BeReal ეფლის წლის აპლიკაციად დასახელდა
ცოტა ხნის წინ Apple-მა App Store Awards-ის 2022 წლის გამარჯვებულები დაასახელა. წლის აპლიკაციის ჯილდო კი აპლიკაცია BeReal-მა მიიღო.
როგორც მისი სახელი გვამცნობს, BeReal-ის მიზანია, მომხმარებლებს მისცეს ვირტუალური სივრცე, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალური ვერსიები იქნებიან ყოველგვარი ფილტრების გარეშე.
სოციალური მედიის ფრანგული კომპანია მომხმარებლებს აძლევს შანსს, გამოაქვეყნონ ერთი ფოტო ყოველდღიურად, რომლებსაც მათი მიმდევრები რეალურ დროში ნახავენ ყოველგვარი ფილტრების გარეშე. გამოსაქვეყნებელი ვიზუალი კი მოიცავს ფოტოს, რომელიც აერთიანებს წინა და უკანა კამერებიდან გადაღებულ ფოტოებს.