fbpx

ბიტკოინის ფასი დავარდა – რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

ბიტკოინის

ბიტკოინის ფასი დავარდა – რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

გასულ 7 დღეში ბიტკოინის (BTC) ფასი 18.5%-ით შემცირდა და უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში არსებულ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამჟამად ერთი ბიტკოინის შეძენა $31,491-ად არის შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ ციფრული ვალუტის ახლანდელი ფასი გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან, $69,000-თან შედარებით, 50%-ზე მეტით შემცირებულია.

რამ გამოიწვია ბიტკოინის ფასის ვარდნა?

ბიტკოინის ფასის ვარდნის რამდენიმე გამომწვევი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება. თუმცა, ყველა მათგანი შეიძლება შეჯამდეს ერთ სიტყვით – გაურკვევლობა. სწორედ ეს უბიძგებს ინვესტორებს კრიპტოვალუტებისგან თავის შორს დაჭერასა და არსებული აქტივების გაყიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების დაცემას იწვევს.

ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოვალუტების (მათ შორის, ეთერიუმის) გაუფასურება პირველ რიგში უკავშირდება მაკროეკონომიკურ ფაქტორებს – აშშ-ში არსებულ ინფლაციასა [რომელიც 8,5%-ს შეადგენს] და იმ ზომებს, რომლებიც მის დასაძლევად ხორციელდება. აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და გასულ კვირას განაკვეთი 0,5%-ით გაზარდა, რაც 2000 წლის შემდგომ ყველაზე დიდი ზრდა იყო.

აღსანიშნია, რომ ვარდნის ტენდენცია მხოლოდ კრიპტოაქტივებს არ მოიცავს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზეც არასახარბიელო მდგომარეობაა. Dow Jones-ის ინდექსმა ცოტა ხნის წინ 1,000-ზე მეტი ქულა დაკარგა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო.  ანალოგიურად, Nasdaq ინდექსი გასულ კვირას თითქმის 5%-ით დაეცა.

გარდა ამისა, გაურკვევლობის ერთ-ერთ წყაროდ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი სახელდება.

რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხის გამომუშავებაა. თუმცა, აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – მაღალი პოტენციური მოგება მაღალ რისკებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველასათვის ცნობილია, არსებულ ვითარებაში ინვესტორებისთვის რთულია აქტივების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. რეალურად, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც კრიპტოვალუტის გაყიდვა ლოგიკური გამოსავალია, მაგრამ დიდი ზარალის შიშის გამო პანიკური გაყიდვები ერთ-ერთი მათგანი არც ისე ხშირადაა.

2021 წელს კრიპტობაზრის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, ეკონომიკური კლიმატი ახლა ძალიან განსხვავებულია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა მიმდინარე დღეებში კვლავ განაგრძოს ვარდნა და ზოგიერთი ტრეიდერი $28,000-იან ნიშნულსაც მოელის. თუმცა, ამ ტიპის პროგნოზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, რადგანაც ინვესტორებისთვის ბიტკოინის გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო საყურადღებოა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინის ფასი ვარდება. უფრო ფართო სურათს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბოლო 5 ან 10 წლის განმავლობაში ამ კრიპტოვალუტის ფასი ყოველთვის ახერხებდა მაღალ ნიშნულებზე ასვლასა და ახალი რეკორდების დამყარებას. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიტკოინის აღდგენა ახლაც გარანტირებულია, თუმცა, ბოლოდროინდელ მოვლენებს პერსპექტივაში გვაჩვენებს.

როგორ ვაჩუქოთ კრიპტოვალუტა

როგორ გავაჩუქოთ კრიპტოვალუტა

აქტივების ამ კლასში ინვესტირების განხორციელების შესახებ მოსაზრებები განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, თუ რომელი აზრისკენ იხრებით, კრიპტოვალუტის, როგორც კარგი საჩუქრის კონცეფციას ბოლომდე ვერ უარვყოფთ.

Maple Finance-ის აღმასრულებელი დირექტორის, სიდ პაუელის თქმით, ბიტკოინი და მთლიანობაში კრიპტოინდუსტრია ტრადიციული აქციებისგან განსხვავებულ პროცესს გადის.

,,მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კრიპტოსამყაროს წარმოუდგენელი ტემპით ითვისებენ – შესაძლოა იმაზე ორჯერ უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე 90-იან წლებში თავად ინტერნეტს… თუ 1990-იანი წლების ინტერნეტკომპანიებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არასტაბილურობას ისინიც განიცდიდნენ. თუმცა, მრავალწლიან პერიოდს თუ შევხედავთ, მათი ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიტკოინი და კრიპტო კი, მსგავს პროცესს, თუმცა, უფრო ფეთქებადი ტემპით გადის’’, – აღნიშნავს იგი.

საბოლოო ჯამში, პანიკური გაყიდვებისგან თავის შეკავების ერთი გზა ყურადღების იმაზე გამახვილებაა, თუ საერთოდ რატომ შეიძინეს ინვესტორებმა ბიტკოინი. შესაძლოა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ იგი მომავლის ციფრული ვალუტაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაპირველი შესყიდვასთან დაკავშირებული არგუმენტები ბოლოდროინდელი ფართო ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული ფასის ვარდნის გამო ციფრული აქტივის გაყიდვის მიზეზებს გადაწონის. მართალია, არ არსებობს არანაირი გარანტია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, თუ ინვესტორი 6 თვის წინ ფიქრობდა, რომ ბიტკოინს გრძელვადიანი პოტენციალი ჰქონდა, მან სწორედ ეს უნდა გაიხსენოს და აქტივი შეინარჩუნოს.


შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა. 

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post