Apple-ის რა გამოცდილებას უნდა იზიარებდეს Web3 – პრად ნუკალა
ამ სტატიაში განხილულია ის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელშიც Web3 უნდა გაუმჯობესდეს, რათა მასიურად მიიპყროს დეველოპერების ყურადღება.
2022 წლის მონაცემებით ვარაუდობენ, რომ Web3-ის ეკოსისტემაში მხოლოდ 18,000 დეველოპერი იყო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ კოდების შექმნაზე, დაინტერესებულები არიან კრიპტოვალუტებით და თვეში ერთხელ მაინც web3 პროექტებით არიან დაკავებულები.
ვარაუდობენ, რომ გლობალური დეველოპერების რაოდენობა 2024 წლისთვის 28 მილიონს გადააჭარბებს მსოფლიოს მასშტაბით, რადგან რეალურად ბევრია ამ საქმით დაინტერესებული.
ჩნდება კითხვები: რა უშლის ხელს Web3-ს? ან, რა დაეხმარება მას გამოწვევების გადალახვაში?
სირთულეების დაძლევა
ჯეფრი მურე თავის წიგნში საუბრობს მარკეტინგსა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების გაყიდვებზე.
ტექნოლოგიების მომხმარებლებს ის 5 კატეგორიად ჰყოფს:
ინოვატორები
იდეოლოგები
პრაგმატისტები
კონსერვატორები
სკეპტიკოსები
ინოვატორებს ყველაზე მეტად რაც სურთ, ახალი ტექნოლოგიებია. იდეოლოგების უპირატესობაა ის, რომ სწრაფად ითვისებენ სიახლეებს. ჩამონათვალში, რადგანაც გვყავს იდეოლოგები და ასევე პრაგმატისები, ფაქტია, უპირველესად, მანძილი მათ შორის წარმოიქმნება. პრაგმატისტი, სხვებისგან განსხვავებით, ცოტა მოგვიანებით მხოლოდ, მაშინ იწყებს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას, როდესაც ის იძლევა უშუალო, ხელშესახებ შედეგებსა და როდესაც გარკვეული ღირებულებების მატარებელია.
პრაგმატული ადამიანების ინტერაქცია ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიაში.
“ასე რომ, ეს გვაბრუნებს Web3-ში და როდესაც ვფიქრობ Web3-ის გამოწვევებზე, ჩემი გონება ყოველთვის Apple-ისკენ მიდის. განსაკუთრებით მაკინტოშის (apple-ს 90-იანების ბიუჯეტური მოდელი) წარუმატებლობა მახსენებს ხოლმე თავს. მაშინ, როცა Apple წინსვლას განაგრძობდა”– აცხადებს ავტორი.
ორი Apple-ის ამბავი
1984 წელს Apple-ის მაკინტოში, გარკვეული თვალსაზრისით, ინოვაციური მოწყობილობა იყო. რეალურად, რევოლუციური გახლდათ სპეციალური პროგრამების ჩატვირთვის შემდეგ, მაშინ, როცა კომპიუტერმა თქვა “გამარჯობა”.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის იყო ძალიან ნელი, დაბალი მეხსიერებით, რაც დეველოპერებისთვის იმ დროისთვის პრობლემურ საკითხად რჩებოდა.
ასე, რომ თავდაპირველად, ის სტივ ჯობსისთვის სრული კომერციული მარცხი იყო.
მოგვიანებით კი, ნელ-ნელა დაიწყო გაუმჯობესება და განვითარება. მაგალითად, 2007 წლისათვის iphone-მა დაამატა სხვადასხვა ფუნქციები: კომპასი, რუკა, ამინდის პროგნოზი ლოკაციების მიხედვით, შენიშვნების დაფა, კამერა დახვეწა, დაამატა კალენდარი სისტემაში, კალკულატორი და ა.შ.
რა დასჭირდება Web3-ს გამოწვევების გასამკლავებლად
ლეგიტიმურობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ართულებს Web3-სა და კრიპტო-ს რეალიზებას არის ის, რომ ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, თითქოს ერთი დიდი თაღლითობაა ისინი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ინვესტორებზეც აქვს გავლენა ამ დამოკიდებულებას და მანამ, სანამ ადამიანების უმეტესობა არ დაიჯერებს, რომ ის უსაფრთხოა, ისინიც შიშობენ და ხშირად არც აქტიურობენ.
გამოცდილება. Web3-ზე წვდომისთვისაც საჭიროა ბევრი ტექნიკური ცოდნა, რომელსაც ადამიანები, შესაძლოა, არ ფლობდნენ.
პრაქტიკული ღირებულება. იგულისხმება ფსონები, თუმცა მატერიალური ღირებულების პოტენციალი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამჟამად, ფსონინგი გაძლევთ გარკვეულ პრაქტიკულ მნიშვნელობას ქსელის ლიკვიდურობის სახით, თუმცა, შესამჩნევია ისიც, თუ რამდენად არასტაბილური შეიძლება იყოს ეს…
ახალი ტექნოლოგიები ცვლის სამყაროს, როდესაც საინტერესო კავშირი გაიბმება იდეებსა და პრაქტიკულ ღირებულებასთან. თუ მაკინტოში იყო დასაწყისი და იყო იდეა – iPhone იყო (და არის) ორივეს სრულყოფილი შერწყმა, რამაც საბოლოოდ საუკეთესო პროდუქტი მოგვცა.
“მე მოვუწოდებ Web3 დეველოპერებს ყოველთვის იფიქრონ: რა არის მთავარი დამაკავშირებელი ხედვასა და ტექნოლოგიებს შორის, რომლებიც ციფრულ თაობას სჭირდება? მგონი ყველაზე კარგი პასუხი თავად პროგრამისტებს ექნებათ.”