Google-მა Android 13-ის მესამე ბეტა ვერსია გამოუშვა – რა უნდა ვიცოდეთ
Google-მა Pixel მოწყობილობებისთვის Android 13-ის მესამე ბეტა ვერსია გამოუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემის საბოლოო ჩაშვებამდე მხოლოდ ერთი (ივლისის) ბეტა ვერსია რჩება. მართალია, Android 13-ის ახალ ვერსიაში განახლებული ფუნქციები არ არის წარმოდგენილი, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი პლატფორმის სტაბილურობის ეტაპზე გადასვლაა.
სიახლესთან დაკავშირებულ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მთელი ყურადღება დეველოპერებისკენ არის მიმართული, რადგანაც პლატფორმის სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ახლა ფოკუსი სწრაფად განვითარებადი ახალი ფუნქციებიდან აპლიკაციების თავსებადობაზე უნდა გადავიდეს. ასევე, ვინაიდან API-ები და აპლიკაციების ქცევა საბოლოოა, ეს არის შესანიშნავი დრო დეველოპერებისთვის საბოლოო ტესტირებების დასაწყებად და სწორედ ამისკენ მოუწოდებს Google მათ.
,,ახლა ყურადღება მიმართულია თავსებადობის ტესტირებასა და ხარისხზე, რადგან თქვენს აპლიკაციებს ოფიციალური გამოშვებისთვის ამზადებთ… აპლიკაციისა და თამაშის ყველა დეველოპერს გთხოვთ, რომ ახლავე დაიწყოთ საბოლოო თავსებადობის ტესტირება და მოემზადოთ თქვენი თავსებადობის განახლებების რაც შეიძლება მალე გამოსაქვეყნებლად’’, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მომხმარებლებს, Android 13-ის მესამე ბეტა ვერსიის ჩაშვება ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოყალიბებულია თითქმის იმ სახით, რომელიც მას საბოლოო გამოშვებისას ექნება. ბეტა ვერსიის გამოცდის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ ეწვიონ ბმულს; დარწმუნდნენ, რომ მათი მოწყობილობა სიაშია და შემდეგ ინსტრუქციას მიჰყვნენ.
iOS 16 – რა გავიგეთ Apple-ის WWDC-იდან
Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციას (WWDC) 6 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიებაზე კომპანიამ თავის პროდუქტებთან დაკავშირებით არაერთი სიახლე შემოგვთავაზა. მათ შორის კი იყო ოპერაციული სისტემის განახლება iOS 16, რომლის დებიუტიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ზაფხულში ბეტა ტესტირების გავლის შემდეგ, იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ბეტა ვერსიაში ახალი ფუნქციები არ არის წარმოდგენილი, თუმცა Google-მა გარკვეული ხარვეზები აღმოფხვრა. მათ შორის, ორი ყველაზე მთავარია:
• როდესაც Always On Display იყო აქტიური, ტელეფონის თითის ანაბეჭდით განბლოკვისას ზოგჯერ სრული ეკრანი დროებით მწვანდებოდა;
• Pixel მოწყობილობაზე ყველა აპლიკაციის ძიების შედეგების გვერდზე სქროლვა Pixel Launcher-ის ე.წ. crash-ს იწვევდა.
Android 13-ის მესამე ბეტა ვერსიაში კომპანია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული. თუმცა, ის გარკვეულ ვიზუალურ ცვლილებებს გვთავაზობს Material You დიზაინის ფარგლებში.
ახლა კი, გაგაცნობთ Android 13-ის ზოგიერთ უნიკალურ ფუნქციას:
• ფერებთან დაკავშირებული ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც აპლიკაციების სიმბოლოების ეკრანის ფონის ფერთა სქემასთან შეხამება იქნება შესაძლებელი.
• Push-შეტყობინებების გასაგზავნად აპლიკაციებს მომხმარებლის ნებართვა დასჭირდებათ. აპლიკაციის პირველად გახსნისას, ადამიანები აირჩევენ, შეეძლება თუ არა მას შეტყობინებების გამოგზავნა.
• მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ აპლიკაციებს მხოლოდ მათ მიერ შერჩეული ფოტო- და ვიდეოფაილები გაუზიარონ. ანუ აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ადამიანებმა აპლიკაციას მთელ მედიაბიბლიოთეკაზე წვდომა მიანიჭონ.
• მომხმარებლებისთვის შესაძლებელი იქნება, აპლიკაციებს მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეოებზე, ან მხოლოდ მუსიკასა და აუდიოფაილებზე მისცენ წვდომა.
• აპლიკაციებმა უნდა მოითხოვონ კონკრეტული ნებართვა, თუ ისინი იყენებენ ან მონიტორინგს უწევენ მაგალითად გულისცემას და ტემპერატურას.
• მომხმარებლებს შეეძლებათ, ყველა აპლიკაციაზე სასურველი სხვადასხვა ენა დააყენონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ აპლიკაციას განსხვავებული ენა ექნება და ის სისტემური ენისგან განცალკევებული იქნება.
• Android 13-ს ასევე ექნება უკეთესი მხარდაჭერა უფრო დიდი ეკრანებისთვის, როგორიცაა ტაბლეტები.
გარდა ამისა, კომპანია გვთავაზობს რამდენიმე სასარგებლო ფუნქციას, მაგალითად Youtube-ის, Maps-ის, Play Store-ისა და პარამეტრებისთვის საძიებო მალსახმობებს (Shortcut). ასევე უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პარამეტრებს ემატება კონტროლის ახალი გვერდი, რომელშიც მომხმარებლები დაარეგულირებენ მიკროფონის, კამერის, მდებარეობისა და clipboard-ის მონაცემებზე წვდომის ნებართვებს.