fbpx

რომელ ბაზრებზე ვივაჭროთ?

ბაზრებზე

რომელ ბაზრებზე ვივაჭროთ?

ტექნოლოგიური და ტრეიდინგთან დაკავშირებული ინოვაციები გრძელდება. სავაჭრო ინსტრუმენტების სახეობები კი დღითიდღე ფართოვდება. ტრეიდერებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ზუსტად დაარეგულირონ და ინდივიდუალურ გარემოებებს მოარგონ თუ რომელ ბაზრებზე ივაჭრებენ.

შესაფერისი ბაზრის საპოვნელად გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორის, ინდივიდის ტრეიდინგის სტილმა, ფინანსურმა რესურსებმა, ადგილმდებარეობამ და სავაჭროდ გამოყოფილმა დროის მონაკვეთმა დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს შერჩევაზე.

ამ პროცესის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრეიდერი ბევრ ალტერნატივას იცნობდეს. შემდეგ კი, მიღებული ინფორმაცია გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი შედეგების მისაღებად გამოიყენოს.

სანამ ბაზრების ტიპებზე გადავიდოდეთ, მანამდე რამდენიმე საკვანძო საკითხი განვიხილოთ:

– ბევრი ბაზარი ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ვისაც ინტერნეტკავშირი აქვს.

– ტრეიდერები ბაზრებს ვაჭრობის სტილის, ფინანსური რესურსების, ადგილმდებარეობისა და სავაჭრო საათების მიხედვით ირჩევენ.

– ინვესტორებს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობა შეუძლიათ. მათ შორის, საფონდო ბირჟაზე (Stock market), სავალუტო ბაზარზე (Foreign exchange market) და ოფციონების ბაზარზე (Options market).

– შიდადღიური ტრეიდერები (Day traders), ჩვეულებისამებრ, ირჩევენ ფორექსის ბაზარს (იგივე, სავალუტო ბაზარი) შესასვლელად დაბალი ბარიერებისა და გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF – Exchange Traded Fund) გამო.

– გრძელვადიან ინვესტორებს (Long-term investors) ხშირად სასაქონლო (Commodities market) და ფიუჩერსული ბაზარი (Contract market) იზიდავთ.

ბაზრების ტიპები

ღილაკზე ერთი დაკლიკებით ინვესტირებისა და ტრეიდინგის მრავალი ხელსაწყოა ხელმისაწვდომი.

საფონდო ბირჟა (Stock market) – აღნიშნული ბაზარი კომპანიის აქციების შეძენას/შორთინგს (shorting) გულისხმობს.

გაცვლითი სავაჭრო ფონდების (ETF) ბაზარი– ამ ფონდებიდან შესაძლებელია არა ერთი კონკრეტული აქციისა თუ ფასიანი ქაღალდის, არამედ მათი პორტფოლიოს შეძენა, რომელიც დაყოფილია კლასის, სექტორის, თემის, ქვეყნის ან საინვესტიციო სტრატეგიის მიხედვით. სურვილის მიხედვით, ტრეიდერს შეუძლია აღნიშნული პორტფოლიოს გამოსყიდვა ან გასხვისება ბაზარზე.

სავალუტო ბაზარი (Foreign exchange market) – ეს ბაზარი ამარტივებს ერთი ვალუტის სხვაზე გადაცვლას. ვალუტები ყოველთვის წყვილებში ივაჭრება, ბევრი პოტენციური კომბინაციით.

ამ ბაზარზე ტრეიდინგის მთავარი ხიბლი მინიმალური რაოდენობის ინვესტიციის საჭიროებაა – ანგარიშის გახსნა სულ მცირე 100 აშშ დოლარადაც შეიძლება.

ოფციონების ბაზარი (Options Market) – ბაზარი, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაიკავონ პოზიციები აქტივის დერივატივებში.

ოფციონი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მფლობელს წინასწარგანსაზღვრულ ვადაში ვალუტის გადაცვლის არა მოვალეობა, არამედ უფლება აქვს.  სავალუტო  ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტა გადაიცვლება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით (strike price), რომელიც, პრაქტიკულად, წინა დღის საბაზრო გაცვლითი კურსია.

– კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) – არის კომპლექსური, მაღალი რისკის შემცველი, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი (დერივატივი).

ის  მყიდველს/გამყიდველს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ფინანსური სარგებელი საბაზისო აქტივის ფლობის გარეშე, ან ნახოს ზარალი საბაზისო აქტივში პოზიციის გახსნისა და დახურვის ფასების სხვაობის საფუძველზე.

CFD პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ლევერიჯის (leverage) გამოყენებით.

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ბაზარს აქვს სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნებისმიერი ინსტრუმენტით ვაჭრობისას მნიშვნელოვანია, ტრეიდერს დაზუსტებული ჰქონდეს ბაზრის მახასიათებლები. ასევე ის, თუ რამდენად ეხმიანება ბაზარი მის მიზნებს.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post