fbpx

სად შევიძინოთ NFT მარტივად?

სად შევიძინოთ NFT მარტივად?

NFT-ებმა ციფრული ხელოვნების ლანდშაფტი სრულად შეცვალეს. ახლა უკვე ყველას შეუძლია, გახდეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი ან ინვესტორი. თუ ეს ბაზარი მართლაც გიზიდავთ, ჩვენ გიამბობთ 5 საუკეთესო პლატფორმაზე, სადაც თქვენი პირველი Non-Fungible Token-ის შეძენას შეძლებთ.

NFT LaunchPad

NFT LaunchPad არის ერთ-ერთი უახლესი ბაზარი და მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ეს ბაზარი ჯერ კიდევ იზრდება, თუმცა, თქვენ უკვე შეგიძლიათ, ცნობილი კოლექციები იპოვოთ, როგორიცაა: Great Ape Society, Lazy Goats Club, Space Apes და Punk Dogs. LaunchPad ასევე არის Lucky Block-ის Platinum Rollers Club NFT კოლექციის ექსკლუზიური პლატფორმაც.

ამ ბაზარზე ყიდვისა და გაყიდვის გარდა, ადვილია საკუთარი NFT-ების დამზადებაც. პლატფორმა მხარს უჭერს რამდენიმე ფორმატს, მათ შორის, MP4-ს. LaunchPad კოლექციებს რამდენიმე კატეგორიად ალაგებს, როგორებიცაა: კოლექციები, ხელოვნება, სპორტი და თამაშები. მათი დათვალიერება ადვილია და ყველა მათგანის ფასი იქვეა მითითებული. LaunchPad თავსებადია Binance Smart Chain-თან და Polygon-თან და პლატფორმა მხარს უჭერს MetaMask საფულეებს. თუმცა, დიდი ალბათობით, მას Trust Wallets-ის მხარდაჭერაც მალე ექნება.

Crypto.com

Crypto.com არის კიდევ ერთი მთავარი ბაზარი. ბოლო დრომდე Crypto.com მხოლოდ იმ NFT-ებს სთავაზობდა მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ ბლოკჩეინზე იყო შექმნილი. თუმცა, ბაზარმა ახლახან დაამატა ინტეგრაცია Ethereum ბლოკჩეინთან, ამიტომ ხელმისაწვდომი ნამუშევრების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

Crypto.com-ში საინტერესო ის არის, რომ NFT-ების შეძენისას თქვენ არ მოგიწევთ ტრანზაქციის საკომისიოს გადახდა. გარდა ამისა, გამყიდველები და შემქმნელები მხოლოდ 1,99%-ს იხდიან, რაც ძალიან ცოტაა სხვა პლატფორმებთან შედარებით.

Binance

Binance არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი, სადაც კოლექციების ფართო სპექტრს იპოვით. აქ ყველა კოლექციის დათვალიერება ძალიან მარტივია, რაც ამ პლატფორმის შესწავლას სახალისოს ხდის.

Binance-ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება ისაა, რომ 1 NFT-ს შეძენის მაგივრად, ბაზარი თავად გთავაზობთ “საიდუმლო ყუთებს”, რომლებიც რამდენიმე შემთხვევით შერჩეულ ნამუშევარს მოიცავს კონკრეტული კოლექციიდან.

OpenSea

OpenSea მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია. შესაბამისად, ძნელია არ მოგწონდეთ OpenSea-ს NFT-ების კოლექციის მრავალფეროვნება. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ძალიან იშვიათი, ახალი პროექტები.

OpenSea-ს გამოყენების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ შეგიძლიათ გადაიხადოთ 150-ზე მეტ სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ, კრიპტოვალუტის გაცვლის სირთულეს შეეჭიდოთ, რათა ამ ბაზარზე ნამუშევარი შეიძინოთ.

SuperRare

SuperRare არის ძალიან დახვეწილი ბაზარი, რომელიც მეტ ყურადღებას ამახვილებს სახვით ხელოვნებაზე. ბაზარი ძალიან ექსკლუზიურია და SuperRare-ის მონახულებისას აუცილებლად ძალიან დახვეწილ და ხარისხიან ნამუშევრებს შეხვდებით.

კიდევ ერთი რამ, რაც უნიკალურია SuperRare-ში არის ის, რომ მხატვრებს უფლება აქვთ გამოაქვეყნონ თითოეული NFT-ის მხოლოდ ერთი გამოცემა, რომელსაც ისინი ქმნიან ამ ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ნამუშევარს თავიდანვე მაღალი ღირებულება აქვს, რადგან ის უნიკალურია.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post