fbpx

10 ყველაზე ძვირადღირებული NFT

ძვირადღირებული

10 ყველაზე ძვირადღირებული NFT

NFT, იგივე Non-fungible Token, თავისი სახელწოდებითვე მიგვითითებს, რომ ის უნიკალურია და მას ვერაფრით ჩავანაცვლებთ. ამ განსაკუთრებული მახასიათებლიდან გამომდინარე, 2017 წლის ბოლოს Dapper Labs-ის მიერ შექმნილი CryptoKitties-ის დებიუტით დაწყებულმა პროცესმა რამდენიმე წელში მთელი მსოფლიო მოიცვა და კრიპტოინდუსტრიის უმსხვილეს, მილიარდიან სექტორად გადაქცევა მოახერხა. კოლექციონერები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ფულს ხარჯავენ ციფრული აქტივების შესაძენად. თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი და ამ დროისთვის რომელი NFT-ებია ყველაზე ძვირადღირებული.

,,The Merge’’

ანონიმური ხელოვანის, რომელიც ცნობილია სახელით პაკ (Pak), ნამუშევარი ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული NFT-ია. ,,The Merge’’ გასული წლის დეკემბერში $91,8 მილიონად გაიყიდა და მას 28 ათასზე მეტი კოლექციონერი ჰყავს.

,,The Merge'',,Everydays: The First 5000 Days’’

არტისტ მაიკ ვინკელმანის, რომელიც Beeple-ის სახელითაა ცნობილი, NFT არის 5000 ციფრული ნამუშევრის კოლაჟი, რომელზე მუშაობაც ხელოვანმა სერის ,,Everydays’’ ფარგლებში  2007 წელს დაიწყო. ,,Everydays: The First 5000 Days’’ გასული წლის თებერვალში Christie’s აუქციონზე $69,3 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნია, რომ მისი საწყისი ფასი დაახლოებით $100-ს შეადგენდა. ის შეისყიდა ვიგნეშ სუნდარშანმა, რომელიც MetaKovan-ის სახელითაა ცნობილი.

,,Everydays The First 5000 Days’’,,Clock’’

WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟისა და პაკის (Pak) ერთობლივი პროექტი ასანჟის მხარდასაჭერად შეიქმნა. ნამუშევარი არის ერთგვარი ციფრული მრიცხველი, რომელიც ასანჟის მიერ ციხეში გატარებულ დღეებს ითვლის. ,,Clock’’ მიმდინარე წლის თებერვალში AssangeDAO-მ, – ორგანიზაციამ, რომელიც ასანჟის გასათავისუფლებლად იბრძვის, – იყიდა და შემოსული თანხა, $52,7 მილიონი, პაკმა სრულად შესწირა Wau Holland Foundation-ს, რომელიც ასანჟის სამართლებრივ დაცვას უჭერს მხარს.

,,Clock’’,,Human One’’

მაიკ ვინკელმანის ჰიბრიდული, – ციფრული და ფიზიკური, – ნამუშევარი გასულ წელს Christie’s აუქციონზე დაახლოებით $29,0 მილიონად გაიყიდა. ეს არის ქანდაკება, რომლის ეკრანზეც დინამიკური NFT, – ასტრონავტის სხვადასხვა გარემოში მოძრავი ავატარი, – ჩანს. Beeple მიიჩნევს, რომ ,,Human One’’ უწყვეტი პროექტია და ნამუშევარზე დისტანციურ წვდომას ინარჩუნებს, რათა ის დროთა განმავლობაში განაახლოს.

,,Human One’’,,CryptoPunk 5822’’

Larva Labs-ის ყველაზე ძვირადღირებული NFT სახელწოდებით ,,CryptoPunk 5822’’ მიმდინარე წლის თებერვალში 8000 ეთერიუმად გაიყიდა, რაც იმ დროისთვის დაახლოებით $23,7 მილიონს უტოლდებოდა. ის ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის კომპანიის, Chain-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიპაკ თაფლიალმა შეიძინა.

,,CryptoPunk 5822’’,,CryptoPunk 7523’’

Larva Labs-ის NFT სახელწოდებით ,,CryptoPunk 7523’’ გასული წლის ივნისში Sotheby’s-ის აუქციონზე $11,75 მილიონად გაიყიდა.

,,CryptoPunk 7523’’,,Tpunk 3442’’

,,Tpunk #3442’’ გასულ წელს Tron-ის თანადამფუძნებელმა ჯასტინ სანმა 120 მილიონ Tronix (TRX)-ად შეიძინა, რაც იმ დროისთვის $10,5 მილიონს უტოლდებოდა და კოლექციის სახით, APENFT Foundation-ს შესწირა.

,,Tpunk 3442’’,,CryptoPunk 4156’’

Larva Labs-ის კიდევ ერთი NFT გასული წლის დეკემბერში 2,500 ეთერიუმად (ETH) გაიყიდა, რაც იმ დროისთვის დაახლოებით $10,26 მილიონს შეადგენდა.

,,CryptoPunk 4156’’,,CryptoPunk 5577’’

Larva Labs-ის ,,CryptoPunk 5577’’, გავრცელებული ინფორმაციით, Compound Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ ლეშნერმა მიმდინარე წლის დასაწყისში 2,501 ეთერიუმად (ETH) იყიდა, რაც მოცემული დროისთვის დაახლოებით $7,7 მილიონს უტოლდებოდა.

,,CryptoPunk 5577’’,,CryptoPunk 3100’’

Larva Labs-ის ეს NFT გასულ წელს 4,200 ეთერიუმად (ETH) გაიყიდა, რაც იმ დროისთვის დაახლოებით $7,5 მილიონი იყო.

,,CryptoPunk 3100’’

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post