიოს სხვადასხვაგეოგრაფიული უბნის ტრეიდერებს შეუძლიათ ვაჭრობის მარტივად წარმოება.
ბნელი აუზები (Dark Pools)
ეს ალტერნატიული სავაჭრო სისტემების კიდევ ერთი ტიპია, რომლებსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, რადგან ვაჭრობა საზოგადოებრივი ასპარეზის მიღმა მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტრანზაქციებს.
Call Markets
Call Markets არის ATS-ის ქვეჯგუფი, რომელიც აჯგუფებს შეკვეთებს, სანამ ისინი ტრანზაქციის განხორციელებამდე კონკრეტულ რიცხვს არ მიაღწევს. როგორც ასეთი, ამ ქვეჯგუფში ვაჭრობა ხდება წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალებით.
Crossing Networks
Dark Pool-ის მსგავსად, Crossing Network-იც იძლევა საშუალებას, ვაჭრობა მიმდინარეობდეს ჩუმად. ორივე ქსელი ლეგალურია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური პრესა და საინფორმაციო საშუალებები ხშირად აკრიტიკებენ მათ.
შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა.